შინაარსზე გადასვლა

რენტგენოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რენტგენოგრაფიამედიცინაში, რენტგენოლოგიური გამოკვლევა, რომლის დროსაც ობიექტის რენტგენულ გამოსახულებას (რენტგენოგრამას) ღებულობენ ფოტოფირზე; რენტგენოდიაგნოსტიკის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდი. ნებისმიერ ორგანოს იღებენ ორ, ერთმანეთის პერპენდიკულარულ პროექციაში. გადაღების ტექნიკური პირობები განისაზღვრება ავტომატურად, სპეციალური ხელსაწყოებით, რომლებიც რენტგენური დანადგარის შემადგენლობაში შედის. რენტგენოგრამაზე გამოსახულების უფრო მეტი დეტალი ვლინდება, ვიდრე რენტგენოსკოპიის დროს, თანაც სხივური დატვირთვა ნაკლებია. მიღებული სურათი არის დოკუმენტი, რომელიც სამკურნალო დაწესებულებაში ინახება მომდევნო რენტგენოგრამებთან შესადარებლად.