რელიგია ყაზახეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რელიგია ყაზახეთშირელიგიები, რომლებიც გავრცელებულია ყაზახეთში. სხვადასხვა გამოკითხვის თანახმად, ყაზახეთის მოქალაქეთა უმრავლესობა, ძირითადად ეთნიკურად ყაზახები თავს მუსლიმებად მიიჩნევენ, რომლებიც ისლამის არცერთ შტოს არ მისდევენ.[1] ასევე ცხოვრობენ სუნიტები, რომლებიც, ძირითადად, ჰანაფის შტოს მისდევენ. მუსლიმები არიან ეთნიკურად უზბეკები, უიღურები და თათრები.[2] 1% -ზე ნაკლებია შაფიების (ძირითადად ჩეჩნები) და შიიტების წილი.[2] ქვეყანაში სულ 2 300 მეჩეთია,[3] რომლებიც „ყაზახეთში მცხოვრები მუსლიმების სულიერი ასოციაციის“ მმართველობის ქვეშაა და მათ მუფთი განაგებს.[4] ყურბან-ბაირამი ქვეყნის ეროვნული დღესასწაულია.[3]

ყაზახეთის მოსახლეობის 25% -ზე ნაკლები რუსი მართლმადიდებელია, ტრადიციულად მათ შორის არიან ეთნიკურად რუსები, უკრაინელები და ბელარუსები.[2] სხვა ქრისტიანული ჯგუფებია: კათოლიკეები და პროტესტანტები (ბაპტისტები, პრესვიტერიანები, ლუთერანები, ორმოცდაათიანელები, მეთოდისტები, მენონიტები და მეშვიდე დღის ადვენტისტები), ასევე იეჰოვას მოწმეები და უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიიის მიმდევრები.[2] სულ რეგისტრირებულია 65 მართლმადიდებლური ეკლესია, 93 კათოლიკური ეკლესია და 543 პროტესტანტული ეკლესია და სალოცავი.[2] ქრისტეს შობა, რომელიც რუსული ეკლესიის მიერ იულიუსის კალენდრით აღინიშნება ყაზახეთის ეროვნულ დღესასწაულადაა გამოცხადებული.[3]

სხვა აღრიცხულ რელიგიებში შედის: იუდაიზმი, ბაჰაიზმი, ინდუიზმი, ბუდიზმი.[2]

2020 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 72% ისლამის მიმდევარია, 23.1% — ქრისტიანი, 4% კი არარელიგიურია.

ზენკოვის კათედრალი ალმათში

რელიგიური კონფესიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისლამი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისლამი ყაზახეთში ყველაზე ფართოდ გავრცელებული რელიგიაა. ის რეგიონში VIII საუკუნეში არაბებმა გაავრცელეს. ტრადიციულად ეთნიკურად ყაზახები სუნიტი მუსლიმები არიან, რომლებიც ჰანაფის მაზჰაბის წარმომადგენლები არიან.[5] ქვეყნის სამხრეთ ნაწილში არცერთი მაზჰაბის მიმდევარი მუსლიმები ცხოვრობენ.[6]

ქრისტიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტიანობა ყაზახეთში ისლამის შემდეგ მეორე ყველაზე გავრცელებული რელიგიაა. ქრისტიანი მოქალაქეების უმეტესობა რუსები არიან, ასევე ცხოვრობენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმდევარი უკრაინელები და ბელარუსები. 2009 წლის ეროვნული აღწერის თანახმად, ყაზახეთის მოსახლეობის დაახლოებით 26% ქრისტიანი იყო. ქვეყნის მოსახლეობის 1.5% გერმანელები არიან, რომლებიც ძირითადად კათოლიციზმისა და ლუთერანობის მიმდევრები არიან. ასევე ბევრია პრესვიტერიანი, იეჰოვას მოწმე, მეშვიდე დღის ადვენტისტი და ორმოცდაათიანელი.[5][7] მორმონებმა, მენონიტებმა და მეთოდისტებმა ყაზახეთში ეკლესიები ოფიციალურად დაარეგისტრეს მთავრობასთან შეთანხმებით.[5] 2009 წლის აღწერის მონაცემებით, ყაზახეთში 4 214 232 ქრისტიანი ცხოვრობდა.[8]

ბაჰაიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაჰაიზმის რელიგიის გავრცელება ყაზახეთში ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს დაიწყო. მანამდე ყაზახეთს, როგორც რუსეთის იმპერიის ნაწილს, არაპირდაპირი კონტაქტი ჰქონდა ბაჰაიზმთან ჯერ კიდევ 1847 წელს.[9] რელიგიის გავრცელების შემდეგ ბაჰაიზმი ისლამისა და ქრისტიანობის შემდეგ უდიდეს რელიგიად ჩამოყალიბდა ყაზახეთში.[10] 1994 წლისთვის ჩამოყალიბდა ყაზახეთის ეროვნული სულიერი ასამბლეა.[11] რელიგიური მონაცემების არქივების ასოციაციამ (მსოფლიო ქრისტიანულ ენციკლოპედიაზე დაყრდნობით) გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2010 წლისთვის ყაზახეთში დაახლოებით 7 000 ბაჰაისტი იყო.[12]

რელიგიის თავისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩაბად-ბუბავიტჩის სინანგოგა ალმათში, რომელიც ყაზახეთის საფოსტო მარკაზე დაბეჭდეს 2006 წელს

ყაზახეთს აქვს ძალიან მრავალფეროვანი და სტაბილური რელიგიური ფონი. მიუხედავად ამისა, ხშირია კრიშნას მიმდევრებისა და იეჰოვას მოწმეების დევნის ფაქტები, რამაც საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთება გამოიწვია.[13][14][15]

ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 22-ე მუხლში ნათქვამია, რომ „ყველა ადამიანს აქვს რწმენის თავისუფლების უფლება“. 2011 წლის 18 მაისს ყაზახეთის პრეზიდენტმა მიიღო განკარგულება რელიგიური საქმეთა სააგენტოს შექმნის შესახებ. სააგენტოს მისიაა მთავრობას, რელიგიურ ჯგუფებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ისეთი ურთიერთობის ჩამოყალიბება, რომ ყაზახეთმა რელიგიურ თავისუფლებას მიაღწიოს.[16]

2003 წელს ყაზახეთმა დააფუძნა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების კონგრესი, რომლის მიზანია ყაზახეთში რელიგიური ტოლერანტობისა და თავისუფლების უზრუნველყოფა.[17]

რელიგია ეთნიკური ჯგუფის მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის ოფიციალური მონაცემებით, ყაზახეთში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფები რელიგიის მიხედვით წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

ეთნიკური ჯგუფი ისლამი ქრისტიანობა იუდაიზმი ბუდიზმი სხვა ათეიზმი მონაცემები არაა
სულ 70.20% 26.32% 0.03% 0.09% 0.02% 2.82% 0.51%
ყაზახები 98.22% 0.39% 0.02% 0.01% 0.12% 0.98% 0.26%
რუსები 0.43% 92.64% 0.04% 0.02% 0.03% 6.09% 0.75%
უზბეკები 99.05% 0.39% 0.01% 0.01% 0.02% 0.37% 0.16%
უკრაინელები 0.94% 90.74% 0.03% 0.01% 0.02% 7.31% 0.94%
უიღურები 98.35% 0.51% 0.02% 0.01% 0.03% 0.61% 0.47%
თათრები 79.57% 10.24% 0.02% 0.03% 0.06% 8.11% 1.97%
გერმანელები 1.58% 81.59% 0.05% 0.04% 0.11% 13.96% 2.68%
კორეელები 5.24% 49.35% 0.21% 11.40% 0.14% 28.51% 5.16%
თურქები 99.13% 0.30% 0.01% 0.01% 0.02% 0.33% 0.21%
აზერბაიჯანელები 94.81% 2.51% 0.02% 0.02% 0.03% 1.86% 0.76%
ბელარუსები 0.79% 90.16% 0.04% 0.01% 0.03% 7.82% 1.15%
დუნგანები 98.93% 0.37% 0.01% 0.03% 0.04% 0.34% 0.28%
ქურთები 98.28% 0.53% 0.03% 0.02% 0.02% 0.74% 0.38%
ტაჯიკები 97.78% 0.91% 0.01% 0.02% 0.08% 0.85% 0.35%
პოლონელები 0.69% 90.07% 0.04% 0.01% 0.13% 7.30% 1.76%
ჩეჩნები 93.69% 2.99% 0.02% 0.01% 0.05% 2.08% 1.16%
ყირგიზები 96.67% 0.89% 0.03% 0.03% 0.02% 1.51% 0.86%
სხვა 34.69% 52.32% 0.82% 0.91% 0.13% 8.44% 2.69%

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.pewforum.org/2012/08/09/the-worlds-muslims-unity-and-diversity-1-religious-affiliation/#identity
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Kazakhstan – International Religious Freedom Report 2010 U.S. Department of State. Retrieved on 13 January 2011.
  3. 3.0 3.1 3.2 Religious Situation Review in Kazakhstan დაარქივებული 2017-10-14 საიტზე Wayback Machine. Congress of World Religions. Retrieved on 2009-09-07.
  4. Islam in Kazakhstan დაარქივებული 2009-09-18 საიტზე Wayback Machine. Retrieved on 2009-09-07.
  5. 5.0 5.1 5.2 International Religious Freedom Report 2006 დაარქივებული 2008-06-22 საიტზე Wayback Machine. U.S. Embassy in Astana, Kazakhstan
  6. Estimation based on Kazakh population share of 67% and 16.3 mln total population according to the preliminary results of the 2009 National Census დაარქივებული 2009-04-21 საიტზე Wayback Machine.
  7. CIA – The World Factbook – Kazakhstan. The World Factbook. CIA (2009-05-14). ციტირების თარიღი: 2009-06-05
  8. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-11. ციტირების თარიღი: 2011-07-24
  9. Momen, Moojan. Russia. ციტირების თარიღი: 2008-04-14
  10. Government of Kazakhstan. (2001)Religious Groups in Kazakhstan. 2001 Census. Embassy of Kazakhstan to the USA & Canada. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-10-31. ციტირების თარიღი: 2008-05-21
  11. The Bahá'í Faith: 1844-1963: Information Statistical and Comparative, Including the Achievements of the Ten Year International Baháʼí Teaching & Consolidation Plan 1953-1963 დაარქივებული 2013-10-23 საიტზე Wayback Machine. , Compiled by Hands of the Cause Residing in the Holy Land, pages 22 and 46.
  12. QuickLists: Most Baha'i (sic) Nations (2010). Association of Religion Data Archives (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-02. ციტირების თარიღი: 2020-10-20
  13. Corley, Felix. (2007-04-03) KAZAKHSTAN: Officially-inspired intolerance of religious freedom steps up. Forum 18. ციტირების თარიღი: 2009-06-05
  14. Corley, Felix. (2006-12-06) KAZAKHSTAN: More Hare Krishna home demolitions planned?. Forum 18. ციტირების თარიღი: 2009-06-05
  15. Palace of the Soul: Project Updates დაარქივებული 2008-03-20 საიტზე Wayback Machine.
  16. Religious Affairs Agency Works to Protect Freedoms, Stop Extremist Ideologies.
  17. Historic Potential of the Congress of Leaders of World and Traditional Religions.