რიგის საარქიეპისკოპოსო
იერსახე
რიგის საარქიეპისკოპოსო — შუა საუკუნეების ლივონიის ერთ-ერთი სასულიერო სამთავრო. შეიქმნა XII საუკუნის ბოლოს როგორც ეპარქია. გერმანელი ჯვაროსნების მიერ დაპყრობილ ლივებისა და ლატგალების მიწაზე. არქიეპისკოპოსის რეზიდენცია თავდაპირველად იყო რიგა (1222-1420 წწ.), შემდეგ - რონენბურგი (რაუნა). XVI საუკუნეში რიგის საარქიეპისკოპოსო საგრძნობლად დასუსტდა, ლივონიის ომის დროს კი, 1563 წელს, საარქიეპისკოოპოსომ შეწყვიტა არსებობა და პოლონეთს შეუერთდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 387.