შინაარსზე გადასვლა

რეი მომო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეი მომო ფლორიანოპოლისის 2005 წლის კარნავალზე.

რეი მომო (პორტ. Rei Momo; ესპ. Rey Momo; ქართ. მეფე მომო) — კარნაველების მეფე ლათინურ-ამერიკულ ფესტივალებში, ძირითადად ბრაზილიასა და კოლომბიაში. მისი გამოჩენა ნიშნავს, რომ კარნავალი იწყება. ყოველ კარნავალს საკუთარი რეი მომო ჰყავს, რომელსაც ხშირად ქალაქის გასაღებს აბარებენ. ტრადიციულად, ამ როლის შესასრულებლად დაბალ, მსუქან მამაკაცს ირჩევენ, რადგან პირველი რეი მომო სწორედ ასეთი ფიზიკური აგებულების იყო.

არგენტინასა და ურუგვაიში რეი მომოს წარმოადგენს დიდი, ხშირად მონუმენტური თოჯინა, რომელიც დამზადებულია ხის ან მავთულუს სტრუქტურაზე მიმაგრებული ქაღალდებით. ამ შემთხვევაში, მას პლატფორმის თავზე ამაგრებენ და მთელს ქალაქში დაატარებენ. მიუხედავად იმისა, რომ თოჯინაა, ის თავის ტრადიციულ მახასიათებლებს მაინც ინარჩუნებს: ჭრელაჭრულა ტანსაცმელს, გაღიმებულ სახესა და დიდ ღიპს. ფესტივალის დასრულებისას მას წვავენ, მაგრამ ეს ტრადიცია ბოლო დროს მოიშალა, უსაფრთხოების ზომების გამო.

მომი ბერძნულ-რომაულ მითოლოგიაში ირონიის ღმერთი იყო. სხვა ღმერთების დაცინვის გამო, ის ოლიმპოს მთიდან გამოაძევეს, რის შემდეგაც მან დედამიწაზე კარნავალი შექმნა.[1]

რიო-დე-ჟანეიროს რეი მომოები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მარსელო რეიესი, 2005 წლის რიო-დე-ჟანეიროს კარნავალის რეი მომო.
ვალდემარ ესტევეს დე კუნია, სანტუსის რეი მომო, 1988 წლის კარნავალი.

ყველაზე ცნობილი რეი მომოები რიო-დე-ჟანეიროდან არიან, სადაც ამ ტიტულის ტრადიცია 1933 წლიდან არსებობს.

წელისახელი
1933 & 1948ქაღალდის თოჯინა
1949გუსტავო მატოსი
1950გუსტავო მატოსი
1951-1957ნელსონ ნობრე
1958-1971აბრაან ადადი
1972ედსონ სერაპინ დე სანტანა
1973ელსონ გომეშ და სილვა
1974-1982ედსონ სერაპინ დე სანტანა
1983პაოლო ვისენტე პაჩელი
1984რობერტო ბარბოზა დე კასტრო
1985-1986ედსონ სერაპინ დე სანტანა
1987-1995რეინალდო დე კარვალიო
1996პაულუ ჩეზარ ბრაგა კამპორი
1997-2003ალექს დე ოლივეირა
2004ვაგნერ ჟორჟ ვანდერსონ სანტუს მონტეირო
2005მარსელო დე ჟესუს რეისი
2006-2008ალექს დე ოლივეირა
2009მილტონ როდრიგესი
2010ლორენ მორეინუ

ვალდემარ ესტევეს დე კუნია (დაიბადა 1920 წ[2]) ბრაზილიის ქალაქ სანტუსის რეი მომო იყო ჯერ 19501956, შემდეგ კი 19581990 წლებში. დღეისათვის, 92 წლის ასაკში ის მთელს ბრაზილიაში უხუცესი რეი მომოა.[3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]