რემუს ჯონ ლუპინი
რემუს ჯონ ლუპინი - ჯ. კ. როულინგის მიერ შექმნილი პერსონაჟი ჰარი პოტერის წიგნების სერიაში. პირველად ვხედავთ „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვეში“, როგორც ჰოგვორტსის ახალ პროფესორს, რომელიც ასწავლის დაცვას ბნელი ხელოვნების წინააღმდეგ. ლუპინი კვლავ გვხდება წიგნის სიუჟეტში მიუხედავად თანამდებობიდან გადადგომისა, როგორც მთავარი პერსონაჟის, ჰარი პოტერის მეგობარი და მოკავშირე. ფილმებში ლუპინს განასახიერებს დევიდ თიულისი.[1]
გამოგონილი პერსონაჟის ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლუპინი წმინდასისხლიანია, სერიის მიხედვით,დაბადებულია 1960 წლის 10 მარტს ჯადოქარი ლაიალ ლუპინისა და მისი მაგლი ცოლის ჰოუპ ჰოუელის ოჯახში.[2] ბავშვობაში დაკბინა სასტიკმა მაქციამ ფენრირ გრეიბექმა და დააინფიცირა ლიკანთროპიით. მსგავსი მდგომარეობა განუკურნებელია. ლუპინი და მისი მშობლები შიშობდნენ, რომ ამ მიზეზის გამო ვერ შეძლებდა ჰოგვორტსში სწავლას,თუმცა დირექტორმა ალბუს დამბლდორმა ლუპინი სკოლაში მაინც ჩარიცხა.ჰოგსმიდში აშენდა სახლი, საიდუმლო გასასვლელით. ლუპინი ყოველთვიურად ამ სახლში გადაჰყავდათ მაქციად გარდაქმნის დროს. გარდაქმნა ადამიანიდან მაქცეიად რთული და მტკივნეულია, და თუ არსება იზოლირებულია და თავს ვერავის ესხმის ღიზიანდება და თავს იზიანებს. როცა ლუპინმა სწავლა დაიწყო ჰოგვორტსში, მდგომარეობა საიდუმლო იყო, მაგრამ ჯეიმს პოტერმა, სირიუს ბლეკმა და პიტერ პეტიგრუმ მაინც გაიგეს სიმართლე. მეხუთე კურსისთვის მათ საიდუმლოდ და უკანონოდ ისწავლეს ანიმაგუსებად ქცევა, რომ ლუპინი გარდაქმნების დროს მარტო არ ყოფილიყო. ლიკანთროპია მათთვის,როგორც ანიმაგუსებისთვის გადამდები და საშიში არ იყო. გარდა ამისა, ჯეიმსისა და სირიუსის ანიმაგუსები - ირემი და დიდი ძაღლი - საკმარისად დიდები იყვნენ იმისათვის, რომ მაქცია გაეკონტროლებინათ. მეგობრებმა ლუპინს "მუნი" შეარქვეს მისი მდგომარეობის გამო. ლუპინი ასევე ა მარაუდერების რუკის თანაავტორთაგან ერთ-ერთია, რომელიც შემდეგ ჰარი პოტერის საკუთრებაში აღმოჩნდება.[3] ლუპინი სძულს და ეშინია თავისი ყოველთვიური გარდაქმნებისა: როცა ბოგარტებს აწყდება, ისინი სულ მთვარის ფორმას იღებენ. ეს გარდაქმნები ნაკლებად მწვავე გახდა „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვეში“, როცა სნეიპის მიერ მიწოდებულმა მაქციისბალახის ელიქსირმა ლუპინს საშუალება მისცა გარკვეული კონტროლი ჰქონოდა და გონება შეენარჩუნებინა.
სახელის ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ პერსონაჟის სახელი უკავშირდება რომულუსსა და რემუსს ,რომის ლეგენდარულ ტყუპ დამფუძნებლებს, რომლებიც მგელმა გაზარდა.[4]
გვარი, "ლუპინი," გვახსენებს ინგლისურ სიტყვას "lupine" (რაც ნიშნავს "მგლებისთვის დამახასიათებელი ან მათთან დაკავშირებული"), რომელიც თავის მხრივ წარმოშობილია ლათინური lupus-დან ("მგელი"). ჩრდილოეთ საფრანგეთის ფოლკლორში, lupin ასევე არის ტერმინი, რომელიც ეხება მაქცევარის ტიპს. "ლუპინი" ასევე არის ყვავილოვანი მცენარის გვარის სახელი.
