რვაობითი თვლის სისტემა
რვაობითი თვლის სისტემა ან თვლის რვაობითი სისტემა — პოზიციური თვლის სისტემა, რომლის ფუძეა 8.
იმისათვის რომ რაიმე რიცხვი წარმოვადგინოთ ორობით სისტემაში, საჭიროა 1-ებისა და 0-ების საკმაოდ დიდი რაოდენობა, მაგ. 9810=11000102. ამიტომ როგორც შესავალში აღვნიშნეთ ორობითი რიცხვების მარტივად ჩაწერის მიზნით შემოღებულია თვლის 8-ობითი და 16-ობითი სისტემები, (გავიხსენოთ, რომ ციფრულ სისტემებში გვაქვს მხოლოდ 1-ები და 0-ები). გარდა ამისა მათ აქვთ სხვა დანიშნულებაც, რაც ძირითადად დაკავშირებულია კომპიუტერის მეხსიერების დამისამართებასთან.
თუ კარგად გავარჩიეთ წინა სტატიები, ძნელი არ არის მივხვდეთ, რომ რვაობით თვლის სიტემაში გავაქვს მხოლოდ 8 ციფრი, ესენია:
ნებისმიერი 10-ობითი რიცხვი წარმოიდგინება ამ 8 ციფრის საშუალებით. მაგალითად, 8-ობითი რიცხვებია:
ერთიდან მეორე სისტემაზე გადასვლის წესები ანალოგიურია 2-ობითი სისტემისა, ოღონდ ცხადია აქ გაყოფა ხდება 8-ზე და წონა არის 8n სადაც n არის ციფრის პოზიცია 8-ობით რიცხვში.
ორობითი რიცხვი 8-ობითში იწერება შემდეგნაირად. ორობითი რიცხვის დაჯგუფება ხდება სამ-სამად და თვითოეული სამეულისთვის იწერება 8-ობითი რიცხვი შესაბამისობის შემდეგი ცხრილის მიხედვით:
08 = 0002 18 = 0012 28 = 0102 38 = 0112 48 = 1002 58 = 1012 68 = 1102 78 = 1112
დაჯგუფება ხდება მარჯვნიდან მარცხნივ. მაგალითად, 011101-ის დაჯგუფებით მივიღებთ:
ე. ი. ჯერ ავიღეთ 101 ჯგუფი და დავწერეთ მისი შესაბამისი რვაობითი რიცხვი 5, შემდეგ ავიღეთ 011 და დავწერეთ 3 (ვიყენებთ ზემოთ მოცემულ ცხრილს). ასევე, 1001011012-სათვის
თუ ციფრების რაოდენობა ისეთია, რომ არ ხერხდება დაჯგუფება სამად, მაშინ მარცხნიდან ემატება ციფრი 0, სანამ არ შეივსება სამ ციფრამდე: მაგალითად