რიმარჟოვი
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
რიმარჟოვი Rýmařov | |||||
|
ქალაქის ხედი | |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| მხარე | მორავია-სილეზიის მხარე | ||||
| შიდა დაყოფა | Edrovice[1] , Harrachov[1] , Jamartice[1] , Janovice[1] , Ondřejov[1] , Stránské[1] და Q56413059? | ||||
| კოორდინატები | 49°55′55″ ჩ. გ. 17°16′19″ ა. გ. / 49.93194° ჩ. გ. 17.27194° ა. გ. | ||||
| მმართველი | ლუდეკ შიმკო | ||||
| პირველი ხსენება | 1351 | ||||
| ფართობი | 60,73 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 555 მ | ||||
| მოსახლეობა | 7 763[2] კაცი (2025) | ||||
| სიმჭიდროვე | 128 კაცი/კმ² | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
| საფოსტო ინდექსი | 793 42, 793 51, 795 01 | ||||
| საავტომობილო კოდი | T | ||||
| ოფიციალური საიტი | rymarov.cz | ||||
რიმარჟოვი (ჩეხ. Rýmařov) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის მორავია-სილეზიის მხარეში. ის ბრუნტალის რაიონში მდებარეობს. რიმარჟოვის ისტორიული ნაწილი კარგად არის შემონახული და ჩეხეთის კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რიმარჟოვი რაიონულ ცენტრ ბრუნტალიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი ნიზკი-იესენიკის ქედის ფედრობბზეა გაშენებული. მის ტერიტორიაზე მდებარე ყველაზე მაღალი წერტილის სიმაღლე 829 მეტრია ზღვის დონიდან. ქალაქში მიედინება პოდოლსკის ღელე, რომელიც მდინარე მორავიცეს მარჯვენა შენაკადია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რიმარჟოვის ადგილზე პირველი დასახლება ჩეხებმა XIII საუკუნის დასაწყისში დააარსეს, თუმცა ის 1250 წელს განადგურდა. XIII საუკუნის მეორე ნახევარში აქ გერმანელები დასახლდნენ. რიმარჟოვის შესახებ პირველი წერილობითი ცნობები 1351 წლით თარიღდება. 1350 წელს აქ ხის ციხესიმაგრე ააგეს, ხოლო 1406 წელს სოფელი ქალაქად გადაკეთდა.[3][4]
რიმარჟოვისა და მთელი რეგიონის სწრაფი განვითარება რკინის მადნის მოპოვებამ განაპირობა. აქ ასევე მოიპოვებდნენ ოქროს, ვერცხლს, ტყვიას, სპილენძს და მოგვიანებით თუთიას. 1474 წელს ქალაქი უნგრეთის სამეფოს არმიამ გაძარცვა. XVI საუკუნეში რიმაროვი აყვავდა და განვითარდა. მაცხოვრებლებში ლუთერანიზმი გავრცელდა.
1583 წელს რიმარჟოვის მამულები შეიძინა ტიროლელ არისტოკრატთა გვარის გრიუნბიუხლის წარმომადგენელმა ჰოფმანმა. მან დიდი ზრუნვა გამოიჩინა აქაურობის მიმართ, განავითარა განათლება და სატყეო მეურნეობა.[3][4]
რეგიონში მდებარე სხვა ქალაქების მსგავსად განვითარება შეაჩერა ოცდაათწლიანმა ომმა. ამ პერიოდში ქალაქის ოკუპაცია გენერალ ლენარტ ტორსტენსონის მეთაურებით მოახდინეს შვედებმა. ომის დასრულების შემდეგ რიმარჟოვი იყო დაცლილი და გაღარიბებული ქალაქი. დაიწყო კათოლიციზმის გავრცელება და ხელახლა განვითარება. XVII საუკუნის მეორე ნახევარში რიმარჟოვს დაემუქრა ჩრდილოეთ მორავიის ჯადოქართა სამსჯავრო, თუმცა სხვა ქალაქებისგან განსხვავებით უმსხვერპლოდ გადარჩა.[3][4]
1878 წელს რიმარჟოვში გაიყვანეს რკინიგზა. 1955-დან 1974 წლამდე ქალაქის ისტორიული იერსახე ბევრ ადგილზე შეიცვალა, მოედნის დასავლეთ მხარეს და მიმდებარე ქუჩებზე ისტორიული შენობების უმეტესობა დაანგრიეს და ახალი შენობებით ჩაანაცვლეს.[3]
