რელიგია ინდოეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რელიგია ინდოეთში - რელიგიური პრაქტიკების ერთობლიობა ინდოეთის ტერიტორიაზე. ინდოეთის სუბკონტინენტი მსოფლიოს უდიდესი რელიგიებისგან ოთხი რელიგიის სამშობლოა; კერძოდ ინდუიზმის, ბუდიზმის, ჯაინიზმის და სიქხიზმის. 2011 წლის აღწერის მონაცემებით, ინდოეთის მოსახლეობის 79,8% ინდუიზმს მისდევს, 14,2% ისლამს, 2,3% ქრისტიანობას, 1,7% სიქხიზმს, 0,7% ბუდიზმს და 0,4% ჯაინიზმს. ზოროასტრიზმს, სანამაჰიზმს და იუდაიზმს ინდოეთში ასევე გრძელი ისტორია აქვს და თითოეულ მათგანს რამდენიმე ათასი ინდოელი მიმდევარი ჰყავს. ინდოეთში ცხოვრობს მსოფლიოში ზოროასტრიზმის მიმდევრების ყველაზე დიდი რაოდენობა, მიუხედავად იმის, რომ ეს რელიგია სპარსეთში წარმოიშვა [1]. ინდოეთის ისტორიის განმავლობაში რელიგია ქვეყნის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. რელიგიური მრავალფეროვნება და რელიგიური ტოლერანტობა ქვეყანაში დამკვიდრებულია როგორც კანონით, ასევე წეს-ჩვეულებებით. ინდოეთის კონსტიტუცია რელიგიური თავისუფლების უფლებას ყოველი ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებად აღიარებს.

მსოფლიოში ინდუიზმის მიმდევრების 94% ინდოეთში ცხოვრობს [2]. ინდოეთში მდებარეობს ინდუისტური სამლოცველოების უმეტესობა. დასავლეთის ქვეყნებში პოპულარული გახდა ინდური რელიგიების ისეთი ელემენტები, როგორც იოგა, მედიტაცია, აიურვედული მედიცინა, მკითხაობა, კარმა და რეინკარნაცია. ინდოეთის სუბკონტინენტი ასევე შეიცავს მსოფლიოში მუსლიმთა უდიდეს მოსახლეობას, მთლიანი მუსლიმების დაახლოებით მესამედი სამხრეთ აზიაში ცხოვრობს. 2050 წლისთვის პროგნოზირებულია ინდოეთის მაჰმადიანი მოსახლეობის გაზრდა 311 მილიონამდე, ინდონეზიის გადასწრება და მსოფლიოს პროცენტულად უდიდესი მუსლიმი მოსახლეობის ადგილის დაკავება, თუმცა ინდოეთის მოსახლეობა შეინარჩუნებს ინდუისტთა უმრავლესობას (დაახლოებით 77%) [3].

რელიგიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდუიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდუიზმი უძველესი რელიგიაა ინდოეთში მიმდევრების ყველაზე დიდი რაოდენობით - 2011 წლის მონაცემებით დაახლოებით 966 მილიონი ადამიანი, რაც მოსახლეობის 79,8% -ს შეადგენს. ინდუიზმი მრავალფეროვანია, მასში გვხვდება მონოთეიზმი, ჰენოთეიზმი, პოლითეიზმი, პანთეიზმი, პანთეიზმი, მონიზმი, ათეიზმი, აგნოსტიციზმი და გნოსტიციზმიც. ინდუისტების უმეტესობა რელიგიურ რიტუალებს ყოველდღიურად ასრულებს და ზოგადად რელიგიურია.

ბუდიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუდიზმი არის ინდური ტრანსტეისტული რელიგია და ფილოსოფია. ინდოეთში დაახლოებით 8,5 მილიონი ბუდისტი ცხოვრობს, რაც მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 0,7% -ს შეადგენს. ბუდიზმი ძირითადად ჰიმალაის ქედის მთისწინეთში გვხვდება და მნიშვნელოვანი რელიგიაა სიქხიმში.

ისლამი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისლამი არის მონოთეისტური რელიგია, რომლის ცენტრალური იდეებია ერთი ღმერთის - ალაჰის რწმენა და მუჰამედის მაგალითით ცხოვრება. ისლამი რელიგიურ უმცირესობათა შორის უმსხვილესი რელიგიაა ინდოეთში. ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 14,2% ან დაახლ. 200 მილიონი ადამიანი ისლამის მიმდევარია (2018 წლის შეფასება). ინდოეთში მუსლიმების უდიდესი რაოდენობაა იმ ქვეყნებს შორის, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა არ არის მუსლიმი. მუსულმანები უმრავლესობას წარმოადგენენ შტატებში ჯამუ, კაშმირი და ლახშადვიპი.

1947 წელს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ინდოეთში პერიოდულად ადგილი აქვთ რელიგიურ კონფლიქტებს მუსლიმების და ინდუისტების შორის, განსაკუთრებით გამოირჩევა ინდოეთის სისხლიანი დაყოფა. კონფლიქტის მიზეზი ძირითადად ინდუისტების ნაციონალიზმის და ისლამური ფუნდამენტალიზმის მიზეზია. მიუხედავად რელიგიური თავისუფლრბის აღიარების ინდოეთის კონსტიტუციის მიერ, კონფლიქტებმა ინდოეთის ზოგ ნაწილში ის შეზღუდეს. კონფლიქტები აღინიშნება სხვა რელიგიების წარმომადგენელთა შორისაც.

გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგიას დიდი გავლენა აქვს ინდურ დიეტაზე და სამზარეულოზე. [4] [5] მსოფლიოს უდიდესი ვეგეტერიანული პოპულაციაა, ბევრი ასევე არ ჭამს რძის პროდუქტებს. ჯაინიზმის ნებისმიერი მიმართულება და სექტა მოითხოვს უარის თქმას ხორცზე და ასევე ნებისმიერ მიწიდან ამოთხრილ ბოსტნეულზე (მათში შედის კარტოფილი და ტკბილი კარტოფილი, ნიორი და ა.შ.). ისლამი და იუდაიზმი კრძალავს ღორის ხორცს.

ინდუიზმში ცხოვრების ეტაპების აღმნიშვნელი რიგი რიტუალი და დღესასწაული არსებობს. აღინიშნება დაბადება, ქორწინება და სიკვდილი, ასევე პირველი მკვრივი საკვების მიღება და, მაღალ კასტებში. "წმინდა ძაფის რიტუალი".

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Charlton, Sue Ellen M (2004). Comparing Asian Politics: India, China, and Japan. Westview Press. ISBN 0-8133-4204-X.
  • Chatterjee, S; Datta, D (1984). "An Introduction to Indian Philosophy" (8th ed.). University of Calcutta. ASIN: B0007BFXK4.
  • Chopra, R.M., "A Study of Religions" (2015), Anuradha Prakashan, New Delhi, ISBN 978-93-82339-94-6
  • Dundas, Paul (2002) [1992], The Jains (Second ed.), London and New York: Routledge, ISBN 0-415-26605-X
  • Fowler, Jeaneane D (1997). Hinduism: Beliefs and Practices. Sussex Academic Press. ISBN 1-898723-60-5.