შინაარსზე გადასვლა

რელიგია ირანში

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რელიგია ირანში - რელიგიური პრაქტიკების ერთობლიობა ირანში. ირანის უძველესი რელიგიაა ზოროასტრიზმი. ზოროასტრიზმი ირანის ძირითადი რელიგია იყო აქემენიდების იმპერიის (ძვ. წ. 550–330), პართენის იმპერიის (ძვ. წ. 247 - ახ. წ. 224) და სასანიდების იმპერიის დროს (ახ. წ. 224–651). 651 წელს რაშიდუნის სახალიფომ დაიპყრო სპარსეთი და ქვეყანაში მთავარ რელიგიად ისლამი იქცა. მონღოლთა შემოსევამდე ძირითადი მიმდინარეობა სუნიზმი იყო, შემდგომში ირანში შიიზმი გაბატონდა [1].

ზორორასტრიული ტაძარი

დღევანდელი რელიგიური პროცენტული მაჩვენებლები სადავოა [2]. 2011 წლის აღწერის თანახმად ირანელთა 99,98% მუსულმანია, დანარჩენი მოსახლეობა კი მისდევს ქრისტიანობას, იუდაიზმს აბ ზოროასტრიზმს. მაგრამ ირანის მთავრობა არ ცნობს არარელიგიურონსს და ბევრ რელიგიას და მიმდინარეობას, ისლამის.უპატივცემულობა კი დასჯადია, ამიტომ ოფიციალური მონაცემები საეჭვოა. 2020 წლის ირანის ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ირანელთა 96,5% მუსულმანია [3]. ირანის გარეთ დაფუძნებული ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა ონლაინ კვლევამ კი აჩვენა, რომ ირანში გაცილებით ნაკლები მუსლიმია (32,2% შიიტი, 5,0% სუნიტი და 3,2% სუფი) და მნიშვნელოვანი ნაწილი არ მისდევს არც ერთ რელიგიას (22.2%. ბევრი იდენტიფიცირდება როგორც ათეისტი, აგნოსტიკოსი ან არარელიგიური ჰუმანისტი [4].

რელიგიური თავისუფლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირანი ისლამური რესპუბლიკაა. ირანის კონსტიტუციით მიხედვით ოფიციალური რელიგია არის ისლამი და ისლამის სხვადასხვა მიმდინარეობები სრულიად აღიარებულია. ისლამის ყველა მიმდინარეობის წარმომადგენლებს აქცთ რელიგიურ რიტუალებში საკუთარი წესდების გამოყენების უფლება, აღიარებულია ქრისტიანი, ებრაელი და მაზდიანი უმცირესობები. ამ სამი რელიგიის წარმომადგენლებისთვის პარლამენტში 270 ადგილიდან ხუთ-ხუთი არის დათმობილი. მიუხედავად ამის, მთავრობაში მაღალი თანამდებობები მხოლოდ მუსლიმებისთვისაა განკუთვნილი. ყველა უმცირესობის რელიგიური ჯგუფის წევრებს, მათ შორის სუნიტ მუსლიმებს, ეკრძალებათ პრეზიდენტად არჩევა. ებრაულ, ქრისტიანულ და ზოროასტრიულ სკოლებს კანონით მუსლიმი დირექტორი უნდა ჰყავდეთ. კანონი მხარს უჭერს ისლამის მიღებას - მაგ. ისლამის მიღების შემთხვევაში შვილი მემკვიდრეობით მშობლების მთლიან ქონებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ დედმამისშვილები ისლამს არ მიიღებენ.

მუსლიმებთან თანასწორი უფლებები ბევრ უმცირესობას არ გააჩნია, მაგრამ რელიგიური თავისუფლების შესახებ პრეტენზიები ძირითადად ბაბიზმის რწმენის დევნას უკავშირდება - ქვეყნის უდიდეს რელიგიურ უმცირესობის, რომელიც აქტიურად იდევნება. დანგრეული იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ბაბისტური სასაფლაო და წმინდა ადგილი, ასევე ვრცელდება ინფორმაცია რელიგიური მრწამსის საფუძველზე დაპატიმრების, შევიწროების, დაშინების, დისკრიმინაციისა და მკვლელობის შესახებ [5].

ისლამიდან სხვა რელიგიაზე გადასვლა აკრძალულია და ზოგ შემთხვევაში სიკვდილით ისჯება. სხვადასხვა კანონით გათვალისწინებულია სხვადასხვა სასჯელი მუსლიმებისთვის და არამუსლიმებისთვის - მაგ. მუსლიმი კაცი, რომელმაც ცოლს უღალატა მუსლიმ ქალთან ას წკეპლას იღებს; არამუსულმანი კაცი მუსლიმ ქალთან ღალატისთვის სიკვდილით ისჯება [6] დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. .

2020 წელს GAMAAN– ის მიერ ჩატარებულმა ონლაინ კვლევის მონაცემებით გამოკითხული ირანელების 8,8% ათეისტია.

ირანის მთავრობა ოფიციალურად არ აღიარებს არარელიგიურ მოსახლეობას, რაც პრობლემაა სტატისტიკის შეგროვებისთვის - არარელიგიური, ათეისტი, აგნოსტიკოსი და ისლამისგან მოქცეული მოსახლეობა სავარაუდოდ, მთავრობის სტატისტიკით მუსულმანების 99%-ში შედის [7] დაარქივებული 2017-11-07 საიტზე Wayback Machine. .

  1. https://books.google.com/books?id=IfxMeDl6BZgC&dq=The+books+of+Ezra+and+Nehemiah+Fensham&printsec=frontcover&source=bn&hl=en&ei=6sqOTJSYD8mecZbBvK8M&sa=X&oi=book_result&ct=result&resnum=4&ved=0CCEQ6AEwAw#v=onepage&q&f=false
  2. https://www.loc.gov/law/help/apostasy/index.php#iran
  3. https://www.bbc.com/persian/blog-viewpoints-43880862
  4. http://www.worldvaluessurvey.org/WVSDocumentationWV7.jsp
  5. https://theconversation.com/irans-secular-shift-new-survey-reveals-huge-changes-in-religious-beliefs-145253
  6. http://www.fidh.org/IMG/pdf/ir0108a.pdf
  7. https://www.hrw.org/reports/1997/iran/Iran-04.htm დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
  8. https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/index.html დაარქივებული 2017-11-07 საიტზე Wayback Machine.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რელიგია_ირანში“-დან