შინაარსზე გადასვლა

რიზოიდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რიზოიდები — ერთ ან მრავალუჯრედიანი ძაფოვანი წარმონაქმნი, რომლითაც მცენარე მიმგრებულია სუბსტრატზე და იქედან შეიწოვს წყალს და საკვებ ნივთიერებებს. გარეგნულად წააგავს ფესვის ბუსუსებს. აქვს ხავსებს, მღიერებს, ზოგიერთ წყალმცენარესა და სოკოს.