რემზიე ჰისარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რემზიე ჰისარი
თურქ. Remziye Hisar
დაბ. თარიღი 1902[1]
დაბ. ადგილი სკოპიე
გარდ. თარიღი 13 ივნისი, 1992(1992-06-13)
გარდ. ადგილი სტამბოლი
მოქალაქეობა  თურქეთი
საქმიანობა ქიმიკოსი
მუშაობის ადგილი სტამბოლის უნივერსიტეტი და სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სტამბოლის უნივერსიტეტი და პარიზის უნივერსიტეტი
მეუღლე რეშით სურეია გიურსეი
შვილ(ებ)ი ფეზა გიურსეი

რემზიე ჰისარი (თურქ. Remziye Hisar; დ. 1902, სკოპიე, ოსმალეთის იმპერია — გ. 1992, სტამბოლი, თურქეთი) — თურქი აკადემიკოსი და ქიმიკოსი. პირველი თურქი ქალი, რომელმაც განათლება მიიღო სორბონის უნივერსიტეტში. თავის კარიერაში სხვადასხვა თურქულ უნივერსიტეტებში აკადემიურ თანამდებობას იკავებდა და გამოაქვეყნა მრავალრიცხოვანი სტატიები, ძირითადად მეტაფოსფატებსა და თურქულ ბალახებზე. ითვლება თურქეთის ერთ-ერთ თანამედროვე ქალად მეცნიერებაში.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რემზიე ჰისარი დაიბადა 1902 წელს სკოპიეში, რომელიც ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო და სადაც მამამისი, სალიჰ ჰულუსი საჯარო მოხელედ დაინიშნა. დედამისი აიშე რეფია იყო.[2][3] მეორე კონსტიტუციური ერის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ, 1909 წელს ოჯახი სტამბოლში დაბრუნდა.[4]

სანამ მისი ოჯახი ცხოვრობდა ბებიამისის სახლში, ის დაწყებით სკოლაში ჩაირიცხა. რემზიე 3 კლასიანი სკოლა ერთ წელიწადში დაასრულა და მიიღო თავისი პირველი დიპლომი. მამამისის სტამბოლში სხვა ადგილას დანიშვნით, ოჯახი კვლავ გადავიდა სხვაგან და ასე რემზიე სწავლობდა ბოსფორის ორივე მხარეს, სხვადასხვა ადგილას იღებდა საშუალო განათლებას. შემდეგ ის გაჰყვა თავის მასწავლებელს, რომელიც დაინიშნა გოგონების პედაგოგთა უმაღლეს სკოლაში (ოსმალეთის თურქულით: Dârülmuallimât). ხუთი წლის განმავლობაში სწავლობდა ჩაფაში, ფათიის რაიონში მდებარე პანსიონატში, მათ შორის ორი დამატებითი წელი, რომლის დროს უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა. რემზიემ განათლება მიიღო მეცნიერების მხრივ „Darülfünun“-ში (დღევანდელი სტამბოლის უნივერსიტეტი), სადაც ის ძირითადად ქიმიით იყო დაინტერესებული. 1919 წლის 15 ივლისს, ის წარმატებით დაასრულა განათლება.[4]

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ის შეუერთდა თანაკლასელთა მცირე ჯგუფს და გემგზავრა ბაქოში, აზერბაიჯანის მასწავლებელთა კოლეჯში სამუშაოდ. ჯგუფი ზღვით ჯერ ბათუმში და შემდეგ სამდღიანი მგზავრობით ბაქოში ჩავიდა. ბაქოში მდიდარ აზერბაიჯანელთან სადილის დროს, რემზიე შეხვდა რეშით სურეიას (მოგვიანებით გიურსეი), თურქ ექიმს. წყვილი 1920 წლის 18 მარტს დაინიშნა და ერთი თვის შემდეგ, 20 აპრილს დაქორწინდა. მალევე მან და მისმა მეუღლემ დატოვეს აზერბაიჯანი, სადაც საბჭოთა არმია შეიჭრა და დაბრუნდნენ სტამბოლში.[4]

1921 წლის 7 აპრილს, მას შეეძინა შვილი ფეზა გიურსეი, რომელიც მოგვიანებით ცნობილი მათემატიკოსი და ფიზიკოსი გახდა. მოგვიანებით მას ყოფილი მასწავლებელი დაუკავშირდა, რომელიც იმავდროულად განათლების სამინისტროში განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, და მას ადანაში მასწავლებლად მუშაობა შესთავაზა. რემზიემ ზღვით, მერსინის გავლით ჩავიდა, მას შემდეგ, რაც თავისი 1,5 წლის შვილი დედას და უფროსს დას სტამბოლში დაუტოვა. იგი ასწავლიდა მათემატიკას ორ კლასიან სკოლაში.[4]

