რიკარდო პალმა
| რიკარდო პალმა | |
|---|---|
| ესპ. Ricardo Palma | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 7 თებერვალი, 1833[1] [2] [3] [4] [5] |
| დაბადების ადგილი | ლიმა[6] |
| გარდაცვალების თარიღი | 6 ოქტომბერი, 1919[6] [1] [2] [3] [4] [5] (86 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ლიმა |
| დასაფლავებულია | Presbítero Matias Maestro |
| საქმიანობა | ლექსიკოგრაფი, ბიბლიოთეკარი, ისტორიკოსი, მწერალი[7] , ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, პროზაიკოსი[7] , დრამატურგი[7] და პოეტი[7] |
| ენა | ესპანური ენა |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | სან-მარკოსის ეროვნული უნივერსიტეტი |
| ჯილდოები | Palmas Magisteriales[8] |
| შვილ(ებ)ი | Clemente Palma და Angélica Palma |
| ხელმოწერა |
|
რიკარდო პალმა (ესპ. Ricardo Palma Soriano; დ. 7 თებერვალი, 1833, ლიმა — გ. 6 ოქტომბერი, 1919, იქვე) — პერუელი მწერალი. აკადემიკოსი. არ განეკუთვნება არცერთ ლიტერატურულ სკოლას, თუმცა მის დრამებსა და ლექსებს რომანტიული ჟღერადობა აქვს.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარიერის დასაწყისში რიკარდო პალმა პერუს საზღვაო ფლოტში ოფიცრად მსახურობდა, შემდეგ კი ჟურნალისტისა და პოლიტიკოსის კარიერა აირჩია. ის ცნობილი გახდა პერუს ვიცე-სამეფოში ესპანური ინკვიზიციის შესახებ წიგნის დაწერის შემდეგ (ლიმას ინკვიზიცია, პერუ, 1863).
შემდგომში რიკარდო პალმა პერუს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას იკავებდა 1919 წლამდე, გარდაცვალებამდე. მისი ერთ-ერთი თანამშრომელი იყო მომავალი ცნობილი არქეოლოგი ხულიო ტელო. მან წარმატებით აღადგინა ბიბლიოთეკა მას შემდეგ, რაც ის 1881 წელს, წყნარი ოკეანის მეორე ომის შემდეგ, ჩილეს ოკუპაციის დროს გაძარცვეს. ჩილეს მაშინდელ პრეზიდენტ დომინგო სანტა მარიასთან პირადი მეგობრობის წყალობით, მან მოახერხა ჩილედან დაახლოებით 10,000 წიგნის ამოღება და ბიბლიოთეკა კვლავ გახდა სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო.
მისი მთავარი ლიტერატურული საქმიანობა იყო მის მიერ შექმნილი ჟანრის, „პერუს თქმულებები“ (Tradiciones peruanas) განვითარება. „პერუს თქმულებები“ არის წიგნების კრებული, რომელიც მოიცავს პერუს ისტორიას ადრეული კოლონიური პერიოდიდან რესპუბლიკურ პერუმდე. ეს წიგნები ისტორიული მხატვრული ლიტერატურაა, სადაც რეალური ისტორიული ფაქტები მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ავტორის გამოგონილ სიუჟეტთან. „პერუს თქმულებები“ ავტორმა 12 ტომად გამოსცა 1872-1910 წლებში.
რიკარდო პალმა გარდაიცვალა 1919 წლის 6 ოქტომბერს. დაკრძალულია პასტორ მატიას მაესტროს სასაფლაოზე.
ლიმაში ერთ უნივერსიტეტს და ერთ საშუალო სკოლას რიკარდო პალმას სახელი ჰქვია. მისი პორტრეტი გამოსახულია ამჟამად პენსიაზე გასულ 10 და 500 000 ინტი ბანკნოტებზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- «მერანი», (ლ. თურმანიძის თარგმანი), „ლათინური ამერიკის მწერლები“, თბ., 1974
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 653.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ricardo Palma — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- რიკარდო პალმა — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- რიკარდო პალმა — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)

- Original works of "Ricardo_Palma" at Wikisource
- Original works of "Ricardo_Palma" at Biblioteca Virtual Miguel de Cervantes
- Los Duendes del Cuzco in Spanish with English Translation
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Encyclopædia Britannica
- 1 2 SNAC — 2010.
- 1 2 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- 1 2 Пальма Рикардо // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- 1 2 3 4 Deutsche Nationalbibliothek Record #118789368 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ https://www.minedu.gob.pe/palmas-magisteriales/pdf/palmas-magisteriales.pdf