რეპლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რეპლიკა დრამატურგიაში (იტალ. replica < ლათ. replico - ვუხსნი, ვპასუხობ). დრამატული ნაწარმოების დიალოგის ელემენტი, მოქმედი პირის პასუხი. რეპლიკას უწოდებენ ასევე ბოლო ფრაზას, რომელსაც მოჰყვება სხვისი პასუხი. აქტის ბოლოს რეპლიკას ეკისრება ან მოქმედების შეჯამება, ან მოქმედების შემდგომი განვითარების მონიშვნა.

XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისის ფსიქოლოგიურ , სიმბოლისტურ, იმპრესიონისტულ დრამატუგიაში გაიზარდა რეპლიკის, როგორც ფსიქოლოგიური იმპულსის როლი და სათანადოდ დაიხვეწა მისი აზრობრივი და სტილისტური მხარე.