რეიჩელ ტეილორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეიჩელ ტეილორი

ტეილორი 2011 წელს.
დაბადების სახელი რეიჩელ მეი ტეილორი [1]
დაბადების თარიღი 11 ივლისი, 1984 (1984-07-11) (39 წლის)
ლონსესტონი, ავსტრალია
რეზიდენცია ლოს-ანჯელესი
ეროვნება ავსტრალიელი
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
აქტიური 2004-დღემდე

რეიჩელ მეი ტეილორი (ინგლ. Rachael May Taylor; დ. 11 ივლისი, 1984) — ავსტრალიელი მსახიობი და მოდელი. მან მთავარი როლი პირველად ავსტრალიურ სატელევიზიო დრამატულ სერიალში, „headLand“-ში 2005-2006 წლებში ითამაშა. შემდგომ გადაიღეს რამდენიმე ფილმში, მათ შორისაა: ავსტრალიური საშინელებათა ჟანრის ფილმი-„Man-Thing“ (2005), „ბოროტებას ვერ ვხედავ“ (2006), ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკა-„ტრანსფორმერები“ (2007), კომედიური დრამა „ბოთლით დარტყმა“ (2008), საშინელებათა ჟანრის ფილმი „ფანტომები“ (2008), „Cedar Boys“ (2009), რომანტიკული კომედია-„Splinterheads“ (2009), ავსტრალიური კომედიური დრამა-„წითელი ძაღლი“ (2011) და კომედია-„ყველაფერი სიყვარულის გარდა“ (2012).

2011 წელს სატელევიზიო სერიალში, გრეის ანატომიაში თამაშობდა დოქტორი ლუსი ფიელდსის როლს, ხოლო დრამატულ სერიალ–„ჩარლის ანგელოზებში“ ასრულებდა ერთ-ერთი ანგელოზის როლს. 2012-2013 წლებში ABC-ს სატელევიზიო სერიალში, „666 პარკ ავენიუ“-ში მთავარ როლს თამაშობდა, ხოლო 2014 წელს მონაწილეობას იღებდა ამერიკულ ტრილერში, „კრიზისი“-ში. ტეილორი მარველის სატელევიზიო შოუებში „ჯესიკა ჯონსი“-ში (2015-2019), „ლიუკ ქეიჯი“-ში (2016) და „მცველები“-ში (2017), ტრიშ ვოლკერის როლს თამაშობდა.

ადრინდელი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეიჩელ ტეილორი 1984 წლის 11 ივლისს დაიბადა ლონსესტონში, ავსტრალიაში. არის ქრისტინა და ნიგელ ტეილორის ქალიშვილი.[2] ტეილორს ბავშვობიდან სურდა სამსახიობო კარიერის შექმნა, სწორედ ამის გამო, იგი ხშირად იღებდა მონაწილეობას სასკოლო სპექტაკლებში. მან 2002 წელს დაამთავრა „რივერსაიდის უმაღლესი სკოლა“.[3]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტეილორი მოდელობდა „Skye-Jilly International“-ისთვის, იგი წარმატებით ასპარეზობდა „მისის ტასნანიის“ ფინალში. მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ამერიკულ ფილმში და სატელევიზიო სერიალში. მათ შორისაა სერიალი „დინასტია“, სადაც იგი თამაშობდა კათრინ ოქსენბერგის როლს,[4] და ამერიკელი საშინელებათა ჟანრის ფილმები: „Man-thing“ და „ვერ ვხედავ ბოროტებას“.

ტეილორმა ავსტრალიურ დრამა სერიალში–„headLand“-ში საშა ფორბესის როლი ითამაშა, 2006 წლის 3 აპრილს კი ნომინირდა „Logie Award“-ზე როგორც ყველაზე პოპულარული ახალგაზრდა ქალი მსახიობი.

ტეილორი 2012 წელს, AACTA Awards-ზე

მისი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი დღემდე არის მეგის-სიგნალის ანალიტიკოსის როლი, რომელიც ითამაშა ფილმში-ტრანსფორმერებში მეგან ფოქსთან და შაია ლაბუფთან ერთად. მოგვიანებით, ტეილორმა დაადასტურა რომ იგი „ტრანსფორმერების“ გაგრძელებაში აღარ მიიღებდა მონაწილეობას.[5] 2008 წელს, მან მთავარი როლი ითამაშა ამერიკულ საშინელებათა ჟანრის ფილმ „ფანტომები“-ში.

2009 წელს იგი გადაიღეს ავსტრალიურ ფილმში „Cedar Boys“-ში და „Splinterheads“-ში. 2010 წელს, მსახიობ ალექს დიმიტრიადესთან ერთად, გადაიღეს რომანტიკულ დრამაში, „Summer Coda“-ში.[6] 2011 წელს, სერიალ გრეის ანატომია-ში, ლუსი ფიელდსის როლს თამაშობდა. ამავე წელს გადაიღეს სერიალ „ჩარლის ანგელოზები“-ში,[7] მნიშვნელოვანი როლით კი, მიიღო მონაწილეობა ფილმ „წითელი ძაღლი“-ში. ტეილორი ასევე გადაღებულია რუსულ სამეცნიერო ფანტასტიკაში, „მოჩვენება“-ში.[8]

2012-2013 წლებში, გადაიღეს ახალ დრამაში, „666 პარკ ავენიუ“-ში,[9] ხოლო 2014 წელს მონაწილეობა მიიღო NBC-ს სერიალ „კრიზისი“-ში, სერიალის მხოლოდ პირველი სეზონი გამოვიდა.[10] 2015 წელს გადაიღეს სატელევიზიო სერიალში, „ჯესიკა ჯონსი“-ში, სადაც მან ტიტულოვანი პერსონაჟის საუკეთესო მეგობრის, ტრიშ ვოლკერის როლი ითამაშა.

2014 წელს, ტეილორი ავსტრალიელ მსახიობთან, ისაბელა ლუკასთან ერთად ტრილერში, „სხვენი“-ში გადაიღეს. 2018 წელს გამოჩნდა ავსტრალიურ კომედიურ დრამაში, „ქალები შავებში“-ში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hansard of the Legislative Council / Rachael May Taylor. Kerry Finch (3 September 2009). ციტირების თარიღი: 28 July 2013.
  2. Hills, Brenden (10 September 2010). „We're shattered by Rachael's bashing, say Nigel and Christine Taylor“. The Sunday Telegraph. ციტირების თარიღი: 28 January 2011.
  3. „Our Hollywood transformation“. The Mercury. 29 April 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 May 2007. ციტირების თარიღი: 29 April 2007.
  4. Dynasty: The Making of a Guilty Pleasure: Credits. Der-denver-clan.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 27 February 2009.
  5. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 September 2011. ციტირების თარიღი: 2011-06-17.
  6. „Summer Coda movie review“. heraldsun.com. 21 October 2010. ციტირების თარიღი: 21 June 2013.
  7. Minka Kelly and Rachael Taylor Close to Angel Gigs in ABC's Charlie's Angels (27 January 2011).
  8. Two More Sign on for The Darkest Hour – dreadcentral.com
  9. Watkins, Jade. (14 March 2012) Park Avenue princess! Rachael Taylor shows off plenty of decolletage and leg in a plunging red dress while filming new series. Daily Mail. ციტირების თარიღი: 15 March 2012.
  10. Goldberg, Lesley. (25 February 2013) Gillian Anderson, Rachael Taylor to Star in NBC's Rand Ravich Drama. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 26 February 2013.