რიისვიკის ზავი
გარეგნობა
რიისვიკის ზავი — სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც დაიდო 1697 წელს. ამ ზავით დამთავრდა 1688-1697 წლების ომი საფრანგეთსა და აუგსბურგის ლიგას შორის. შედგება რიისვიკში (ჰააგის მახლობლად) ხელმოწერილი ხელშეკრულებებისაგან: საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის (20 სექტემბერი); საფრანგეთსა და ესპანეთს შორის (20 სექტემბერი); საფრანგეთსა და საღვთო რომის იმპერიის იმპერატორ ლეოპოლდ I-ს შორის, აგრეთვე ცალკეულ გერმანულ სამთავროებს შორის.
ზავის თანახმად საფრანგეთი უარს ამბობდა იმ ტერიტრიების უმრავლესობაზე, რომელიც ნიმვეგენის საზავო ხელშეკრულებების (1678-1679 წწ.) შემდეგ მიიტაცა. ზავი დაირღვა 1701 წელს ესპანური მემკვიდრეობისათვის ომით.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 389.