ფილმში მონაწილეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე: რემუს ლუპინი პირველად გამოჩნდა „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვეში“ (1999), როგორც ახალი პროფესორი ჰოგვორტსში. პირველად ჩანს ჰოგვორტს ექსპრესში, მძინარე, და ისე გამოიყურებოდა, თითქოს ერთი კარგი წყევლა საკმარისი იქნებოდა მის მოსაკლავად. თუმცა, როცა მატარებელში დემენტორები გამოჩნდნენ, ლუპინმა საბოლოოდ გაიღვიძა. წლის ბოლოს, სევერუს სნეიპმა, გაბრაზებულმა საჯაროდ გამოაცხადა ,რომ ლუპინი მაქციაა, რის შემდეგაც ლუპინი გადადგა სამსახურიდან იმ საზოგადოებრივი აღშფოთების მოლოდინში, რომელიც ჰოგვორტსში მაქციის სწავლების წინააღმდეგ წარმოიშობოდა. ჰოგვორტსში მოღვაწეობის განმავლობაში, ლუპინმა ჰარის კერძო გაკვეთილები ჩაუტარა პატრონუსის შელოცვის სწავლებაში, რომელიც დემენტორებისგან დაცვის ერთადერთი ცნობილი საშუალებაა.ლუპინის მოსწავლეები, სლიზერინიდან რამდენიმის გარდა, მას უკიდურესად პატივისცემით ეპყრობოდნენ და უყვარდათ მისი პრაქტიკული სწავლების სტილი. „აზკაბანის ტყვის“ კულმინაციამდე, ლუპინი თვლიდა, რომ სირიუს ბლეკი დამნაშავე იყო 12 მაგლის მკვლელობაში, ლილი და ჯეიმს პოტერის ღალატში და პიტერ პეტიგრუს მკვლელობაში. საბოლოოდ გაარკვია სიმართლე - რომ სირიუსი უდანაშაულო იყო და ცოცხალი პიტერი იყო მოღალატე. ლუპინი დაეხმარა სირიუსს ჰარისთვის, რონისა და ჰერმიონასთვის სიმართლის ახსნაში და შეხვდნენ მოღალატე პიტერს, რომელიც თორმეტი წლის განმავლობაში ნიღბის ქვეშ იყო, როგორც რონის შინაური ვირთხა, სკაბერსი. თუმცა, რემუსს დავიწყებოდა მაქციისბალახის ელიქსირის მიღება, რომელიც უშლიდა ხელს ძალადობრივად გარდაქმნაში. სანამ ჰარი, რონი და ჰერმიონი ლუპინზე იყვნენ კონცენტრირებულნი, პიტერმა მიიღო ანიმაგუსისს ფორმა და გაიქცა. ლუპინმა მოგვიანებით დატოვა ჰოგვორტსი, მასშემდეგ რაც სნეიპმა გაამჟღავნა მისი მდგომარეობა.
ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლუპინი კვლავ გამოჩნდება, როგორც ფენიქსის ორდენის წევრი „ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენში“, მაგრამ მისი როლი რომანში უფრო მცირეა, ვიდრე „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვეში“. „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვეში“, ლუპინი აღწერილია, როგორც "ღია ყავისფერი თმის" მქონე, რომელიც რუხდება, და ატარებს დახეულ ტანისამოსს. "ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენში", მას აქვს ღია სახე ადრეული ნაოჭებით. იმის გამო, რომ მაქციებისთვის სამუშაო შესაძლებლობები ცოტაა, რადგან ჯადოქართა სამყაროში უმეტესობა მათ მიმართ ნაწინასწარმეტყველებ არიან ძალადობრივი გარდაქმნების შიშის გამო, ლუპინი ძირითადად სხვების სიკეთეზეა დამოკიდებული მხარდაჭერისთვის. როცა მაგიის სამინისტროში დოლორეს ამბრიჯის მიერ დამატებითი ანტი-მაქციის კანონები მიიღეს, ლუპინი თითქმის სამუშაოდ უვარგისი ხდება. ლუპინი უერთდება აღორძინებულ ფენიქსის ორდენს მეხუთე წიგნში და არის წინასწარი გუნდის ნაწილი, რომელიც ჰარის მიჰყავს დურსლების ოჯახის სახლიდან წიგნის საწყის თავებში. ლუპინი ცხოვრობს გრიმოლდ პლეისზე, ფენიქსის ორდენის შტაბ-ბინაში სირიუს ბლეკთან ერთად. მოგვიანებით, ის მონაწილეობს საიდუმლოებათა დეპარტამენტში ბრძოლაში, სადაც ლუციუს მალფოისთან იბრძვის.
ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]"ჰარი პოტერი და ნახევარსისხლიან პრინცში", ლუპინი მუშაობს ფარულად, როგორც ჯაშუში თანამოძმე მაქციებს შორის, რომლებიც მაქცია ფენრირ გრეიბექის ხელმძღვანელობის ქვეშ არიან, რომელმაც ბავშვობაში დაკბინა ლუპინი და შეუერთდა ვოლდემორტს. წიგნის ბოლოს ცნობილი ხდება, რომ ნიმფადორა ტონქსი შეყვარებულია რემუსზე, რომელიც მასზე გაცილებით უფროსია. რემუსი წინააღმდეგობას უწევდა მასთან ურთიერთობას მაქციის რისკების გამო და თქვა, რომ ის არის "ძალიან მოხუცი, ძალიან ღარიბი და ძალიან საშიში" მისთვის. თუმცა,დამბლდორის დაკრძალვის დროს, ორივენი ხელჩაკიდებულნი ჩანან. ლუპინი გამოჩნდება "ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრებში" კიდევ უფრო დაღლილი და შეშფოთებული სახით. მონაწილეობას იღებს ორდენის ოპერაციაში ჰარის პრივეტ დრაივიდან წაყვანისას და სწორედ გამგზავრების წინ, ტონქსი ავლენს, რომ ის და რემუსი დაქორწინდნენ. შემდგომში, რემუსი უეცრად წააწყდება ჰარის და მის მეგობრებს გრიმოლდ პლეისზე და სთავაზობს დახმარებას, რომ დაასრულონ დავალება, რომელიც დამბლდორმა დაავალა. შემდეგ ლუპინი ავლენს,რომ ტონქსი ახლა ორსულადაა.ლუპინი თვლის, რომ არსებობს ლიკანთროპიის გენეტიკურად გადაცემის საფრთხე და ამის გამო დანაღვლიანებულია, რადგან ფიქრობს, რომ მის შვილს უკეთესი მომავალი ექნებოდა, თუ მამად ლუპინი არ ეყოლებოდა და ამის გამო ოჯახიც კი მიატოვა. ჰერმიონი კი ცდილობს დაარწმუნოს, რომ შვილი არასოდეს იფიქრებს მსაგვსს მამაზე, მაგრამ ჰარი, რომელმაც დაკარგა საკუთარი მამა და ნათლია ასეთ ახალგაზრდა ასაკში, და ასევე არ სურს რემუსი საფრთხეში ჩააგდოს, აკრიტიკებს ლუპინს ოჯახის მიტოვებისთვის. ლუპინი თავს ესხმის ჰარის ჯადოსნური ჯოხით, თუმცა აღიარებს სიმართლეს ჰარის სიტყვებში და უბრუნდება ტონქსს. ლუპინი რჩება აქტიური ფენიქსის ორდენში მთელი წლის განმავლობაში. რამდენიმე თვის შემდეგ ტონქსი აჩენს ბიჭს, სახელად თედი ლუპინი, რომელიც იჩენს მეტამორფმაგუსის და არა ლიკანთროპიის ტენდენციებს. ლუპინი ჰარის შეურიგდება და ეტყვის, რომ თედი ლუპინის ნათლია ხდება. ლუპინი ხელმძღვანელობს დამცველთა ჯგუფს სასკოლო ტერიტორიაზე ჰოგვორტსის ბრძოლის დროს და ბოლოს მოხსენიებულია, რომ იბრძვის ანტონინ დოლოჰოვთან.[5] ლუპინი და ტონქსი ორივე კვდებიან ბრძოლაში, მოკლული არიან დოლოჰოვისა და ბელატრიქს ლესტრეინჯის მიერ, და ტოვებენ თედის ობოლად ჰარი პოტერთან, როგორც ნათლიასთან და ანდრომედა ტონქსთან, როგორც მის მეურვესთან.[6] ავტორმა კიდევ ერთხელ თქვა ინტერვიუში, რომ ლუპინი მართლაც დოლოჰოვმა მოკლა.[7] როცა ჰარი იყენებს აღდგომის ქვას, უფრო ახალგაზრდა გამოსახულების მქონე ლუპინი, სირიუსთან, ჯეიმსთან და ლილით ერთად თან ახლავს ჰარის აკრძალულ ტყეში, როცა ის უახლოვდება ვოლდემორტს და აშკარად მოახლოებულ სიკვდილს. ჰარი ბოდიშს უხდის მათ ყველას მათი სიკვდილის გამო, განსაკუთრებით ლუპინს, რადგან ახლა აღარ ექნებოდა შანსი გაეზარდა თავისი შვილი. ლუპინი ეუბნება ჰარის, რომ მასაც სინანული აქვს, მაგრამ ასევე, რომ სურს შვილმა იცოდეს, რისთვის მოკვდა მამა - სამყაროსთვის, სადაც მისი შვილი უფრო ბედნიერ ცხოვრებას გაატარებს - და იმედი აქვს, რომ გაიგებს. ოთხი მოჩვენება იცავს დემენტორებისგან, როცა ტყეში მიემგზავრებიან, თითქმის პატრონუსების მსგავსად, და უხილავნი არიან ყველასთვის ჰარის გარდა. ისინი ქრებიან, როცა ჰარი აგდებს აღდგომის ქვას, როცა ბნელ ლორდს წინ აღუდგება.
