რინდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

რინდები (სპარსულად „რინდ“ - ცბიერი, თაღლითი, მოქეიფე, ბედოვლათი, გზააბნეული) — სუფიურ-დერვიშული მისტიკურ-ფილოსოფიური მოძღვრების მიმდევრები.

რინდი იხსენიება შუა საუკუნეების ქართულ საისტორიო წყაროებში, ისევე, როგორც მხატვრულ და მთარგმნელობით ლიტერატურაში. XIV საუკუნის ქართველ ისტორიკოსს „ჟამთააღმწერელს“ რინდები ნახსენები აქვს გიორგი-ლაშას (გიორგი IV) პიროვნებასთან დაკავშირებით.

შუა საუკუნეების აღმოსავლურ წყაროებში რინდებს უწოდებდნენ ქალაქის დაბალი და საშუალო ფენის წარმომადგენლებს, რომლებიც უპირისპირდებოდნენ ოფიციალურ სუფიზმის დოგმებს. ვალერიან გაბაშვილის აზრით, რინდები XI საუკუნის მეორე ნახევრიდან, XVI საუკუნის ჩათვლით, ხშირად იხმარება ახლო და შუა აღმოსავლეთის ქალაქებში მიმდინარე სოციალური მოძრაობის აღსანიშნავად. რინდები ეკუთვნოდნენ წვრილ ვაჭარ-ხელოსანთა ფენას და თავიანთი სოციალური და უფლებრივი მდგომარეობით განსხვავდებოდნენ დიდვაჭრებისაგან. რინდებს ავტორი თბილისის „ყოველ ერს“ მიაკუთვნებს. მათ ეთნიკურ და რელიგიურ კუთვნილებას მნიშვნელობა არ ჰქონდა.

შუა საუკუნეების თბილისში სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების ხელოსნები გაერთიანებული იყვნენ კორპორაციებში პროფესიული ნიშნით. ვალერიან გაბაშვილის აზრით, შეიძლება XIX საუკუნის ყარაჩოხელები რინდების გვიანდელ მემკვიდრეებად იქნენ მიჩნეულნი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია "თბილისი", თბ. 2002, გვ.750