რელიგია მაკაოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რელიგია მაკაოში - რელიგიური პრაქტიკების ერთობლიობა მაკაოში. მაკაოში ძირითადი რელიგიებია ჩინური ხალხური რელიგიები და ბუდიზმი. იმ პერიოდში, როდესაც ქალაქი პორტუგალიის მმართველობის ქვეშ იყო იყო (1557–1999 წლები) კათოლიციზმი ერთ-ერთი დომინანტური რელიგია გახდა, მაგრამ დღეს მისმა პოპულარობამ მნიშვნელოვნად დაიკლო. მთავრობის ინფორმაციის ბიუროს ცნობით, მოსახლეობის თითქმის 80% მისდევს ბუდიზმს [1]. 1991 წლის აღწერის მონაცემებით (ბოლო ოფიციალური აღწერა, რომლითაც რელიგიური სტატისტიკა შეგროვფა), მაკაოს მოსახლეობის 16,8% ბუდისტი იყო, 6,7% კათოლიკე, ხოლო 61% სხვა ან არცერთი რელიგიის მიმდევარი, სამლოცველოებში კი მოსახლეობის ორი მესამედი დადიოდა. ამერიკულმა კვლევის ცენტრმა "Pew Research Centre" 2011 წელს შემდეგი სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა: 58,9% ხალხური რელიგიები, 17,3% ბუდიზმი, 15,4% არარელიგიური, 7,2% ქრისტიანობა, 0,2% ისლამი და 1% სხვა. [2] დაარქივებული 2016-03-10 საიტზე Wayback Machine.

"მაკაოს ძირითადი კანონი" აღიარებს რელიგიის თავისუფლებას. მისი ტექსტის მიხედვით, მაკაოს მაცხოვრებლებს აქვთ უფლება აირჩიონ საკუთარი სარწმუნოება, მონაწილეობა მიიღონ სასურველ პრაქტიკებსა და რიტუალებში, გაავრცელონ საკითარი რწმენა, სახელმწიფო "არ ჩაერევა რელიგიური ორგაბიზაციების შინაგან საქმიანობაში". და უფლებას აძლევს მოსახლეობსს შეინარჩუნონ კავშირი ორგანიზაციებთან მაკაოს გარეთ. რელიგიურ ორგანიზაციებს აქვთ სასწავლებლების გახსნის და საკუთარი რელიგიის სწავლების და ფინანსების მართვის უფლება კანონთან შეთანხმებით.

რელიგიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიზმი (ჩინური ხალხური რელიგია)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიზმი ერთ-ერთი უძველესი ჩინური ხალხური რელიგიაა. ის ეფუძვნება შენების (ღმერთების, განსახიერებების) თაყვანისცემაზე, რომლებიც წარმოადგენენ ბუნების ძალების, წინაპრების, ოჯახების ან ლეგენდარული კულტურული გმირების სულებს.

მაკაოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვთაებაა მაზუ. თვითონ სახელწოდება "მაკაო" მომდინარეობს მაზუს ადგილობრივი სახელწოდების პორტუგალიური წარმოთქმისგან.

კონფუციანიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონფუციანიზმის იდეებმა და ზნეობრივმა ნორმებმა დიდი გავლენა იქონიეს მაკაოს კულტურაზე. 1909 წელს შეიქმნა მაკაოს კონფუციანიზმის ასოციაცია. ორგანიზაცია თავიდან პეკინის კონფუციანიზმის ასოციაციის ფილიალი იყო, მაგრამ შემდეგ დამოუკიდებლობა მოიპოვა. მაკაოს კონფუციანიზმის ასოციაციის მიზანია "პატივი სცეს კონფუციანიზმის პრინციპებს, გაავრცელოს წმინდა მადლი, უზრუნველყოფა კონფუციური განათლების მათთვის, ვისაც სურთ მისი მიღება და კონფუციური კულტურის პოპულარიზაცია". ამ მიზნით 1913 წელს ორგანიზაციამ მაკაოში პატარა სკოლა დააარსა. 1960 წელს ორგანიზაციამ დაბეჭდა კონფუცის რჩეული გამონათქვამების კრებული საშუალო სკოლებისთვის. მასში შედის 74-მდე გამონათქვამი კონფუცის სხვადასვა ნაშრომიდან. მისი მიზანია მოსწავლეებს დახმარება მათ დამახსოვრებაში

კონფუცის დაბადების დღეს, რომელიც მთვარის კალენდრით 27 აგვისტოს აღინიშნება, ორგანიზაცია ატარებს ხსენების და წირვის ცერემონიალს, რომელშიც სკოლის მოსწავლეები სურვილით მონაწილეობას იღებენ.

ბუდიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო საინფორმაციო ბიუროს ცნობით, მოსახლეობის თითქმის 80% ბუდიზმს მისდევს [3]. ბუდიზმი მაკაოში მთავარი რელიგიაა, რაც აისახება მაკაოს კულტურასა და ისტორიაში. მაკაოში ხალხის უმეტესობას დიდი რწმენა აქვს ბუდიზმის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ სამლოცველოებში ხშირად არ დადიან. სხვა შეფასებებით, ბუდიზმის და ხალხური რელიგიების მიმდევრები საერთო მოსახლეობის 92% -ს შეადგენს.

ჩინური ხალხური რელიგია დაოსიზმი დღეს უმეტესად ბუდიზმთან შერწყმულ ფორმაში არსებობს.[4]

ისლამი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისლამი მაკაოში მინგის დინასტიამდე არსებობდა. ისლამის შემოღების ზუსტი პერიოდი და ისტორია დავის საკითხია, მაგრამ ზოგადად ითვლება, რომ იგი რეგიონში არაბმა და სპარსელმა ვაჭრებმა შემოიტანეს. მეორე მსოფლიო ომის დროს ეთნიკური ჰუი მუსლიმების დიდი რაოდენობა ჩინეთიდან გაიქცა მაკაოში.

2007 წელს მაკაოში არსებობდა ერთი მეჩეთი და ერთი მაჰმადიანთა სასაფლაო, რომელიც ემსახურებოდა ქალაქის "მაკაოს ისლამური საზოგადოების" 400 მუსლიმს. ეს მეჩეთი განახლებული იყო 2007 წლის ბოლო თვეებში, დაგეგმილი იყო მისი ზომის გაორმაგრბა და მეჩეთის გათანამედროვება. როგორც მუსლიმები, ასევე კათოლიკეები ზოგჯერ ირჩევენ თავიანთი შვილებისთვის სახელებს ფატიმა, ომარი ან სორაია.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://2009-2017.state.gov/j/drl/rls/irf/2012/eap/208228.htm
  2. http://www.pewforum.org/files/2012/12/globalReligion-tables.pdf დაარქივებული 2016-03-10 საიტზე Wayback Machine.
  3. https://web.archive.org/web/20130615144217/http://history.cultural-china.com/en/43H6784H12302.html
  4. http://en.minghui.org/html/articles/2018/2/23/168849.html
  5. http://www.facts.org.cn/Recommendations/201512/31/t20151231_3320182.htm დაარქივებული 2016-05-27 საიტზე Wayback Machine.