ფილმებში მონაწილეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლუპინს ჰარი პოტერის ფილმებში განასახიერებს დევიდ თიულისი. "აზკაბანის ტყვის" რეჟისორმა ალფონსო კუარონმა თქვა, რომ თიულისი იყო მისი პირველი არჩევანი ლუპინის როლის შესასრულებლად. თიულისს თავიდან სურდა პროფესორ ქვირელის როლი"ჰარი პოტერი და ფილოსოფიურ ქვაში", მაგრამ მიიღო ლუპინის როლი.[8] თიულისი გამოჩნდება როგორც ლუპინი "ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვეში", "ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენში", "ჰარი პოტერი და ნახევარპრინცში", "ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები - ნაწილი 1", და დაბოლოს "ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები - ნაწილი 2"-ში. ლუპინის მოზარდი ვერსია მოკლედ გამოჩნდება "ფენიქსის ორდენში", რომელსაც ასრულებს ჯეიმს იუტეჩინი სნეიპის მოგონებების დროს.
მიღება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფაქტი, რომ ლუპინი მაქციაა და მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მიიღოს ელიქსირი, რომ თავიდან აიცილოს ადამიანების დაზიანება, ხდის მას წინასწარმეტყველებისა და სეგრეგაციის შედეგების სიმბოლოდ, ისევე როგორც საზოგადოების ხშირად უარყოფითი რეაქციისა ავადმყოფებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ. გასართობი ვებსაიტმა IGN-მა თქვა, რომ ლუპინს "შეუძლია მისცეს ჰარის პირადი შეხედულება იმის შესახებ, თუ ვინ იყვნენ მისი მშობლები, რაც არავის სხვას არ შეეძლო მიეწოდებინა." [9] პერსონაჟის სიკვდილი ჰოგვორტსის ბრძოლის დროს "ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრებში" ხშირად მიიჩნევა სერიის ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ სიკვდილად. ავტორმა ჯ.კ. როულინგმა ბოდიში მოიხადა პერსონაჟის მოკვლის გამო მომდევნო წლებში.[10][11][12]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Interview: David Thewlis en (2004-06-09). ციტირების თარიღი: 2020-07-12
- ↑ Remus Lupin | Wizarding World en. ციტირების თარიღი: 2022-02-25
- ↑ J.K. Rowling at the Royal Albert Hall
- ↑ "Rumours: Professor Lupin has a twin," February 18, 2004, J.K. Rowling Official Site. ციტირების თარიღი: 14 December 2006
- ↑ „J.K. Rowling Web Chat Transcript“. The Leaky Cauldron. 2007-07-30. ციტირების თარიღი: 2007-07-30.
- ↑ JK Rowling interview
- ↑ „J.K. Rowling Web Chat Transcript“. The Leaky Cauldron. 2007-07-30. ციტირების თარიღი: 2007-07-30.
- ↑ Interview : David Thewlis en (2004-06-09). ციტირების თარიღი: 2020-07-11
- ↑ Top 25 Harry Potter Characters en (2019-03-29). ციტირების თარიღი: 2020-07-11
- ↑ JK Rowling apologises for killing off Remus Lupin in Harry Potter en (2016-05-02). ციტირების თარიღი: 2020-07-12
- ↑ Atkin, Jesse. (2020-04-13) 10 Characters From Harry Potter That Deserved Better en. ციტირების თარიღი: 2020-07-12
- ↑ Kovach, Catherine. (2015-11-25) Why Remus Lupin Is The Best Harry Potter Character en. ციტირების თარიღი: 2020-07-12