შინაარსზე გადასვლა

რელიგია ფილიპინებში

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაილი:Cebu Magellan's Cross.jpg

რელიგია ფილიპინებში - რელიგიური პრაქტიკების ერთობლიობა ფილიპინებში. ოფიციალურად ფილიპინები საერო სახელმწიფოა, კონსტიტუციაში გაწერილია ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნა და სახელმწიფოს მიეტ ნებისმიერი სარწმუნოების პატივისცემა. ფილიპინების მოსახლეობის 92% ქრისტიანია [1] დაარქივებული 2014-07-28 საიტზე Wayback Machine. ; დაახლოებით 81% კათოლიკე, ხოლო 11% მისდევს პროტესტანტიზმს [2] დაარქივებული 2015-07-19 საიტზე Wayback Machine. , მართლმადიდებლობას, რესტავრალისტულ და დამოუკიდებელ კათოლიციზმს და სხვა მიმდინარეობებს, მათ შორისაა ფილიპინების ეკლესია, ქრისტეს ეკლესია, ფილიპინების ქრისტეს გაერთიანებული ეკლესია, და ევანგელიზმი.

ეროვნული რელიგიური გამოკითხვების თანახმად, ფილიპინების მოსახლეობის დაახლოებით 5,6% მუსლიმია, რაც ისლამს ქვეყნის სიდიდით მეორე რელიგიას ხდის. მაჰმადიანი ფილიპინელების ეროვნული კომისიის (NCMF) 2012 წლის შეფასებით ქვეყანაში 10,7 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს, ანუ მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 11% [3]. ზოგი მკვლევარის აზრით, ზუსტი მონაცემების შეგროვება ძნელია ზოგი მუსლიმის მთავრობის წარმომადგენელთა მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გამო. მუსლიმთა უმრავლესობა ცხოვრობს მინდანაოს, ფალავანისა და სულუს რეგიონებში. ზოგი ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში მიგრირებულია. მაჰმადიანი ფილიპინელების უმრავლესობა შაფიანთა სკოლის სუნიტია. ფილიპინების ხალხურ რელიგიებს (ანტიმიზმი ან ბათალიზმი), რომლებიც ფილიპინებში ქრისტიანობასა და ისლამზე ადრე არსებობდნენ [4] დაარქივებული 2015-07-19 საიტზე Wayback Machine. , მოსახლეობის დაახლოებით 2% მისდევს. ესენია ძირითადად სხვადასხვა ტომში მცხოვრები და ქრისტიანობიდან ან ისლამიდან ხალხურ რელიგიაზე გადმოსული ადამიანები. ამ რელიგიების ელემენტები ხშირად გვხვდება ქრისტიანობაში და ისლამში. მოსახლეობის 2%, ძირითადად იაპონელი ფილიპინელები, მისდევს ბუდიზმს, ჩინელი ფილიპინელების დაახლოებით იგივე რიცხვი მისდევს დაოსიზმს და სხვა ჩინურ რელიგიებს. მოსახლეობის დაახლოებით 10% არარელიგიურია.

ქრისტიანობა ფილიპინებში 1521 წელს ფერდინანდ მაგელანის ჩამოსვლასთან ერთად გაჩნდა. მისიონერუბის საქმიანობამ ესპანეთისა და შეერთებული შტატების მმართველობის დროს გამოიწვია ქრისტიანობის ფართო გავრცელება, რომელიც აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებისთვის უჩვეულო იყო. დღეს მოსახლეობის დაახლოებით 92.5% ქრისტიანია, მათგან 80.6% კათოლიკე. კათოლიციზმი გაავრცელეს ესპანელმა კოლონისტებმა, მის გავრცელებას ხელი შეუწყო ფილიპინებში ცენტრალური ავტორიტეტის აქამდელმა არარსებობამ და მღვდელებმა, რომლებიც ქადაგებისთვის ადგილობრივ ენებს სწავლობდნენ. ახალ რელიგიასთან შეერწყმა ძველი ანიმისტური ტრადიციებივ.

კათოლიკურ ეკლესიას დიდი გავლენა აქვს ფილიპინების საზოგადოებაზე და პოლიტიკაზე. ამის ერთ-ერთი ისტორიული მაგალითია კათოლიკური ეკლესიის როლი 1986 წლის უსისხლო რევოლუციის დროს, როდესაც არქიეპისკოპოსმა აჯანყებულებს მხარი დაუჭირა და ხალხს გაერთიანებისკენ მოუწოდა. შვიდი მილიონი ადამიანი გამოეხმაურა ამ მოწოდებას და 22–25 თებერვალს მშვიდობიანმა საპროტესტო გამოსვლებმა აიძულეს პრეზიდენტი ფერდინანდ ე. მარკოსი ადგილი დაეთმო.

კათოლიკური დღესასწაულები კულტურის დიდი ნაწილია, კერძოდ შობა, აღდგომა, წმინდანთა დღე და სხვა. ზოგადად ისინი ასოცირდება ოჯახის შეკრებასთან.

ისლამმა ფილიპინებს XIV საუკუნეში მიაღწია მუსლიმი ვაჭრების მეშვეობით სპარსეთის ყურიდან და სამხრეთ ინდოეთიდან, რაც მას ფილიპინების უძველეს მონოთეისტურ რელიგიად ხდის. ესპანეთის მმართველობის დროს კატოლიციზმის გავრცელების და ესპანური ინკვიზიციის საქმიანობის გამო ისლამის პოპულარობამ სწრაფად იკლო. ამას წინააღმდეგობა გაუწია მხოლოდ რამდენიმე ტომმა სამხრეთ ფილიპინებში. ფილიპინების მუსლიმთა აბსოლუტური უმრავლესობა იცავს შაფიანის სკოლის სუნიტურ ისლამს, მცირე პროცენტი შიიტი ან აჰმადია.

1590-იან წლებში დაფიქსირდა, რომ ინკვიზიციის თავის დასაღწევად ზოგიერთი ებრაელი ფილიპინებში გაიქცა. 2006 წლის მონაცემებით მეტრო მანილა ებრაელთა უდიდესი რაოდენობით გამოირჩეოდა ფილიპინებში (დაახ. 100 ოჯახი). 2018 წლის მონაცემებით ებრაელთა მოსახლეობა 100-300 ადამიანისგან შედგება (დამოკიდებულია იმაზე, კონკრეტულად თუ ვის ჩათვლი ებრაელად). ქვეყნის ერთადერთი სინაგოგა, ბეთ იაკოვი, მაკატაში მდებარეობს.

  1. https://www.cia.gov/library/publications/resources/the-world-factbook/geos/rp.html დაარქივებული 2020-05-18 საიტზე Wayback Machine.
  2. https://web.archive.org/web/20140728203542/http://www.census.gov.ph/sites/default/files/2014 PIF.pdf
  3. https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/rp.html დაარქივებული 2015-07-19 საიტზე Wayback Machine.
  4. https://2009-2017.state.gov/j/drl/rls/irf/2013/eap/222161.htm
  5. https://books.google.com/books?id=59PnSwurWj8C&pg=PA18