რესპუბლიკის დღე (იტალია)

იტალიის რესპუბლიკად გამოცხადების დღე (იტალ. Festa della Repubblica Italiana) — იტალიის ეროვნული დღესასწაული, დაფუძნებული იტალიის რესპუბლიკის გამოცხადების პატივსაცემად. იგი აღინიშნება ყოველწლიურად 2 ივნისს და არის ძირითადი დღესასწაული, რომელიც ტარდება რომში. ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია იტალიელი ქალებისთვის, რადგან მათ პირველად მიეცათ ოფიციალურად ხმის მიცემის უფლება.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1946 წლის 2 და 3 ივნისს იტალიაში ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც იტალიელებს უნდა აერჩიათ სახელმწიფო მმართველობის ფორმა - რესპუბლიკა ან მონარქია. რეფერენდუმი ჩატარდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან, ფაშიზმის და დიქტატურის დამხობიდან ერთი წლის შემდეგ. სამეფო ოჯახის წევრები გააძევეს ქვეყნიდან, მათი ფაშისტური რეჟიმთან კავშირის გამო. ეს იყო იტალიაში პირველი საყოველთაო ოფიციალური კენჭისყრა. დაახლოებით 60 % ხმა მოდიოდა რესპუბლიკაზე, რაც ნიშნავდა, რომ იტალიელებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს უარი ეთქვათ მონარქიაზე. რეფერენდუმის შედეგი ოფიციალურად დამტკიცდა 1946 წლის 18 ივნისს, როდესაც უზენაესმა სასამართლომ გამოაცხადა იტალიის რესპუბლიკის დაბადება.[1]
დღესასწაულის ცერემონია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოფიციალური დღესასწაულის ცერემონია მოიცავს ეროვნული დროშის აღმართვას, ეროვნული ძეგლის წინ და გვირგვინის დადებას „უცნობი ჯარისკაცის“ ძეგლთან რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ, უმაღლესი სახელმწიფო მოხელეების თანდასწრებით. ჰიმნის შესრულების შემდეგ, რომის ცაზე გაივლის „ევროფაიტერები“, რომლებიც ჰაერში აფრქვევენ იტალიის დროშის ფერებს. ოფიციალური დღესასწაულები ტარდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მთელ მსოფლიოში იტალიის საელჩოები აწყობენ ცერემონიებს, რომელზეც მიიწვევენ სახელმწიფოს მეთაურებს.[2]
სამხედრო აღლუმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხედრო აღლუმში მონაწილეობს ქვეყნის ყველა შეიარაღებული ძალა, რესპუბლიკის, ეროვნული სახანძრო სამსახურის, სამოქალაქო თავდაცვისა და იტალიის წითელი ჯვრის ძალები. პირველად, სამხედრო აღლუმი შევიდა ოფიციალური ცერემონიების წესრიგში 1950 წელს. სამხედრო აღლუმში მონაწილეობს გაეროს, ნატოს, ევროკავშირის წარმომადგენლები.[3]
თემატიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღლუმს ყოველწლიურად სხვადასხვა თემატიკა აქვს:
- 2003 წელს — „შეიარაღებული ძალები საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში ხალხთა მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისთვის“.
- 2004 წელს — „სამშობლოს შეიარაღებული ძალები“.
- 2010 წელს — წლისთავი: „რესპუბლიკა და მისი შეიარაღებული ძალები მონაწილეობენ იტალიის სამშვიდობო მისიებში“.
- 2011 წელს — „იტალიის გაერთიანების 150 წლისთავი“.
- 2012 წელს — აღლუმი მიეძღვნა ემილიაში მიწისძვრის მსხვერპლს.
- 2013 წელს — აღლუმი მიეძღვნა რთულ ვითარებაში მყოფი ოჯახების და ფირმების „სოციალურ საკითხს“.
- 2014 წელს — აღლუმი მიეძღვნა ევროპის საბჭოს იტალიის პრეზიდენტობის სემესტრის დაწყებას.
- 2015 წელს — აღლუმი მიეძღვნა დიდი ომის ასწლეულს.
- 2024 წელს — აღლუმის თემა: „რესპუბლიკის დასაცავად. სამშობლოს სამსახურში“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Bartolotta, Francesco (1971). Parlamenti e Governi d'Italia dal 1848 al 1970 (it). Vito Bianco Editore. თარგი:No ISBN
- Bazzano, Nicoletta (2011). Donna Italia. L'allegoria della Penisola dall'antichità ai giorni nostri (it). Angelo Colla Editore.
- Baquiast, Paul; Dupuy, Emmanuel; Ridolfi, Maurizio (2007) L'idée républicaine en Europe (xviiie – xxie siècle): histoire et pensée universelle, Europe - La République universelle (fr). L'Harmattan. ISBN 978-2296027954.
- Nohlen, Dieter; Stöver, Philip (2010) Elections in Europe: A data handboo. Nomos Verlagsgesellschaft Mbh & Co. ISBN 978-3-8329-5609-7.
- Dreyfus, Michel (2000). „Carlo Rosselli, les néo-socialistes et la crise du socialisme international“. Matériaux pour l'histoire de notre temps (ფრანგული). 57 (57): 22–28. doi:10.3406/mat.2000.404234.
- Foro, Philippe (2006). L'Italie fasciste (fr). Éditions Armand Colin. ISBN 978-2200269944.
- Garrone, Alessandro Galante (1973). I radicali in Italia (1849-1925) (it). Garzanti. თარგი:No ISBN
- Guichonnet, Paul (1975). Histoire de l'Italie (fr). Presses universitaires de France. თარგი:No ISBN
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Архівована копія. ციტირების თარიღი: 25 жовтня 2016.
- ↑ Архівована копія. ციტირების თარიღი: 25 жовтня 2016.
- ↑ Архівована копія. ციტირების თარიღი: 25 жовтня 2016.