რიზვანა ჰასანი
| რიზვანა ჰასანი | |
|---|---|
| ბენგ. সৈয়দা রিজওয়ানা হাসান | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 15 იანვარი, 1968 (58 წლის) |
| დაბადების ადგილი | დაკა |
| მოქალაქეობა |
East Pakistan |
| განათლება | დაკის უნივერსიტეტი, Viqarunnisa Noon School and College და Holy Cross College |
| ჯილდოები | Goldman Environmental Prize[1] , Ramon Magsaysay Award[2] , Heroes of the Environment[3] და ქალთა საერთაშორისო ჯილდო გამბედაობისთვის[4] |
რიზვანა ჰასანი (ბენგ. সৈয়দা রিজওয়ানা হাসান, დ. 15 იანვარი, 1968, დაკა) — ბანგლადეშელი იურისტი და გარემოსდამცველი. ბანგლადეშის გარემოს დაცვის, ტყის და კლიმატის ცვლილების მინისტრი 2024 წლის 9 აგვისტოდან. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო გემების უტილიზაციის რეგულაციებს ბანგლადეშში და 2009 წელს მიენიჭა „გოლდმანის გარემოსდაცვითი პრიზი“.[5] 2021 წელს მას ასევე მიენიჭა „Ramon Magsaysay Award“ პრემია, მისი „უკომპრომისო გამბედაობისა და ლიდერობისთვის ბანგლადეშში სასამართლო აქტივიზმის კამპანიის წამოწყებისთვის, რომელიც ამტკიცებს ხალხის უფლებას დაცულ გარემოზე, როგორც ღირსების და სიცოცხლის უფლებაზე“.
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რიზვანა ჰასანი დაიბადა 1968 წლის 15 იანვარს ბენგალური მუსლიმების ოჯახში, ჰაბიგანჯის რაიონში, აღმოსავლეთ პაკისტანში (ახლანდელი ბანგლადეში). იგი ესწრებოდა ვიკარუნნისას შუადღის სკოლასა და კოლეჯს საშუალო განათლების მისაღებად, ასევე სწავლობდა წმინდა ჯვრის კოლეჯში უმაღლესი საშუალო განათლების მისაღებად. შემდეგ კი სწავლა გააგრძელა დაკას უნივერსიტეტში ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხის მისაღებად.[6]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰასანმა გემების უტილიზაციის საკითხით დაინტერესება 2003 წელს დაიწყო და ჩიტაგონგის გემთმშენებლობას უჩივლა, სხვა საკითხებთან ერთად, მუშების ჯანმრთელობისთვის საშიშროების, ცუდი სამუშაო პირობებისა და ნარჩენების არასათანადო განკარგვის გამო. 2003 წლის მარტში სასამართლომ უკანონოდ გამოაცხადა გემების უტილიზაციის პროცესი, შესაბამისი დეპარტამენტის გარემოსდაცვითი ნებართვის გარეშე. ჰასანმა განაგრძო ბრძოლა ინდუსტრიაში გაფართოებული შრომითი უფლებებისა და უფრო უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნისთვის.[7] მან ასევე უჩივლა ორგანიზაციებს,რომლებიც მონაწილეობდნენ ტბების ამოვსებისთვის უძრავი ქონების მშენებლობის მიზნით, პოლიეთილენის არასათანადო გამოყენების, გორაკის გაწმენდის, ტყეების გაჩეხვის, კრევეტების მოშენების და არალეგალური დაწესებულებების მშენებლობისთვის წმინდა მარტინის კუნძულზე.
2024 წლის 9 აგვისტოს მან ფიცი დადო, როგორც ბანგლადეშის გარემოს დაცვის, ტყის და კლიმატის ცვლილების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მთავრობაში, რომელსაც თავმჯდომარეობდა მუჰამედ იუნუსი.[8]
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰასანის ხელმძღვანელობით, კომპანია „BELA“ 2003 წელს, 500 ღირსეულ მსოფლიო კომპანიათა (Global 500 Roll of Honor) სიაში შევიდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში.[9] მან თავად მიიღო არაერთი ჯილდო,[6][9][10] მათ შორის: პირველი გარემოსდაცვითი პრიზი მიენიჭა 2007 წელს ბანგლადეშის მთავრობის სატყეო მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ, გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის, 2009 წელს მიიღო გოლდმანის პრემია გარემოსდაცვითი საქმიანობისთვის, ხოლო 2012 წელს — რამონ მაგსაისაის ჯილდო.[11]
ამერიკულმა საინფორმაციო ჟურნალმა Time-მა იგი დაასახელა გარემოს დამცველ გმირად.[6][7][12] 2022 წელს ჰასანმა მიიღო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ქალთა საერთაშორისო ჯილდო გამბედაობისთვის.[13]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰასანი დაიბადა ჰაბიგანჯში საიდ მაჰიბულ ჰასანისა და სურია ჰასანის ოჯახში.[6] იგი დაქორწინდა თავის თანაკლასელზე, ადვოკატ-მეწარმე აბუ ბაქარ სიდიკზე და ჰყავს ქალიშვილი, ნელა სიდიკი და ორი ვაჟი, აჰმედ ზარირ სიდიკი და აჰმედ ზიდან სიდიკი.[10]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://www.goldmanprize.org/recipient/rizwana-hasan/
- ↑ https://web.archive.org/web/20120728182435/http://asianjournal.com/dateline-philippines/headlines/16794-2012-ramon-magsaysay-award-winners-announced-.html
- ↑ https://web.archive.org/web/20091001181625/http://www.time.com/time/specials/packages/article/0,28804,1924149_1924153_1924207,00.html
- ↑ https://www.state.gov/2022-international-women-of-courage-award/
- ↑ Syeda Rizwana Hasan. Goldman Environmental Prize. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-07. ციტირების თარიღი: 2009-05-01
- 1 2 3 4 „Belar Shonge Rizwana“. Dainik Kaler Kontho. 2010-10-21.
- 1 2 „Time names Rizwana as environment hero“. The Daily Star. 2009-10-04. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-07-17.
- ↑ Кеффер, Лаура. (2024-08-09) Временное правительство Бангладеш приняло присягу. Коммерсантъ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-08-14. ციტირების თარიღი: 2024-08-14
- 1 2 Choudhury, Shahidul (2010-02-18). „Syeda Rizwana Hasan, defender of environment“. New Age. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-23. ციტირების თარიღი: 2010-03-18.
- 1 2 {{{title}}}, გვ. 5.
- ↑ Sarmiento, Christine Joy (2012-07-26). „2012 Ramon Magsaysay Award winners announced“. Asian Journal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-28. ციტირების თარიღი: 2012-08-01. ციტატა: „Syeda Rizwana Hasan, from Bangladesh, is being recognized for 'her uncompromising courage and impassioned leadership in a campaign of judicial activism in Bangladesh that affirms the people's right to a good environment as nothing less than their right to dignity and life.'“Sarmiento, Christine Joy (26 July 2012). . Asian Journal. Archived from the original დაარქივებული 2012-07-28 საიტზე Wayback Machine. on 28 July 2012. Retrieved 1 August 2012.
Syeda Rizwana Hasan, from Bangladesh, is being recognized for 'her uncompromising courage and impassioned leadership in a campaign of judicial activism in Bangladesh that affirms the people’s right to a good environment as nothing less than their right to dignity and life.'
- ↑ „Syeda Rizwana Hasan“. Time. 2009-09-22. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-01. ციტირების თარიღი: 2009-09-22.
- ↑ 2022 International Women of Courage Award. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-09. ციტირების თარიღი: 2022-05-22