რენე ლაფონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

რენე ლაფონი (ფრანგ. René Lafon; დ. 4 აგვისტო, 1899, მერინაკი, ბორდოს ახლოს — გ. 4 თებერვალი, 1974, არკაშონი, ბორდოს ახლოს) — ფრანგი ენათმეცნიერი, ბასკოლოგი, კავკასიოლოგი, ქართველოლოგი. ბორდოს უნივერსიტეტის პროფესორი (1948), საფრანგეთის მხატვრული ლიტერატურის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1952), ბილბაოს აკადემიის წევრი (1956). 1937 წლიდან იკვლევდა კავკასიურ ენებთან ბასკური ენის ნათესაობის საკითხს. 1944 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ბასკური ზმნის სისტემა მეთექვსმეტე საუკუნეში“ (ტ. 1-2). ლაფონს 100-ზე მეტი ნაშრომი ეკუთვნის. მან ქართულიდან ფრანგულ ენაზე თარგმნა აკაკი შანიძის „გრამატიკული სუბიექტი ზოგიერთ გარდაუვალ ზმნასთან ქართულში“, ვეფხისტყაოსნის ცალკეული თავები, ვაჟა-ფშაველას „მთის წყარო“, აკაკი წერეთლის „სულიკო“, ე. წერეთელთან ერთად ირაკლი აბაშიძის „ხმა გოლგოთასთან“ და სხვა. სხვადასხვა დროს გამოაქვეყნა რეცენზიები და სტატიები ქართველ მეცნიერთა (აკაკი შანიძე, არნოლდ ჩიქობავა, ქეთევან ლომთათიძე, ი. ცერცვაძე, ბ. ფოჩხუა და სხვა) ნაშრომებზე. 1969 წელს თსუ-ის სამეცნიერო საბჭომ ქართული ენის შესწავლისა და მისი პოპილარიზაციის საქმეში დიდი დამსახურებისათვის ლაფონს თსუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თურნავა ს., რენე ლაფონი და საქართველო, თბ., 1969;