რივოლის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაპოლეონი რივოლის ბრძოლაში

რივოლის ბრძოლა — ბრძოლა საფრანგეთისა და ავსტრიის ჯარებს შორის 1797 წლის 13-15 იანვარს სოფ. რივოლის (ვერონის პროვინცია, იტალია) მახლობლად. 1797 წლის იანვარში ავსტრიის არმიამ (სარდალი იოსებ ალვინცი) ფრანგების მიერ ალყაშემორტყმული მანტუის დებლოკირების მიზნით დაიწყო შეტევა მდინარე ადიჯეს გასწვრივ. 13 იანვარს ავსტრიის ჯარებმა გენერალ ბ. ჟუბერის დივიზიას დაახევინეს რივოლის პლატოს ჩრდილოეთი ფერდობისაკენ, რათა შემდეგ ფრონტიდან და ფლანგებიდან 6 კოლონის შეტევით გაენადგურებინათ იგი. რივოლში ჩამოსული გენერალი ნაპოლეონ ბონაპარტი მიხვდა მტრის ჩანაფიქრს და მანტუის მიდამოებიდან ჯარის ნაწილები გამოიხმო. 14 იანვარს ავსტრიის ჯარი დამარცხდა. 15 იანვარს გენერალ ჟუბერისა და გენერალ რეის დივიზიებით დევნილმა ავსტრიის ჯარმა დაიწყო სწრაფი უკანდახევა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]