რეჯინალდ ოლდუორთ დეილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეჯინალდ ოლდუორთ დეილი
ინგლ. Reginald Aldworth Daly
დაბ. თარიღი 18 მარტი, 1871(1871-03-18)[1]
დაბ. ადგილი გრეიტერ-ნაპანი
გარდ. თარიღი 19 სექტემბერი, 1957(1957-09-19)[1] [2] [3] (86 წლის)
გარდ. ადგილი კემბრიჯი
მოქალაქეობა კანადა
აშშ
საქმიანობა გეოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ჰარვარდის უნივერსიტეტი და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი ჰარვარდის უნივერსიტეტი
ჯილდოები პენროუზის მედალი[4] , უილიამ ბოუის მედალი[5] , ჰეიდენის მემორიალური გეოლოგიური პრემია, Silliman Memorial Lectures და უოლასტონის მედალი[6]

რეჯინალდ ოლდუორთ დეილი (ინგლ. Reginald Aldworth Daly; დ. 18 მარტი, 1871 — გ. 19 სექტემბერი, 1957) — კანადელ-ამერიკელი გეოლოგი და პეტროგრაფი. 1893 წელს დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (1907-1912) და ჰარვარდის უნივერსიტეტის (1912-1942) პროფესორი. ამერიკის გეოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტი (1932 წლიდან). შეისწავლა მაგმური ქანები, გამოითვალა მათი მთავარი ტიპების საშუალო ქიმიური შედგენილობა. შეიმუშავა ჰიპოთეზა კირქვების როლის შესახებ ტუტე ქანების წარმოქმნის პროცესში. ასაბუთებდა მოსაზრებას ბათოლითის წარმოქმნის შესახებ დედამიწის ქერქში მაგმის შეჭრისა და ქერქის ჩაქცევა-გადალღობის შედეგად; წამოაყენა ჰიპოთეზა დედამიწის ქერქის მობილური უბნების დაძირვის შესახებ ნაკლებად მკვრივ ასთენოსფეროში და ამ პროცესს ქერქის ზედა ნაწილებში ნაოჭა სტრუქტრების წარმოქმნა დაუკავშირა. დეილის ეკუთვნის მოსაზრება ბიოქიმიური პროცესების შედეგად ზღვის წყლის შედგენილობის ცვალებადობის შესახებ დედამიწის განვითარების ისტორიაში. დეილიმ შეიმუშავა ოკეანის დონის ევსტატიკური რყევების თეორია. 1929 წელს აირჩიეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდეტად.

პენროუზის (1935), უოლასტონისა (1942) და უილიამ ბოუის (1946) მედლების მფლობელი. მისი სახელობისაა კრატერი მარსსა და მთვარეზე. რეჯინალდ ოლდუორთ დეილის ისტორიული სახლი ამჟამად აშშ-ის ეროვნული ისტორიული ძეგლია.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Architecture of the earth, N. Y. — L., 1938;
  • The floor of the ocean, 2 ed., Chapel Hill, 1945.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]