რიკოთიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

რიკოთიტი (მდინარე რიკოთულის სახელის მიხედვით) — ინტრუზიული სრულკრისტალური მაგმური ქანი. რიკოთიტის ძირითადი ქანთმაშენი მინერალებია პლაგიოკლაზი (ანდეზინ-ლაბრადორის რიგისა), პიროქსენი, რქატყუარა, ორთოკლაზი, ბიოტიტი, ზოგჯერ კვარცი; აქცესორული — მადნეული მინერალები, რუტილი, აპატიტი, ორთიტი, ცირკონი და სფენი. პიროქსენისა და რქატყუარის რაოდენობრივი შეფარდების მიხედვით განარჩევენ პიროქსენიან რიკოთიტს და რქატყუარიან რიკოთიტს.

რიკოთიტი გვხვდება მცირე ზომის სხეულების სახით რიკოთულისა და საკბულის ხეობებში. რიკოთიტი წარმოიქმნება ფუძე მაგმის მიერ გრანიტოიდების ასიმილაციის პროცესების დროს. პირველად შეისწავლა და სახელი უწოდა გ. სმირნოვმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]