ერთი წლის შემდეგ, ის თავის მეუღლესთან პარიზში ჩავიდა, რომ განაგრძო უმაღლესი განათლება. 1924 წელს, მას პარიზში შეეძინა ქალიშვილი დეჰე, რომელიც მოგვიანებით საერთაშორისო ფსიქოლოგიის ასოციაციის თურქეთიდან წევრი გახდა.[5] პარიზში რემზიე სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში ქიმიას, ასევე მარი სკლოდოვსკა-კიური მოსწავლეც იყო. ამ პერიოდში, მან თურქეთის მთავრობისგან სტიპენდია მიიღო, ხოლო მისი ვაჟი პარიზში მის დასთან იყო. რემზიემ ბიოქიმიაში სერტიფიკატი მიიღო.[6] იგი იყო პირველი თურქი ქალი, რომელმაც მიიღო სერთიფიკატი სორბონაში. მიუხედავად იმისა, რომ მას სურდა სადოქტორო კვლევები ჩაეტარებინა, მას სახლში დაბრუნება მოუწია, რადგან განათლების დასრულების გამო, მას სტიპენდია შეუჩერდა.[4]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტამბოლში ჩამოსვლის შემდეგ, რემზიე ერენქიოის გოგონათა უმაღლესს სკოლაში ადმინისტრაციულ პერსონალად დაინიშნა. რემზიეს არ მოეწონა ეს თანამდებობა, რადგან მას სურდა ქიმიის მასწავლებლობა. მისი განაცხადი დოქტორის ხარისხის სტიპენდიისთვის, რომელიც პარიზში უნდა მიეღო, თავდაპირველად ურყვეს. შედეგად, მან გამოიყენა ვაკანტური ქიმიის მასწავლებლის ადგილი და წავიდა მასწავლებლად ზონგულდაქის სამთო საინჟინრო სკოლაში. ამის შემდეგ, განათლების მინისტრმა ჯემალ ჰიუსნუმ, რემზიეს შესთავაზა საფრანგეთში დოქტორანტურის შესწავლა და მისი ვაჟი ფეზა შევიდა ცნობილი გალათასარიის უმაღლეს სკოლაში, როგორც გადასახადიდან გათავისუფლებული მოსწავლე.[4]

1930 წელს წყვილი განქორწინდა. რემზიემ თავის ქალიშვილთან, დეჰასთან და უმცროს დასთან, მიჰრისთან ერთად პარიზში გადავიდა, სადაც მისი და მის ქალიშვილს უვლიდა. ის პოლ პასკალთან (1880-1968 წწ.) ერთად მეტაფოსფატებს იკვლევდნენ, რის შედეგადც, სამი წლის შემდეგ დოქტორის ხარისხი მიიღო.[4]

1933 წელს რემზიე დაბრუნდა სახლში და დაინიშნა სტამბოლის უნივერსიტეტის ქიმიისა და ფიზიკური ქიმიის მიმართულების ასოცირებულ პროფესორად, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიარა ორგანიზაციული რეფორმა. 1936 წელს, იგი საცხოვრებლად გადავიდა ანკარაში და სადაც ჯანდაცვის ინსტიტუტის ფარმაკოდინამიკის დეპარტამენტში ბიოქიმიის სპეციალისტად დაიწყო მუშაობა.[4]

1947 წელს, რემზიემ 1934 წლის გვარის შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ, მიიღო ჰისარის გვარი, გადავიდა სტამბოლის ტექნიკურის უნივერსიტეტში და დაიკავა ქიმიის ასოცირებული პროფესორის თანამდებობა მექანიკური ინჟნერიისა და ქიმიის ფაკულტეტზე. იგი 1959 წელს სრული პროფესორის წოდება მიიღო. 1973 წელს პენსიაზე გავიდა.[3][4] გამოაქვეყნა 20-ზე მეტი სტატია მისი კარიერის განმავლობაში, ძირითადად მეტაფოსფატებისა და თურქული მწვანილების შესახებ, რომელთა დიდი ნაწილი გამოცემული იყო ჟურნალში Bulletin de la Société Chimique de France.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.google.com/doodles/celebrating-dr-remziye-hisar
  2. Remziye Hisar Turkish. Kimdir?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-28. ციტირების თარიღი: 2013-05-07.
  3. 3.0 3.1 Remziye Hisar Turkish. Tubitak. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-28. ციტირების თარიღი: 2017-05-21.
  4. 4.00 4.01 4.02 4.03 4.04 4.05 4.06 4.07 4.08 4.09 Bir "Çalıkuşu" Öyküsü... İlk Kadın Kimyacımız-Remziye Hisar Turkish. Bilim Tarihi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2013-05-07.
  5. Feza Gürsey Turkish. Online Fizik. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-07. ციტირების თარიღი: 2013-05-07.
  6. Famous chemists page (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-07. ციტირების თარიღი: 2017-05-21.