შინაარსზე გადასვლა

რელსის სახეხი ჩარხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რელსის სახეხი ჩარხისალიანდაგო ინსტრუმენტი რელსების ზედაპირის და ისრული გადამყვანების ელემენტების გახეხვისთვის. გამოიყენება რკინიგზის ტრანსპორტზე რემონტის დროს და რკინიგზის ლიანდაგის მიმდინარე შენახვისას.

რელსის სახეხი ჩარხი

რელსის სახეხი ჩარხის მუშა ორგანო — სახეხი წრე ელექტროძრავის ლილვით ან შიგაწვის ძრავით. არსებობს სალიანდაგო ინსტრუმენტის რამდენიმე ნაირსახეობა, განკუთვნილი სახეხი სამუშაოების განსაზღვრული სახეობის ჩასატარებლად:

  • გადასატანი რელსის სახეხი ჩარხები ელექტროამძრავით — რელსების დადუღებული ბოლოების, ისრული გადამყვანების ჯვარედინების და კალმების გასახეხად
  • ურიკაზე დადგმული რელსის სახეხი ჩარხები მუშა ორგანოს ელექტროამძრავით — ყველა ტიპის რელსებზე, კალმებზე და ისრული გადამყვანების ჯვარედინებზე გვერდითი შვერილის გასახეხად
  • სასრიალებელი რელსის სახეხი ჩარხები — რელსების შედუღებული პირაპირების გასახეხად
  • რელსის სახეხი ჩარხები კოპირების მიხედვით — ჯვარედინების გასახეხად

ტექნიკური პარამეტრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპის ქვეყნებში და აშშ-ში გავრცელებულია რელსის სახეხი ჩარხები შიგაწვის ძრავის ლილვით.

საქართველოში 2000 წლიდან დაიწყო ფრანგული ფირმა Geismar-ის მიერ ნაწარმოები გადასატანი რელსის სახეხი ჩარხების შემოტანა და დღეისათვის ის რუსულ გადასატან რელსის სახეხ ჩარხებთან ერთად ფართედაა გავრცელებული. თანდათანობით, წლების განმავლობაში, სულ უფრო იზრდება ფრანგული რელსის სახეხი ჩარხების რაოდენობა საქართველოში. საქართველოში ყველაზე უფრო დიდი გავრცელება მიიღო გადასატანმა ჩარხებმა ელექტროძრავის წაგრძელებული ლილვით, რომელზეც დასმულია სახეხი წრე.

  • ელექტროძრავის სიმძლავრე — 0,4 კილოვატი
  • მასა — 9,5 კილოგრამი

ყველაზე უფრო სრულყოფილია ისეთი რელსის სახეხი ჩარხები, რომლებიც განკუთვნილია შემდეგი ოპერაციებისთვის:

  • ჯვარედინების გახეხვა კოპირების მიხედვით
  • რელსის დადუღებული ბოლოების გახეხვა
  • რელსებზე და ისრული გადამყვანების ელემენტებზე გვერდითი შვერილის გახეხვა

ასეთი ჩარხის წარმადობაა — 1,3 ჯვარედინი 1 სთ. მასა — 110 კილოგრამი.

  • რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკა Железнодорожный транспорт : Энциклопедия / Гл. ред. Н. С. Конарев. - Москва. Железнодорожный транспорт : Энциклопедия, წყარო=http://listaem.com/2007/11/08/zheleznodorozhnyjj_transport_jenciklopedija.html, ფურცლები=369