რელიგიის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რელიგიის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმი
Muziy SPb 2010 3232.jpg
კოორდინატები: 59°55′54″ ჩ. გ. 30°18′06″ ა. გ. / 59.93167° ჩ. გ. 30.30167° ა. გ. / 59.93167; 30.30167
დაარსდა 1932
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
კლასიფიკაცია რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7832100000
ვებსაიტი gmir.ru

რელიგიის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმი (რუს. Государственный музей истории религии) — მუზეუმი სანქტ-პეტერბურგში. 2000 წლიდან განთვსებულია მისამართზე: ფოსტის ქუჩა 14/5. 1932-2000 წლებში განთავსებული იყო ყაზანის ტაძარში. 2000 წელს ეკლესია დაუბრუნეს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.

რელიგიის ისტორიის მუზეუმი ერთადერთია რუსეთში და ერთ-ერთი მსოფლიოს რამდენიმე მუზეუმს შორის, რომლის ექსპოზიცია წარმოგვიდგენს რელიგიის დაარსებისა და განვითარების ისტორიას. მუზეუმის ექსპონატების რაოდენობაა 180 000-ზე მეტი, რომელთაგან უძველესი თარიღდება ძვ. წ. VI საუკუნით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი დაარსდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის 1930 წლის 7 სექტემბრისა და საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის სამდივნოს 1931 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით. მუზეუმის ექსპოზიცია ძირითადად ეფუძნებოდა ანტი-რელიგიურ გამოფენას, რომელიც გაიხსნა 1930 წელს ლენინგრადის ზამთრის სასახლის დარბაზებში. მუზეუმის ოფიციალური გახსნა ყაზანის ტაძარში შედგა 1932 წლის 15 ნოემბერს. მუზეუმის შექმნის ინიციატორი და მისი პირველი დირექტორი გახდა ცნობილი რუსი რელიგიის ისტორიკოსი, ეთნოგრაფი და ანთროპოლოგი ვლადიმირ ბოგორაზი (1865-1936 წწ.). მუზეუმის ფუნქციონირებაში და ორგანიზაცაში არანაკლები როლი ითამაშა მიხაილ შახნოვიჩმა, რომელსაც ეკავა მუზეუმის დირექტორის თანამდებობა 1944-1960 წლებში. 1976-1986 წლებში მუზეუმის დირექტორი იყო იაკობ კოჟურინი.

1991 წელს რელიგიის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმს გადაეცა გრაფ სერგეი იაგუჟინსკის ყოფილი სახლი, რომელიც შემდეგ ეკუთვნოდა ფოსტისა და ტელეგრაფის სამინისტროს. 1980 წელს სახლი მოამზადეს კაპიტალური რემონტისთვის. სახლის რესტავრაცია მიმდინარეობდა 1992-2000 წლებში[1]. შენობა არის რუსეთის ფედერაციის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

მუდმივი ექსპოზიციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამად რელიგიის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმში დამთვალიერებლებისათვის გახსნილია მუდმივი ექსპოზიციები: რუსული მართლმადიდებლობის ისტორია, კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი, აღმოსავლეთის რელიგიები: ბუდიზმი, იუდაიზმი, კონფუციანელობა, დაოსიზმი, სინტოიზმი და ისლამი.

2012 წლის 26 აპრილიდან მუზეუმში მოქმედებს შემდეგი ექსპოზიციები: არქაული რწმენის, ძველი მსოფლიოს რელიგიების: პოლითეიზმი, იუდაიზმი და მონოთეიზმის დაარსება, ქრისტიანობა.

2011 წლის თებერვლიდან მუზეუმში გახსნილია სპეციალური საბავშვო განყოფილება. ეს არის ინტერაქტიული კომპოზიცია ორიენტირებული საბავშვო აუდიტორიაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Шахнович М. М., Чумакова Т. В. Музей истории религии Академии наук СССР и российское религиоведение (1932-1961). — СПб. : Наука, 2014. — 458 с. — ISBN 978-5-02-038397-5.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]