რესპუბლიკის დღე (თურქეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
29 ოქტომბრის რესპუბლიკის დღე
29 Ekim Cumhuriyet Bayramı
რესპუბლიკის დღე (თურქეთი) ფოტოსურათი
თურქეთის რესპუბლიკის მე-10 წლისთავი (1933 წლის 29 ოქტომბერი)
ოფიციალურად 29 ოქტომბრის რესპუბლიკის დღე
დაწესდა ახალი რესპუბლიკის გამოცხადებსთან დაკავშირებით ათათურქის მიერ 1925 წელს
აღნიშნავენ თურქეთის დროშა თურქეთი
ჩრდილოეთი კვიპროსის თურქული რესპუბლიკის დროშა ჩრდილოეთი კვიპროსი
თარიღი 29 ოქტომბერი
ზეიმობა აღლუმი, ოფიციალური მიღება

რესპუბლიკის დღე (თურქ. Cumhuriyet Bayramı) — თურქეთის დიდი ეროვნული კრების მიერ, 1923 წლის 29 ოქტომბერს რესპუბლიკის გამოცხადების აღსანიშნავად, ყოველი წლის 29 ოქტომბერს თურქეთში და ჩრდილოეთ კვიპროსში[1] გამართული ეროვნული დღესასწაულია.

იმ ქვეყნებში, სადაც რესპუბლიკის დღე აღინიშნება, 28 ოქტომბერის 12 საათიდან და 29 ოქტომბერი სრული დღე ოფიციალური დღესასწაულია და უქმე დღეა. 29 ოქტომბერს სტადიონებზე ტარდება სხვადასხვა ფესტივალები, საღამოს ტრადიციულად იმართება ფეირვერკით შოუ.

1933 წლის 29 ოქტომბერს, თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელი, მუსტაფა ქემალ ათათურქის, რესპუბლიკის მეათე საიუბილეო ზეიმზე სიტყვით გამოსვლის დროს, მან ეს დღე ყველაზე დიდ დღესასწაულად გამოაცხადა.

რესპუბლიკის გამოცხადებამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსმალეთის იმპერია თავისი არსებობის 624 წლის განმავლობაში 36 სულთანი მართავდა. სულთანი, მეფე, შაჰი, იმპერატორი, ფადიშაჰი, იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც მართავდა ქვეყანას, აბსოლუტური მონარქიის სისტემით. აბსოლუტური მონარქიის დროს მთლიანი ძალაუფლება უპირობოდ ერთი ადამიანის ხელშია მოქცეული.

აბსოლუტურ მონარქს ხალხის მართავაში დასახმარებლად შეიქმნა პარლამენტი. პარლამენტის წევრები ხალხის სურვილს აცნობდნენ მმართველს და ამზადებდნენ კანონპროექტებს. ეს კანონპროექტები მმართველის მიერ დადასტურების შემთხვევაში კანონის ძალას იძენდა. მმართველობის ამ ფორმას „კონსტიტუციონალზმი“ ჰქვია. პარლამენტის როლი მონარქიის დროს შეიძლება იყოს სიმბოლურ დონეზე, ხოლო რესპუბლიკის შემთხვევაში უფრო ფართოა. ოსმალეთის იმპერიაში, 1876 და 1908 წლებში, კონსტიტუციური მონარქია ორჯერ გამოცხადდა.

მეორე კონსტიტუციური ერის გამოცხადებიდან 6 წლის შემდეგ, 1914 წელს პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. ოთხწლიანი ომის შედეგად, ოსმალეთის იმპერიის მოკავშირეებმა დამარცხდნენ და ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიის ოკუპაცია დაიწყო ისეთი ქვეყნების მიერ, როგორიცაა ინგლისი, საბერძნეთი, საფრანგეთი და იტალია.

რესპუბლიკის გამოცხადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ათათურქი 1936 წლის 29 ოქტომბერს, რესპუბლიკის დღეს პარლამენტში მიმავალი.

1919 წლის 19 მაისს, მუსტაფა ქემალ-ფაშა ოსმალეთის სახელმწიფოს მთავრობის მიერ, რეგიონში წესრიგის აღდგენის მიზნით, გემით სამსუნში გაიგზავნა. ქვეყნის უმეტეს პროვინციებში კონფერენციები ჩატარდა და ითქვა, რომ: „არსებობს მხოლოდ ერთი წესი, ეს არის ეროვნული თავისუფლება. ეროვნულ თავისუფლებას მარტო ერის ნება გადაარჩენს.“ ამ პრინციპით თითოეული პროვინციის წარმომადგენლის დასწრებით, 1920 წლის 23 აპრილს შეიკრიბა დიდი ეროვნული კრება ანკარაში. ასამბლეამ მუსტაფა ქემალ-ფაშა „ასამბლეის თავმჯდომარედ“ აირჩია. მუსტაფა ქემალ-ფაშის ხელმძღვანელობით, დიდმა ეროვნულმა კრებამ, დაიწყო ომი დამოუკიდებლობისთვის. ხალხი და რეგულარული არმია ერთად იბრძოდნენ მტრის წინააღმდეგ.

