რეტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეტბა
Retba; Lac Rose
რეტბა
რეტბა
კოორდინატები: 14°50′18″ ჩ. გ. 17°14′41″ დ. გ. / 14.8383389° ჩ. გ. 17.2448222° დ. გ. / 14.8383389; -17.2448222
მდებარეობა მწვანე კონცხის ნახევარკუნძული, სენეგალის დროშა სენეგალი
ფართობი 3 კმ²
მაქსიმალური სიღრმე
მარილიანობა 40 
რეტბა — სენეგალი
რეტბა
მედიაფაილები ვიკისაწყობში

რეტბა ან ვარდისფერი ტბა (ფრანგ. Lac Rose; ინგლ. Retba) — მლაშე ტბა სენეგალში, მწვანე კონცხის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით, დაკარის ჩრდილო-აღმოსავლეთით[1]. მისი ფართობი 3კმ²-ს შეადგენს, ხოლო მაქსიმალური სიღრმე 3 მეტრია. ტბას ეს სახელი წყლის ვარდისფერი შეფერილობის გამო ეწოდა, რაც წყალმცენარე მლაშე დუნალიელას და ჰალოფილური არქეების არსებობითაა განპირობებული. წყალმცენარე მლაშე დუნალიელა გამოყოფს წითელ პიგმენტს, რადგან იგი სინათლის შთანთქმაში ეხმარება და აწვდის ენერგიას, რომ წარმოქმნას ადენოზინტრიფოსფორმჟავა[2] [3]. წყლის ფერი მკვეთრად შეიმჩნევა მშრალი სეზონის განმავლობაში (ნოემბრიდან ივნისამდე), ხოლო ნაკლებად ხილულია წვიმიანი სეზონის დროს — ივლისიდან ოქტომბრამდე.

მარილიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარილის მოპოვება

რეტბა ცნობილია მარილის დიდი მარაგით, ვინაიდან წყალში მარილის შემცველობა ზოგიერთ ადგილას 40 პრომილეს აღემატება. ეს ფაქტი გამოწვეულია იმით, რომ ტბაში აღწევს დიდი რაოდენობით ზღვის წყალი, რომელიც შემდეგ ორთქლდება, რის შედეგადაც რჩება მარილი. მკვდარი ზღვის მსგავსად, რეტბა ტივტივადობით გამოირჩევა და ადამიანებს შეუძლიათ ტივტივი[4][1][5].

რეტბიდან მოპოვებული მარილი ექსპორტზე გადის მთელს რეგიონში. მას იყენებენ სენეგალელი მეთევზეები, იმისთვის, რომ თევზი უკეთესად იყოს შენახული. ასევე, იგი მრავალი ეროვნული კერძის კომპონენტს წარმოადგენს[4][6].

რეტბაში არსებული თევზები ადაპტირებულნი არიან წყლის მარილიანობაზე[7] , მაგრამ წყალში მარილის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო, ისინი ნორმალურ პირობებში მცხოვრებ თევზებთან შედარებით ზომით 4-ჯერ მცირენი არიან[8].

უსაფრთხოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეტბაში ბანაობა 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში არ არის ნებადართული, ვინაიდან იგი იწვევს კანის დამწვრობას. იმის გამო, რომ სენეგალელებს მარილის მოპოვებისთვის წყალში 6-7 საათით ყოფნა სჭირდებათ, ისინი თხილის კარაქს ამზადებენ, რადგან მისი საშუალებით თავიდან იცილებენ დამწვრობის საშიშროებას.

მსოფლიო მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუნესკო რეტბას განიხილავს, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 http://www.bbc.com/news/world-africa-23759547
  2. 05/06/2012 11:08 Updated: 05/06/2012 11:10  . Lake Retba In Senegal Looks Like A Giant Strawberry Milkshake. Huffingtonpost.co.uk. ციტირების თარიღი: 2013-05-23.
  3. http://www.lakeretba.com/
  4. 4.0 4.1 Handayani, Wuri; Tasya Paramitha. Danau Pink, Sensasi Wisata Apung di Senegal Indonesian. VIVAnews. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 აგვისტო 2012. ციტირების თარიღი: 19 June 2012.
  5. Lake Retba. Atlas Obscura. ციტირების თარიღი: 2013-05-23.
  6. http://online.wsj.com/news/articles/SB10001424052702303824204579423691350888338
  7. http://www.amnh.org/exhibitions/past-exhibitions/water-h2o-life/life-in-water/surviving-in-salt-water
  8. http://www.sciencephoto.com/media/409080/view