რელიგია იაპონიაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რელიგია იაპონიაში - რელიგიური პრაქტიკების ერთობლიობა იაპონიაში. ორი ძირითადი სარწმუნოება იაპონიაში სინთოიზმი და ბუდიზმია, რომლებსაც ხშირად ერთდროულად მისდევენ. შეფასებების თანახმად, მოსახლეობის 80% გარკვეულწილად იცავს სინთოისტურ რიტუალებს, თაყვანს სცემს წინაპრებსა და სულებს სახლის და საზოგადოებრივ სამლოცველოებში. მოსახლეობის თითქმის იგივე პროცენტი თავის თავს ბუდისტად თვლის. მათი სინკრეტული კომბინაცია ზოგადად შინბუცუ-შაგის სახელითაა ცნობილი. "რელიგია", როგორც ორგანიზებული დოქტრინალური სისტემა, რომელიც მოითხოვს მკაცრ დაცვას ხა უარყოფს სხვა მსგავს სისტემებს იაპონიისთვის უცხო დასავლური კონცეპტია. სულიერება და მასთან დაკავშირებული პრაქტიკები პირადულად ითვლება, მათ ყოველი ადამიანი თავისთვის თვითონ ირჩევს, რელიგიასთან მიკუთვნება უცხო ცნებაა. მიუხედავად იმის, რომ მოსახლეობის უმეტესობა სინთოიზმს იცავს, მხოლოდ 3% თავის თავს სინთოისტად თვლის, რადგან ითვლება, რომ ეს სინთოიზმის რომელიმე სექტაში გაერთიანებას გულისხმობს.[1] მოსახლეობის ორი მესამედი თავის თავს "არარელიგიურად" თვლის, მაგრამ ამაში ჩვეულებრივ, "ნორმალურ" რელიგიურობას გულისხმობს. რელიგიის ობიექტური უარყოფა შეინიშმება ქალაქების განათლებულ მოსახლეობაში, თუმცა მისი პროცენტული შეფასება ძნელია.[2]

რელიგიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინთოიზმი (სინთო)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინთო, ასევე კამი-ნო-მიჩი იაპონიის ძირძველი რელიგიაა, რომელიც ეფუძვნება ღმერთების და სულების თაყვანისცემას და იაპონიის უძველეს ტრადიციებს და მითოლოგიას. სინთო ყველაზე დიდი რელიგია იაპონიაში, მას იცავს მოსახლეობის თითქმის 80% , თუმცა მათგან მხოლოდ მცირე პროცენტი გამოკითხვებში ასახელებს თავს "სინთოისტად". ეს გამოწვეულია იმით, რომ "სინტოს" სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს იაპონიაში: იაპონელთა უმეტესობა დადის სინტოს სამლოცველოებში და თაყვანს სცემს კამის (სული, ღმერთი, ღვთაებრივობა) ცნებას, მაგრამ სიტყვა "სინთოისტი" ასოცირდება სინთოისტურ სექტებთან, სინთოს ხალხურ რწმენაში ინიციაციის რიტუალები და კრიტერიები არ არსებობს. ქვეყანაში სინთოს აქვს 100 000 სალოცავი და 78 890 მღვდელი.

ბუდიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუდიზმი (ბუკიო) პირველად იაპონიაში VI საუკუნეში გაჩნდა, იგი შემოიღეს 538 ან 552 წელს კორეულ ბეკჯის სამეფოდან. ბეკჯის მეფემ იაპონიის იმპერატორს გაუგზავნა ბუდას სურათი და რამდენიმე სუტრა. კონსერვატიული ძალების მოკლე, მაგრამ სასტიკი წინააღმდეგობების დაძლევის შემდეგ, 587 წელს იაპონიის სამეფო კარმა ბუდიზმი მიიღო. ამ პერიოდში დაიწყო იაპონიაში აქტიური მიგრაცია კორეიდან და სხვა ქვეყნებიდან, სადაც ვუდიზმი ფართოდ გავრცელებული იყო, ასევე დაიწყო ბუდისტური სამლოცველოების მშენებლობა. თანდათან გავრცელდა ბუდიზმის სხვადასხვა სახეობა და მიმართულება, ზოგი მხოლიდ იაპონიისთვის დამახასიათებელი. დღეს ბუდიზმს გარკვეულწილად იაპონიის მოსახლეობის 80% პროცენტამდე მისდევს.

ახალი რელიგიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნეში (განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ) იაპონიის საზოგადოებამ განიცადა დიდი ცვლილებები, მათ შორის სწრაფი ინდუსტრიალიზაცია და ურბანიზაცია. ამან ცვლილებები ტრადიციულ ხალხურ სარწმუნოებაშიც გამოიწვია, ხოლო 1947 წლის კონსტიტუციით ჩამოყალიბებული რელიგიური თავისუფლების უფლებამ შექმნა სივრცე ახალი რელიგიური მოძრაობების გავრცელებისთვის. ჩამოყალიბდა სინთოს ახალი სექტები, ასევე მსგავსი მოძრაობები, რომლებიც დამოუკიდებელი რელიგიის სტატუსს მოითხოვენ და ასევე ბუდიზმის ახალი ფორმები.

დღესასწაულები და რიტუალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასიცოცხლო ციკლთან დაკავშირებული მოვლენები სინთოისტურ ტაძრებში წასვლით აღინიშნება, მათ შორისაა დაბადება, პირველი, მესამე, მეშვიდე და მეოცე (ზრდასრულობა) დაბადების დღე. ქორწინების ცერემონია დღეს ხშირად დასავლურ ქრისტიანულ სტილში იმართება (იაპონიაში გამოიყენება ტერმინი "თეთრი ქორწილი"), თუმცა, მიუხედავად ქრისტიანული რიტუალების შესრულების, ეკლესია და მღვდელი ცერემონიაში არ მონაწილეობს და ზოგადად "თეთრი ქორწილი" არარელიგიურად ითვლება [3]. სიკვდილთან ასოცირებული თარიღების 90%-მდე ბუდისტურ სამლოცველოებში იმართება და ზოგადად ბუდისტური რიტუალებით იმართება.

ბევრი დღესასწაული არარელიგიურია, ზოგი ჩინური წარმოშობიშაა. ახალი წელი (1-3 იანვარი) არარელიგიურად ითვლება, მაგრამ ხშირია ამ დღეს სინთოისტურ ტაძრებში წინაპრებისთვის ლოცვა და ტრადიციული სამოსის ჩაცმა, ასევე თემატური იაპონური სტილის დეკორაციები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Earhart, H. Byron. Japanese Religion: Unity and Diversity, in The Religious Life of Man Series. Second ed. Encino, Calif.: Dickenson Publishing Co., 1974. ISBN 0-8221-0123-8
  • Matsunaga, Daigan; Matsunaga, Alicia (1996), Foundation of Japanese Buddhism, Vol. 1: The Aristocratic Age, Los Angeles; Tokyo: Buddhist Books International. ISBN 0-914910-26-4
  • Matsunaga, Daigan, Matsunaga, Alicia (1996), Foundation of Japanese Buddhism, Vol. 2: The Mass Movement (Kamakura and Muromachi Periods), Los Angeles; Tokyo: Buddhist Books International. ISBN 0-914910-28-0
  • Picken, Stuart D. B. (1994). Essentials of Shinto an Analytical Guide to Principal Teachings. Westport, Conn.: Greenwood Press. ISBN 9780313369797.
  • Staemmler, Birgit, Dehn, Ulrich (ed.): Establishing the Revolutionary: An Introduction to New Religions in Japan. LIT, Münster, 2011. ISBN 978-3-643-90152-1