დამოუკიდებლობისთვის ომში გამარჯვების შემდეგ, 1922 წლის 1 ნოემბერს, თდეა-მ ოსმალეთის სასულთნო გააუქმა, ხოლო ოსმალეთის იმპერიის ბოლო სულთანი მეჰმედ ვაჰედეთინი მოღალატედ გამოცხადდა და ქვეყანა დატოვა.

1923 წლის 24 ივლისს, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, ლოზანის უნივერსიტეტში, თურქეთის დიდი ეროვნული კრების წარმომადგენლები და დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, საბერძნეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, პორტუგალიის, ბელგიის, საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის წარმომადგენლები ხელი მოაწერეს ლოზანის სამშვიდობო ხელშეკრულებას. ამ ხელშეკრულებამ საფუძველი ჩაუყარა ახალ სახელმწიფოს, მაგრამ არ განუსაზღვრავს სახელმწიფოს მმართველობის ფორმა.

მეორე მოწვევის დიდმა ეროვნულმა კრებამ პირველი სხდომა 11 აგვისტოს გამართა და 13 ოქტომბერს ანკარა დედაქალაქად გამოცხადდა. ზუსტად ამ ეპოქაში ათათურქმა გადაწყვიტა ჩამოეყალიბებინა სისტემა, რომელიც ეფუძნება ერის სუვერენიტეტს, ხოლო შემდეგ მან დაიწყო მზადება რესპუბლიკის გამოცხადებისთვის. ათათურქმა 28 ოქტომბრის საღამოს მოიწვია ახლო მეგობრები ვახშამზე, სადაც თქვა, რომ „ხვალ, ჩვენ ვაცხადებთ რესპუბლიკას“.

29 ოქტომბერს, ათათურქმა მის მიერ შემუშავებული „რესპუბლიკის“ შესახებ კანონპროექტი, დეპუტატებთან კონსულტაციების შემდეგ, ეროვნულ ასამბლეას წარუდგინა. პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია და ამით თურქეთის სახელმწიფოს მართვის ახალი ფორმატი რესპუბლიკა გახდა, ახალი სახელი კი „თურქეთის რესპუბლიკა“. ხოლო ათათურქი თურქეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა.

რესპუბლიკაში, როგორც ათათურქმა აღნიშნა, სუვერენიტეტი უპირობოდ ეკუთვნის ერს. ერი, თავისი მართვის უფლებამოსილებას იყენებს, მათი წარმომადგენლების მეშვეობით. რესპუბლიკის დროს, მოქალაქეს აქვს უფლება აირჩიოს და არჩეული იყოს.

დღესასწაულად გამოცხადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით აღლუმი სტამბოლში, 2023

1923 წლის 29 ოქტომბერს, პარლამენტმა ქვეყნის ძირითადი კანონი (1921 წლის კონსტიტუცია) მიიღო და მთავრობამ გამოაცხადა რესპუბლიკა მმართველობის ფორმად. 1924 წელს, ფესტივალით აღენიშნა რესპუბლიკის გამოცხადება.

1925 წლის 2 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრომ წინადადებით გამოვიდა, სადაც 29 ოქტომბერი ოფიციალურ დღესასწაულად შესთავაზა.[2] ეს წინადადება 18 აპრილს, პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიის მიერ განეხილა და გადაწყდა. ხოლო მეორე დღეს, 19 აპრილს, 628 ნომრიანი კანონით, 29 ოქტომბერი ოფიციალურად რესპუბლიკის დღედ გამოცხადდა.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Resmi Tatil Günleri. K.K.T.C. Başbakanlık Personel Dairesi Müdürlüğü. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-10. ციტირების თარიღი: 2015-05-10.
  2. Samsun'un "Gazi Günü" ya da 19 Mayıs Bayramı დაარქივებული 2011-12-10 საიტზე Wayback Machine. Atatürk Araştırma Merkezi Başkanlığı. Kasım 17, 2010 tarihinde erişilmiştir.
  3. 628 numaralı kanun metni დაარქივებული 2009-01-08 საიტზე Wayback Machine. Kasım 17, 2010 tarihinde erişilmiştir.