რელიგია აზიაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რელიგია აზიაში - რელიგიური პრაქტიკების ერთობლიობა აზიის რეგიონში. აზია ტერიტორიით და მოსახლეობის რაოდენობით უდიდესი კონტინენტია, აქ წარმოიშვა მსოფლიოს უძველესი წამყვანი რელიგიები, მათ შორის ბუდიზმი, ქრისტიანობა, კონფუციანიზმი, ინდუიზმი, ისლამი, ჯაინიზმი, იუდაიზმი, შინტო (სინტოიზმი), სიქიზმი, დაოსიზმი და ზოროასტრიზმი. აზია გამოირჩევა კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნებით, რეგიონში აქტიურია მსოფლიოს ყველა ძირითადი რელიგიური ტრადიცია და მუდმივად ჩნდება ახალი მიმდინარეობები. აზიის ყველაზე დიდი რელიგიებია ინდუიზმი და ისლამი, ორივეს დაახლ. 1,2 მილიარდი მიმდევარი ჰყავს.

უდიდესი რელიგიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდუიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდუიზმი აზიის და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი რელიგიაა, რომელსაც დაახლოებით 1,2 მილიარდი მიმდევარი ჰყავს [1]. დემოგრაფიულად ინდუიზმი უმსხვილესი რელიგია ინდოეთში (79,8%), ნეპალში (81,3%) და კუნძულ ბალიზე (83,5%), [2] აქვს მიმდევრონა აზიის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორისაა ბუტანი, ფიჯი, ინდონეზია, მალაიზია, ბანგლადეში, პაკისტანი სინგაპური, შრი-ლანკა, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ომანი, იემენი, რუსეთი, საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, ქუვეითი, კატარი, მიანმარი, ფილიპინები და ავღანეთი. ინდუიზმის აქვს რამოდენიმდ მთავარი მიმდინარეობა: ვიშნავიზმი, შივიზმი, შმარტიზმი და შაქტიზმი. მაგრამ ინდუისტების დაყოფა ათასამდე მიმდინარეობად შეიძლება. 2020 წლის მონაცემებით ინდოეთში ინდუისტების მოსახლეობა 1.10 მილიარდს შეადგენს. ნეპალში - 23,5 მილიონს, ბანგლადეშში 14,5 მილიონი ინდუისტია.

ინდუიზმი უფრო ძველია, ვიდრე ჩაწერილი ისტორია, ამიტომ მისი წარმოშობის ზუსტი დრო უცნობია. ინდუიზმს არ ჰყავს ერთი დამფუძნებელი; ის მრავალფეროვანი ტრადიციების, მითოლოგიებისა, პრაქტიკებისა და რწმენების შერწყმის შედეგია. ბუდიზმი, ჯაინიზმი და სიქხიზმი ძველ ინდოეთში ინდუიზმიდან წარმოიშვა.

ისლამი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისლამი აზიის ერთ-ერთი უდიდესი რელიგიაა დაახლოებით 1,2 მილიარდი მიმდევარით [3][მკვდარი ბმული]. ისლამი მონოთეისტური აბრაამული რელიგიაა, რომელიც ეფუძვნება ყურანის წმინდა წიგნს, რომელიც ღმერთის (ალაჰის) სიტყვებად ითვლება და მუჰამედის სწავლებებს, რომელსაც ღმერთის უკანასკნელ წინასწარმეტყველად თვლიან. სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ყველაზე დიდი მუსულმანური მოსახლეობა ინდონეზიაში, პაკისტანში, ინდოეთსა და ბანგლადეშშია, ყოველ ქვეყანაში 100 მილიონზე მეტი მიმდევარით. აშშ-ს მთავრობის მონაცემებით 2006 წელს ჩინეთში 20 მილიონი მუსლიმი ცხოვრობდა. დასავლეთ აზიაში უდიდესი მუსლიმური მოსახლეობა ირანსა და თურქეთშია, შუა აზიაში - ავღანეთი და უზბეკეთი.

ბუდიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუდიზმი სიდიდით მეოთხე მსოფლიო რელიგიაა და მესამე აზიაში, აზიის მოსახლეობის 12% ბუდისტია [4] დაარქივებული 2013-11-16 საიტზე Wayback Machine. . ბუდიზმი უმრავლესობის რელიგიაა მონღოლეთში (54%), ლაოსაში (67%), შრი-ლანკაში (70%), იაპონიაში (20%. - 36% ან 67%), ბუტანში (75%), ტიბეტში (79%), მიანმარში (89%), ტაილანდში (95%) და კამბოჯაში (98%). დიდი ბუდისტური მოსახლეობა ცხოვრობს ჩინეთში (18,2%), ტაივანში (35%), მაკაოში (17%), ჩრდილოეთ კორეაში (13,8%), ნეპალში (10,7%), ვიეტნამში (10%), სინგაპურში (33%), ჰონგ კონგში (15%) და სამხრეთ კორეაში (22,9%) [5] დაარქივებული 2013-11-16 საიტზე Wayback Machine. . აქვს გარკვეული მიმდევრობა ინდოეთში, ინდონეზიაში, მალაიზიაში, ბრუნეიში, ფილიპინებსა და რუსეთში. ბუდიზმი დააარსა სიდჰარტა გაუტამამ, რომელიც ბუდას სახელითაა ცნობილი.

დაოსიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაოსიზმი მრავალფეროვანი ფილოსოფიური და რელიგიური ტრადიციის რელიგიაა, რომელიც დაფუძვნებულია "დაოს" (გზა, პრინციპი, მამოძრავებელი ძალა) პრინციპის თანახმად ცხოვრების წესზე. კონცეფცია ეზიარება სხვა ჩინურ ფილოსოფიებსა და რელიგიებს.

დაოსიზმის ფუძემდებლად ითვლება ფილოსოფოსი ლაოცზი, რომლის ფილოსოფია დაოსიზმის ეტალონად ითვლება. თუმცა, ზოგი უარჰყოფს მის არსებობას.

დაოსიზმის პრინციპებია კეთილსინდისიერება და ეთიკა, ბუნებრივობა, სიმარტივე და მინიმალიზმი, " სამი საგანძური": თანაგრძნობა, ზომიერებას და თავმდაბლობა და სხვა დაოსიზმის გარკვეული სკოლების მიხედვით.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Jain Knowledge Warehouses: Traditional Libraries in India, John E. Cort, Journal of the American Oriental Society, Vol. 115, No. 1 (January – March, 1995), pp. 77–87
  2. https://www.pewforum.org/2012/12/18/global-religious-landscape-hindu/
  3. http://www.censusindia.net
  4. https://web.archive.org/web/20120618082507/http://www.encyclopedia.com.my/volume10/buddhismhistory.html
  5. http://www.buddhanet.net/e-learning/buddhistworld/indo-txt.htm