რესის წმინდა ბასილის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რესის წმინდა ბასილის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ რესში, სოფლის განაპირას, მთის ფერდობზე. აგებულია XVIII-XIX საუკუნეებში

ეკლესია გეგმით სწორკუთხაა (3,6x4 მ), უაფსიდო. ნაგებია ფიქალის ქვით. შესასვლელი სამხრეთიდან კედლის შუა ნაწილშია გაჭრილი. აღმოსავლეთის კედლის ღერძზე და ჩრდილოეთის კედლის დასავლეთ ნაწილში მცირე ზომის ნიშია. ჩრდილოეთის ნიშის ქვემოთ, ორ ლოდზე ფიქალის ბრტყელი ქვა ძევს. სამხრეთის კედელში, კარის აღმოსავლეთით გაჭრილია ეკლესიის ერთადერთი სწორკუთხა სარკმელი, რომელიც ინტერიერისაკენ ოდნავ ფართოვდება. სარკმელში ხის გისოსია ჩადგმული. სამხრეთის ფასადზე კარის დასავლეთით, მცირე ნიშია. ფასადზე შემორჩენილია ნალესის კვალი. ეკლესიას თუნუქის ორფერდა სახურავი აქვს. თავდაპირველად გადახურული იყო ფიქალის დიდი ფილებით. ეკლესიას შემოვლბული აქვს ფიქალის ქვით ნაშენი დაბალი გალავანი. გალავნის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მოწყობილია ქვის ჩამოსაჯდომი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 19718