რენტგენის მილაკი
იერსახე

რენტგენის მილაკი — რენტგენის სხივების მისაღები ელექტროვაკუუმიანი ხელსაწყო. რენტგენის მილაკი არის გარსი (კოლბი), რიომელშიც მოთავსებულია კათოდი (ელექტრონების წყარო) და ანოდი (რენტგენული გამოსხივების წყარო). რენტგენული გამოსხივება წარმოიქმნება კათოდის მიერ ამოფრქვეული ელექტრონების დამუხრუჭების და მათი ანოდთან დაჯახების დროს. მძლავრი ელექტრული ველით აჩქარებული ელექტრონების ენერგია ანოდსა და კათოდს შორის სივრცეში ნაწილობრივ გარდაიქმნება რენტგენული გამოსხივეების ენერგიად, ხოლო უმეტესი ნაწილი — თბურ ენერგიად.
რენტგენის მილაკის მქკ შეადგენს 0.15-7.5%-ს. დანიშნულების მიხედვით რენტგენის მილაკი განკუთვნილია რენტგენოდიაგნოსტიკის, რენტგენოთერაპიის, რენტგენოდეფექტოსკოპიისა და რენტგენული ანალიზისათვის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 361.