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფიქლის ქვით შენობების გადახურვა რიმარჟოვის უძველესი ტრადიციაა. სწორედ ამიტომ სახურავები დღესაც ფიქლის ქვით არის დახურული ან მის ფერშია მთელს ქალაქში.[5]

ქალაქის მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია მისი მერიის შენობა, რომელიც ისტორიულ წყაროებში 1560 წელსაა ნახსენები და სავარაუდოდ უფრო ძველია. შენობა 1790–1808 წლებში ნეოკლასიკურ და ამპირის სტილში გაარემონტეს.[6]
მშვიდობის მოედანზე დგას 1683 დადგმული ღვთისმშობლის სვეტი, რომელიც შავი ჭირით დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად დადგეს. შავი ჭირის ეპიდემია რიმარჟოვში 1680 წელს გავრცელდა.[5]
იანოვიცეს ციხე 1520–1530 წლებში გოტიკურ სტილში ააგეს. 1586 წელს ციხე რენესანსის სტილის შენობად გადაკეთდა, ხოლო 1663 წელს ბაროკოს ელემენტები დაამატეს. მოგვიანებით, 1840-იან წლებში იანოვიცეს ციხე მთლიანად ბაროკოს სტილის ციხედ გადააკეთეს. დღეს ციხის გარკვეული ნაწილი კულტურულ ღონისძიებებს ეთმობა და ჩეხეთის ეროვნული მემკვიდრეობის მფლობელობაშია.[7]
რიმარჟოვის ღვთისმშობლის მონახულების ეკლესია 1711–1715 წლებში აშენდა. ეკლესიაში ფერდინანდ ნაბოთის და იოჰან კრისტოფ ჰანდკეს მიერ შესრულებული ფრესკებია. სამლოცველოს წინ დგას 1774 წელს შექმნილი ღვთისმშობლის ქანდაკება.[5]
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია XIV საუკუნის პირველ ნახევარში ააგეს. 1609 წლის ხანძრის შემდეგ იგი რენესანსის სტილში აღადგინეს. 1790 წელს ეკლესია კიდევ ერთხელ დაიწვა. 1818 წელს ბოლოჯერ მოხდა ამ ტაძრის აღდგენა და მოხატულობა მხატვარმა იოჰან კრისტოფ ჰანდკემ გააკეთა.[8]
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იოჰან კრისტოფ ჰანდკე (1694–1774) - ბაროკოს სტილის მხატვარი
- ეუგენ იეტელი (1845–1901) - მხატვარი
- ოტო მარბურგი (1874–1948) - ნევროლოგი
- ჰანა მარვანოვა (დაბ. 1962) - იურისტი და პოლიტიკოსი
- ტომაშ უიფალუში (დაბ. 1978) - ფეხბურთელი
- ივანა ულირჟოვა (დაბ. 1980) - მსახიობი
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფოტოგალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქალაქის მოედანი და მერია 1931 წელს
- წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია
- იანოვიცეს ციხე
- მშვიდობის მოედანი
- გარეუბანი ერდოვიცე
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 6 Czech location identification system — Czech Office of Surveying and Cadastre.
- ↑ Population of Municipalities – 1 January 2025. Czech Statistical Office (2025-05-16).
- 1 2 3 4 Strategický plán rozvoje města Rýmařova do roku 2030 cs. Město Rýmařov. ციტირების თარიღი: 2022-03-15
- 1 2 3 Historie cs. Město Rýmařov. ციტირების თარიღი: 2022-03-15
- 1 2 3 Pamětihodnosti cs. Město Rýmařov. ციტირების თარიღი: 2022-03-15
- ↑ Radnice cs. Město Rýmařov. ციტირების თარიღი: 2022-03-15
- ↑ Janovický zámek cs. Město Rýmařov. ციტირების თარიღი: 2022-03-15
- ↑ Kostel sv. Michala v Rýmařově cs. Město Rýmařov. ციტირების თარიღი: 2022-03-15