რეკელ უელჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
რეკელ უელჩი
RaquelWelchApr2010(2).jpg
2010 წლის აპრილი
დაბადების სახელი ჯო რეკელ ტეჯადა
დაბადების თარიღი 5 სექტემბერი, 1945 (80 წლის)
ჩიკაგო, ილინოისი, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი
სიმაღლე 1.68 სმ.
მეუღლე(ები)

ჯეიმს უელჩი (1959-1964) პატრიკ კურტისი (1967-1972) ანდრე ვეინფილდთი (1980-1990)

რიჩარდ პალმერი (1999-2004)
შვილ(ებ)ი 2
ჯილდოები ოქროს გლობუსი

რეკელ უელჩი (ინგლ.Raquel Welch, დ. 1940 წლის 5 სექტემბერს) —ამერიკელი მსახიობი და 1970-იანი წლების სექს-სიმბოლო.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯო რაკელ ტეჯადა დაიბადა  ჩიკაგოში. დედა- ინგლისელი ხოლო მამა ბოლივიელი იყო. გოგონა პატარაობიდან გამოირჩეოდა არტისტიზმით და ცხრამეტი წლის ასაკიდან  სამოყვარულო თეატრში გამოდიოდა. შვიდიდან ჩვიდმეტ წლამდე დადიოდა ბალეტზე, მაგრამ იძულებული გახდა, მიეტოვებინა, რადგან ინსტრუქტორმა უთხრა, რომ მას არ ჰქონდა ბალეტისათვის შესაფერისი ფიგურა. 14 წლის ასაკში გაიმარჯვა სილამაზის კონკურსებში და მოიპოვა ტიტულები:  Miss Photogenic და Miss Contour.[1][2]

1959 წელს მან იქორწინა ჯეიმს უელჩზე. შემდგომში უკვე მეუღლის გვარით გახდა ცნობილი ფართო აუდიტორიისათვის. მეუღლესთან ერთად იგი დასახლდა სან-დიეგოში, სადაც ადგილობრივ ტელევიზიაში ამინდის წამყვანად დაიწყო მუშაობა. სწავლობდა კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოში, მაგრამ ორი ბავშვის აღზრდით და სამსახურით დატვირთული იძულებული გახდა დაეტოვებინა უნივერსიტეტი. განქორწინების შემდეგ მან შვილები წაიყვანა და დალასში გადავიდა, სადაც გამოდიოდა «Neiman Marcus»( ნეიმან მარკუსის) ფირმის მოდების  ჩვენებებში.[3]

1987 წლის სექტემბერი

გარკვეული წარმატების მიღწევის შემდეგ, ჰოლივუდში გაემგზავრა, სადაც 1964 წლიდან მონაწილეობდა ფილმებში. პოპულარობა მოუტანა ფილმებმა „ფანტასტიკური მოგზაურობა“ და „მილიონი წელი ჩვენს ერამდე“(1966). სემდგომმა როლებმა დიდ ეკრანზე მას ვერ მოუტანა წარმატება. სექსუალური იმიჯის მქონე მსახიობს რეჟისორები არ იწვევდნენ სრიოზულ როლებზე. გამონაკლისი იყო კონსტანცია ბონასიე როლი ფილმში „სამი მუშკეტერი:დედოფლის გულსაკიდი“ (1974), რისთვისაც მიიღო პრემია „ოქროს გლობუსი“.[4][5][6]

მომხიბლავმა გარეგნობისა და პოპულარობის შედეგად 70-იან წლებში  მსახიობი Playboy- ს გარეკანზე აღმოჩნდა, რომელმაც თავის მხრივ რეკელ უელჩს უწოდა "1970-იანი წლების ყველაზე სასურველი ქალი". გარდა ამისა, უელჩი რამდენჯერმე გამოჩნდა ტელევიზიაში, გარკვეული დროის განმავლობაში იყო საკუთარი სატელევიზიო შოუს წამყვანი და ასევე მონაწილეობდა ლას – ვეგასის მუსიკალურ შოუებში.[7][8][9][10][11]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნენსი რეიგანი, რეკელ უელჩი და ანდრე ვეინფელდი

1959 წლის მაისში მსახიობმა იქორწინა თავის სკოლის მეგობარ ჯეიმს უელჩზე, მაგრამ ქორწინება 1962 წელს დასრულდა (ოფიციალური განქორწინება 1964 წელს მოხდა). 1967 წელს დაქორწინდა პროდიუსერ პატრიკ კურტისზე; წყვილი ხუთი წლის შემდეგ დაშორდა. შემდეგი ქორწინება (1980-1990) იყო ფრანკო-ამერიკელ პროდიუსერთან ანდრე ვეინფილდთან. ბოლო ქორწინება - პიცერიის ქსელის Mulberry Street Pizzeria  მფლობელ რიჩარდ პალმერთან 1999 წელს შედგა, მაგრამ 2003 წელს წყვილი დაშორდა.მოგვიანებით რეკელ უელჩმა განაცხადა, რომ იგი აღარ აპირებს ქორწინებას.[12][13][14]

