რენუ კუშავაჰა
| რენუ კუშავაჰა | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 1979 |
| დაბადების ადგილი | Samastipur |
| მოქალაქეობა |
|
რენუ კუშავაჰა — ინდოელი პოლიტიკოსი ბიჰარიდან, „რაშტრია ჯანატა დალის“ ლიდერი[1][2] და ბიჰარის ყოფილი შტატის მინისტრი. იგი წარმოშობით ხაგარიადან არის.[3] წარსულში იგი დაკავშირებული იყო რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასთან, დაწყებული სამატა პარტიიდან (რომელსაც ახლა მისი პრეზიდენტი უდაი მანდალი ხელმძღვანელობს)[4] და ჯანატა დალიდან, დამთავრებული ბჰარატია ჯანატა პარტიით.[5][6][7] 2015 წელს მან კენჭი იყარა სამასტიპურის ასამბლეის ადგილიდან „BJP“-ის ბილეთით, სადაც დამარცხდა „RJD“-ის კანდიდატთან.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუშავაჰა დაიბადა სამასტიპურში, 1962 წელს.[8][9] მისი მეუღლეა ვიჯაი კუმარ სინგჰი, რომელიც ასევე პოლიტიკოსია და ბჰარატია ჯანატა პარტიის (BJP) მიმდევარია.
კუშავაჰა კენჭს იყრიდა ბიჰარის შტატის ასამბლეის არჩევნებში 2010 წელს.[8] ის აირჩიეს ბიჰარის საკანონმდებლო ასამბლეის წევრად ბიჰარიგანჯის ოლქიდან, მადჰეპურის რაიონში.[10] მოგვიანებით, იგი დაინიშნა კაბინეტის მინისტრად ბიჰარის მთავრობაში, რომელსაც ნიტიშ კუმარი ხელმძღვანელობდა, როგორც მთავარი მინისტრი. მას ეკავა მრეწველობისა და კატასტროფების მართვის პორტფელი და იყო ერთადერთი ქალი მინისტრი კაბინეტში.[9][11] 2014 წელს მისი ვაჟი, ვიპინ კუმარი, გაიტაცეს ორმოცდაათი ლაქის გამოსასყიდის მოთხოვნით და გატაცებიდან გარკვეული დროის შემდეგ მოკლეს.[12]
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში, რენუ კუშავაჰა სამჯერ იყო არჩეული შტატის საკანონმდებლო ასამბლეის წევრად (MLA) და ერთხელ პარლამენტის წევრად (MP). ამ მნიშვნელოვანი მიღწევების გარდა, იგი ორჯერ იყო დანიშნული კაბინეტის მინისტრად ბიჰარის მთავრობაში, რომელსაც ნიტიშ კუმარი ხელმძღვანელობდა. მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი იყო 1999 წლის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც ის, როგორც ჯანატა დალი პარტიის წარმომადგენელი, ხაგარიას ოლქშიოლქში დაუპირისპირდა ნაიანა რანას, რაშტრია ჯანატა დალის ვეტერანის, რანას მეუღლეს. რენუ კუშავაჰამ ამ დაპირისპირებაში გამარჯვება მოიპოვა, მოწინააღმდეგე 31,822 ხმით დაამარცხა, რაც მის ძლიერ პოლიტიკურ გავლენაზე მიუთითებს.
მიუხედავად იმისა, რომ რენუ 2004 წლის არჩევნებში „RJD“-ის წარმომადგენელ რანასთან დამარცხდა, მანამდე, 2005 წლის თებერვალში, რენუმ „JDU“-ის ბილეთით, მადჰეპურის უდკიშუნგანჯის ასამბლეის ოლქში დაამარცხა „RJD“-ის გავლენიანი ფიგურა და მაშინდელი შტატის მინისტრი რავინდრა ჩარან იადავი. რენუ კუშავაჰამ კვლავ გაიმარჯვა 2005 წლის ნოემბერში გამართულ შუალედურ არჩევნებში. 2009 წელს ის გახდა სოფლის მეურნეობის მინისტრი ბიჰარის მთავრობაში. ამის შემდეგ, 2010 წელს, ახალი ასამბლეის დელიმიტაციის შემდეგ, მან კენჭი იყარა ბიჰარიგანჯიდან. ამჯერად ბედის ხელშეწყობით, რენუმ დაამარცხა ვეტერანი პაპუ იადავის მეუღლე, რანჯიტ რანჯანი. ამის შემდეგ იგი დაინიშნა მრეწველობისა და კატასტროფების მართვის მინისტრად. თუმცა, მას შემდეგ რაც მისმა მეუღლემ, ვიჯაი კუმარ სინგჰმა, 2014 წელს „BJP“-ში გადაინაცვლა, რენუ „JDU“-დან გადადგა და „BJP“-ს შეუერთდა.
