რივერ პლეიტი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რივერ პლეიტი (ესპ. River Plate) — არგენტინული სპორტული კლუბი ბუენოს-აირესის გარეუბან ნუნიესიდან, სახელწოდება მიენიჭა ბუენოს აირესის დედა მდინარის, რიო-დე-ლა-პლატას ინგლისურენოვანი ვარიანტის მიხედვით. წარმოადგენს პროფესიონალურ საფეხბურთო კლუბს, რომელიც არგენტინის პრიმერა დივიზიონში ასპარეზობს, საშინაო თამაშებს ატარებს სტადიონზე "ესტადიო ანტონიო ვესპუჩიო ლიბერტი" რომელსაც ასევე უწოდებენ "ელ მონუმენტალ".

კლუბს რამდენიმე თიკუნი გააჩნია, ყველაზე პოპულარულებია - "ლოს მილიონარიოსი", "ელ მას გრანდე", "ლა მაკინა".

რივერ პლეიტი არგენტინის ყველაზე წარმატებული და ზოგადად მთელი მსოფლიოს ერთ-ერთი ტიტულოვანი კლუბია. "რივერი" არგენტინის ჩემპიონის ტიტულს 36-ჯერ ფლობდა.

3-ჯერ (1986, 1996 და 2015 წლებში) აქვს მოგებული სამხრეთ ამერიკის მთავარი საკლუბო ტურნირი კოპა ლიბერტადორესი.

1986 წელს მოიპოვა საკონტინეტთაშორისო თასიც, "მილიონარიოსმა" ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი, ბუქარესტის "სტიაუა" დაამარცხა.

ცნობილი ფეხბურთელები, რომლებსაც "რივერ პლეიტში" უთამაშიათ:

  • ბერნაბე ფერეირა
  • ადოლფო პედერნერა
  • ანხელ ლბრუნა
  • ლუის არტიმე
  • დანიელ ონეგა
  • უგო გატი
  • ოსკარ მასი
  • ალეხანდრო საბელია
  • უბალდო ფილოლი
  • რამონ დიასი
  • ამერიკო გალიეგო
  • აბელ ბალბო
  • ოსკარ რუჯერი
  • ნერი პუმპიდო
  • კლაუდიო კანიჯა
  • სერხიო გოიკოეჩეა
  • რობერტო აიალა
  • ხუან პაბლო სორინი
  • მარსელო გალიარდო (კლუბის მთავარი მწვრთნელი 2014 წლის 6 ივნისიდან)
  • არიელ ორტეგა
  • ერნან კრესპო
  • მარსელო სალასი
  • მატიას ალმეიდა
  • პაბლო აიმარი
  • ხავიერ სავიოლა
  • ანდრეს დ'ალესანდრო
  • ფერნანდო კავენაგი
  • მანუელ ლანსისნ

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]