პირველი ქორწინებიდან მსახიობს ორი შვილი ჰყავს - ვაჟი დეიმონ უელჩი (დაიბადა 1959 წლის 6 ნოემბერს) და ქალიშვილი, მსახიობი ტანია უელჩი (დაიბადა 1961 წლის დეკემბერს). დედის კვალდაკვალ, 1995 წელს ტანია გამოჩნდა Playboy- ის გარეკანზე.[15][16]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სათაური როლი
1966 [[ფანტასტიკური მოგზაურობა]] კორა
1966 [[მილიონი წელი ჩვენს ერამდე]] ლოანა
1967 უძველესი პროფესია მსოფლიოში კურტიზანი ქალი (ნოველა „შესანიშნავი ეპოქა)
1967 ყველაზე დიდი კუში ჯულიანა
1967 ფატომი ფატომ ჰერვილი
1967 სურვილებით დაბრმავებული ლილიანი
1968 ბანდოლიერო მარია სტოუნერი
1968 გოგონა ცემენტში კიტ ფორესტი
1969 ასი ვაზნა სარიტა
1969 სასწაულმოქმედი ქურუმი ქალი მახვილით
1969 ნათება მიშელი
1970 საყვარელი ელენა
1970 მაირა ბრეკინრიჯი მაირა ბრეკინრიჯი
1971 ხანი კოლდერი ხანი კოლდერი
1972 ლურჯი წვერი მონაზონი
1973 უკანასკნელი კრუიზი იახტაზე „შეილა“ ელისი
1973 სამიმუშკეტერი:დედოფლის გულსაკიდი კონსტანცია ბონასიე
1974 ოთხი მუშკეტერი: მილედის შურისძიება კონსტანცია ბონასიე
1975 ველური საღამო კუინი
1977 [[ურჩხული]] ჯეინ გარდნერი
1977 [[უფლისწული და მათხოვარი]] ლედი ედიტი
1993 სიყვარულის სიმღერა:ცეცხლი და ვნება პოლა ისთმენი
1993 დაბინძურებული სისხლი ელიზაბეტ ჰეისი
1996 ნიუ-იორკი. ცენტრალური პარკი დიანა ბროკი
1996—2004 საბრინა-პატარა ჯადოქარი ვესტა სპელმანი
2001 კანონიერი ქერათმიანი მისის უინდჰემ ვანდერმარკი
2013 ვერსაჩეს სახლი დეიდა ლუჩია

გარე ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Welch, Raquel (2010) Raquel: Beyond the Cleavage p. 4). ISBN 9781602861176. Retrieved March 17, 2020. I WAS BORN in 1940 in the Windy City, Chicago. Not ideal for a new-born baby girl with thin Mediterranean blood, courtesy of my Spanish father.
  2. Longworth, Karina. (October 21, 2014). "Raquel Welch, From Pin-up to Pariah"[მკვდარი ბმული] You Must Remember This.Retrieved December 1, 2016.
  3. Strodder, Chris. (2007). The Encyclopedia of Sixties Cool: A Celebration of the Grooviest People, Events, and Artifacts of the 1960s. CA: Santa Monica Press.
  4. "RaquelWelch". Glamour Girls of the Silver Screen. Retrieved August 15, 2013.
  5. MAC. (2007). Cosmetics Fetes Screen Siren Raquel Welch as the Newest MAC Beauty Icon. Retrieved August 5, 2015.
  6. Film Society Lincoln Center. (2015). Hannie Caulder.Retrieved August 5, 2015.
  7. "Raquel Welch: A Sex Symbol And Happily: A Sex Symbol And Happily" by Jeannette Smyth. 'The Washington Post May 8, 1975: B1.
  8. "Hottest Thing on Wheels" (June 2, 1972). Life, 72 (21), p. 48.
  9. D 'Orazio, Sante (November 1995). "Cover page". Playboy. 42 (11). U.S. pp. 74–81.
  10. Hefner, Hugh M., & Cole, Gary. (2006). Playboy: The Celebrities. CA: Chronicle Books.
  11. Gattis, Lacey. (May 16, 2011). The 15 Most Iconic Hairstyles of the 1960s: Raquel Welch's Mane.Popsugar. Retrieved October 30, 2018.
  12. "Happy Birthday today to Raquel Welch: Her 1970 primetime TV special will melt your mind!". Archived from the original[მკვდარი ბმული] on April 11, 2019. Retrieved April 10, 2019.
  13. Lisanti, Tom & Paul, Louis. (2002). Film Fatales: Women in Espionage Films and Television, 1962–1973. Jefferson, NC: McFarland & Company, p. 304.
  14. Welch Won't Merry Again September 7, 2011. Retrieved August 15, 2013.
  15. Sheldrick, Giles. (November 5, 2015). "Raquel Welch: Secret of Why I Never Revealed All on Screen" Daily Express.
  16. Mills, Nancy. (December 20, 1978). "Raquel Welch: The Other Side of a Star" The Australian Women's Weekly, 23-25.