2014 წლის ლოკ საბჰას არჩევნებში ვიჯაი კუმარ სინგჰმა კენჭი იყარა „BJP“-ის ბილეთით მადჰეპურას ოლქიდან, თუმცა მარცხი განიცადა. 2019 წელს რენუ კუშავაჰა ბჰარატია ჯანატა პარტიიდან გადადგა, რადგან მან უარი მიიღო ლოკ საბჰას ბილეთზე ხაგარიადან.[13][14] მისი გადადგომა „JDU“-დან „BJP“-ში გაწევრიანების მიზნით, გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ მანამდე ის, „JDU“-მ პარტიის საწინააღმდეგო საქმიანობისთვის გარიცხა ოთხ სხვა საკანონმდებლო ორგანოს წევრთან ერთად, (შეუჩერა წევრობა).[15] მოგვიანებით, იგი შეუერთდა ლოკ ჯანშაქტი პარტიას და 2024 წლის აპრილში იქიდანაც გადადგა.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 LJPR को बड़ा झटका, रेणु कुशवाहा-रवींद्र सिंह सहित कई नेताओं ने छोड़ा चिराग का साथ, पैसा लेकर टिकट बेचने का लगाया आरोप - Renu Kushwaha And Ravindra Singh. ციტირების თარიღი: 3 April 2024.
- ↑ All eyes on 4 seats in Khagaria district. N P Thakur. The Times of India (30 October 2020). ციტირების თარიღი: 1 November 2020.
- ↑ Bihar Elections: BJP leaders hitting out at LJP due to pressure from Nitish Kumar, says Chirag Paswan. ციტირების თარიღი: 2020-12-04
- ↑ Samata Party to move Delhi HC against Thackeray faction's 'flaming torch' en (2022-10-14). ციტირების თარიღი: 2022-11-26
- ↑ पांच सालों में 169 फीसदी बढ़ी LJP उम्मीदवार रेणु कुमारी की संपत्ति, गाड़ी और गहनों पर खर्च किए 24.5 लाख रुपये. ციტატა: „translation : Renu Kumari has also been an MLA from JDU. In 1999, she also reached Parliament after winning the Lok Sabha elections from Khagaria on a Samata Party ticket“ ციტირების თარიღი: 2020-12-04
- ↑ Renu Kumari Singh Lok Sabha Profile. Lok Sabha. ციტირების თარიღი: 1 June 2016.
- ↑ Partywise Comparison since 1977 Khagaria Parliamentary Constituency. Election Commission of India. ციტირების თარიღი: 1 June 2016.
- ↑ 8.0 8.1 Nomination paper affidavit - Bihariganj (28 September 2010). ციტირების თარიღი: 6 February 2022
- ↑ 9.0 9.1 „Husband joins BJP, minister Renu Kushwaha sends resignation letter to Nitish Kumar“. The Economic Times. 10 April 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 March 2022. ციტირების თარიღი: 16 October 2015.
- ↑ „Bihar minister Renu Kushwaha resigns, likely to join BJP“. firstpost. 11 March 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 March 2022. ციტირების თარიღი: 2020-12-04.
- ↑ Bihar Leader's Abducted Son Killed. The New Indian Express (2014-04-19). ციტირების თარიღი: 2015-09-26
- ↑ „Kushwaha's son killed after Abduction“. Bihar Prabha. 19 April 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 December 2020. ციტირების თარიღი: 15 October 2015.
- ↑ Lok Sabha elections 2019: Renu Kushwaha's resignation heats up politics. ციტირების თარიღი: 2020-12-04
- ↑ Member of Lok Sabha. ციტირების თარიღი: 2020-12-04
- ↑ „Suspended JDU MLA approaches the court“. Economic Times. 16 June 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 March 2022. ციტირების თარიღი: 2020-12-04.