რიგის მეორე საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რიგის მეორე საყდარი — არქიტექტურული ძეგლი სოფელ კისისხევის სამხრეთით 1,5 კილომეტრზე. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია დასავლეთიდან ეკვრის რამდენიმე ვიწრო და გაცილებით დაბალი მინაშენი. ორივე ნაგებობა რიყის ქვითაა ნაშენი ეკლსიის გარეთა კუთხეები გამოყვანილია შირამის, კარგად გათვლილ კვადრებით, მოგვიანებით აღდგენილი ნაწილები აგურისაა.

ეკლესიას ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდან, მინაშენიდან აქვს. კარი თაღოვანია, აღმოსავლეთით ღრმა, ნახევარწრიული აფსიდია, რომელიც დარბაზისგან მოგვიანებით აგებული აგურის კინკელითაა გამიჯნული. აფსიდის ღერძზე გაჭრილია ვიწრო, შეისრულთაღოვანი სარკმელი. სარკმლის ქვემოთ დგას აგურით ნაწყობი ტრაპეზი, რითიც კანკელის თანადროული ჩანს. აფსიდის გვერდებში მოწყობილია მცირე ზომის ნიშები. ჩრდილოეთით ორი ერთიმეორის ზემოთ, ხოლო სამხრეთით ერთი. ჩრდილოეთით და სამხრეთით მდებარე ნიშა სამკუთხა თაღითაა დასრულებული, ჩრდილოეთით ზედა ნიშა კი კვადატულია. აფსიდი გადახურულია უსწორმასწორო ფორმის კონქით. არაწესიერი ფორმისა კონქის თაღიც. საკურთხევლის სარკმლის გარდა, ეკლესიას კიდევ ორი შეისრულთაღოვანი სარკმელი აშუქებს, რომელთა შორის ერთი ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია, ხოლო მეორე დასავლეთ კედლის შუაშია. დარბაზის სამხრეთთ და ჩრდილოეთ კედლების შუაში გამოყოფილია თითო, მარტივი პილასტრი, რაზეც კამარის შეისრული საბჯენი თაღია გადაყვანილი. მსგავსი ფორმისაა კამარაც.

მინაშენი გეგმით თითქმის კვადრატულია და ეკლესიაზე განიერი თააღითაა მიყრდნობილი. შესასვლელი მასაც დასავლეთიდან აქვს. განათებულია სამი, მცირე ზომის, ოთკუთხა სარკმლით, რომელთა შორის თითო-თითო სამხრეთით და ჩრდილოეთით კედლების დასავლეთ ნაწილშია ერთმანეთის მოპირდაპირედ, ხოლო ერთი დასავლეთით, შესასვლელის თავზე, შიგნით მინაშენი გადახურულია ოდნავ შეისრულია კამარით.

ორივე ნაგებობის ფასადები სადაა, მოკლებულია ყოველგვარ მორთულობას, ეკლსიის დასავლეთით შესასვლელის თავზე მცირე შეღმავებაა, ხოლო გრძივ კედლები, მიწიდან დაახლოებით 2 მეტრი სიმაღლით ზემოთ 10-12 სანტიმეტრით თხელდება, რაც კედლების მთელ სიგრძეზე მცირე საფეხურს წარმოქმნის. ეკლესიას ლავგარდანი ჩამოშლილი აქვს, მინაშენის კედლები კი თაროსებრი ლავგარდნითაა დასრულებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]