რთული სიტყვა
იერსახე
რთული სიტყვა, კომპოზიტი — ორი (ან მეტი) ფუმისაგან (ზოგჯერ სიტყვებისაგან) შედგენილი რთული სიტყვა. კომპოზიტებს აჯგუფებენ შინაარსის, აგებულების (ფორმის) და წარმომავლობის მიხედვით. შინაარსის მიხედვით გვაქვს განსაზღვრებითი კომპოზიტები (მაგალითად, დედაქალაქი, გზატკეცილი, გულთამხილავი) და შეერთებითი კომპოზიტები (და-ძმა, დროდადრო), ფორმის მიხედვით განარჩევენ ძირეულ კომპოზიტებს (ქუჩა-ქუჩა, ძველ-ძველი) და ბრუნვისნიშნიანებს (ვარდისფერი, ერთმანეთი < „ერთმან ერთი“). კომპოზიტები წარმომავლობის მიხედვითაც ორ ძირითად ჯგუფს შეადგენს: ზოგი კომპოზიტი შესიტყვებიდან მომდინარეობს (დისწული < დის წული, ნუგეში < ნუ გეშინის), ხოლო სხვები შექმნილია ენაში არსებული მზა ყალიბის მიხედვით (კუდ-მოკლე, დილ-დილობით).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 611.