რეტნო მარსუდი
| რეტნო მარსუდი | |
| ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრი | |
|---|---|
| ამჟამინდელი თანამდებობა | |
| დაიკავა | 27 ოქტომბერი, 2014 |
| პრეზიდენტი | ჯოკო ვიდოდო |
| წინამორბედი | მარტი ნატალეგავა |
ინდონეზიის ელჩი ნიდერლანდებში | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 13 იანვარი, 2012 – 16 იანვარი, 2015 | |
| პრეზიდენტი | სუსილო ბამბანგ იოდჰოიონო |
ინდონეზიის ელჩი ნორვეგიაში | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 2005 – 2008 | |
| პრეზიდენტი | სუსილო ბამბანგ იოდჰოიონო |
ინდონეზიის ელჩი ისლანდიაში | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 2005 – 2008 | |
| პრეზიდენტი | სუსილო ბამბანგ იოდჰოიონო |
| დაბადებული | 27 ნოემბერი, 1962 სამარანგი, ცენტრალური იავა, ინდონეზია |
| მეუღლე | აგუს მარსუდი |
| შვილები | 2 |
| განათლება | გაჯა-მადის უნივერსიტეტი |
რეტნო ლესტარი პრიანსარი მარსუდი (ინდონ. Retno Lestari Priansari Marsudi), უმეტესად ცნობილია, როგორც რეტნო მარსუდი (ინდონ. Retno Marsudi) (დ. 27 ნოემბერი, 1962, სამარანგი, ცენტრალური იავა, ინდონეზია) — ინდონეზიელი დიპლომატი, საგარეო საქმეთა მინისტრი 2014 წლიდან[1]. პირველი ქალი საგარეო საქმეთა მინისტრი ინდონეზიის ისტორიაში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეტნო მარსუდი დაიბადა 1962 წლის 27 ნოემბერს სამარანგში[2]. დაამთავრა სამარანგის № 3 საშუალო სკოლა. 1985 წელს დაასრულა ჯოკიაკარტაში მდებარე გაჯა-მადის უნივერსიტეტი[3]. სწავლა განაგრძო ჰააგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში ევროკავშირის სამართლის სპეციალობით[4].
1990-იან წლებში მუშაობდა ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 1997-2001 წლებში მარსუდი ჰააგაში ინდონეზიის საელჩოში ეკონომიკის სფეროს მდივნად მუშაობდა. 2001 წელს დანიშნეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ამერიკის დეპარტამენტის დირექტორად[3], 2003 წელს დასავლეთ ევროპის დეპარტამენტის დირექტორად[5].
2005 წელს მარსუდი ვანიშნეს ინდონეზიის ელჩად ნორვეგიასა და ისლანდიაში[3]. 2011 წლის დეკემბერში ნორვეგიის მეფემ დააჯილდოვა დამსახურების ორდენით. იგი გახდა ამ ორდენის პირველი ინდონეზიელი მფლობელი[1].
ოსლოდან დაბრუნების შემდეგ მარსუდი მცირე დროით კვლავ ევროპისა და ამერიკის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა[3]. 2012 წელს იგი ნიდერლანდებში ინდონეზიის ელჩად დანიშნეს[3]. 2014 წლის 27 ოქტომბრიდან პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა[6].
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეტნო მარსუდის ქმარია არქიტექტორი აგუს მარსუდი. მათ ჰყავთ ორი გოგო დოტა და ბაგასი[4].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Retno Marsudi, Menlu Perempuan Pertama Indonesia Indonesia. Bisnis.com (26 Oktober 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-11. ციტირების თარიღი: 26 Oktober 2014.
- ↑ Profil Singkat Menteri Luar Negeri Retno Marsudi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-28. ციტირების თარიღი: 2018-03-08.
- 1 2 3 4 5 Retno Marsudi named foreign affairs minister Retno Marsudi named foreign affairs minister Indonesia. Antara (26 Oktober 2014). ციტირების თარიღი: 26 Oktober 2014.
- 1 2 Mengenal Retno Marsudi, menlu perempuan pertama Indonesia Indonesia. Merdeka.com (26 Oktober 2014). ციტირების თარიღი: 26 Oktober 2014.
- ↑ Menlu Retno Marsudi Sudah Siapkan Program Kerja Indonesia. Kompas (26 Oktober 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-20. ციტირების თარიღი: 26 Oktober 2014.
- ↑ Joko Widodo appoints Indonesia's first female foreign minister, Retno Marsudi | World news | The Guardian