რეიჩელ სკარსტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეიჩელ სკარსტენი
დაბადების თარიღი 23 აპრილი, 1985
ტორონტო, ონტარიო, კანადა
ეროვნება კანადელი
მოქალაქეობა კანადა, აშშ
ეთნიკურად ნორვეგიელი, ინგლისელი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1998-დღემდე

რეიჩელ ელის მარია სკარსტენი (ინგლ. Rachel Alice Marie Skarsten; დ. 23 აპრილი, 1985, ტორონტო, ონტარიო, კანადა) — კანადელი მსახიობი. ცნობილი გახდა ისეთი როლების შესრულებით, როგორებიცაა: დინა ლანსი სერიალში „ჩიტების ლოცვა“, ტასმინი ფილმში „დაკარგული გოგონა“, დედოფალი ელისაბედ I სერიალში „სამეფო“ და „ბეტვუმენში“ შესრულებული ალისა და ბეთ კეინი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეიჩელ სკარსტენი დაიბადა 1985 წლის 23 აპრილს ტორონტოში, ონტარიოს შტატში, კანადაში. მისი სრული სახელია რეიჩელ ელის მარია სკარსტენი. მისი მშობლები არიან წარმოშობით ნორვეგიელი ექიმი სტენ სკარსტენი და მისი მეუღლე, წარმოშობით ინგლისელი ქალის, მერი აილინ სელფის ქალიშვილი. დედამისი არის რასელ თომას ტრევერტონ სელფისა და მისი მეუღლის, ელის გლისონის, ჯეიმზ ჰარვისა (რობერტ ჰარგრევს სელფისა და მისი ცოლის, ელიზაბეთ ენ გრინის ვაჟი) და მისი ცოლის, ელიზაბეთ ადელინა კალდუელის (რობერტ კალდუელისა და მისი მეუღლის, ელიზაბეთ სმიტის ასული) ქალიშვილი, რომელიც შვილიშვილად ერგება ირვინ თომპსონ გლისონს (ვინი გლისონისა და მერი თომპსონის ვაჟი) და მის ცოლს, მერი იდა სმიტს. რეიჩელ სკარსტენს მხოლოდ ერთი უმცროსი ძმა ჰყავს.

რეიჩელ სკარსტენი 12 წლის განმავლობაში სწავლობდა ცეკვას ცეკვის სამეფო აკადემიაში, რის პარალელურადაც იგი 8 წლის განმავლობაში ესწრებოდა კლოდ უოტსონის ლექციებს ხელოვნების სკოლაში. აქ მან შეისწავლა ვიზუალური ხელოვნება და ჩელოზე დაკვრა. პატარა პაუზის შემდეგ მან ხელოვნების სკოლაში სიარული განაახლა და 12 კლასის სერთიფიკატიც მიიღო.

სწავლის დასრულების შემდეგ იგი კინო-აგენტს შეხვდა, რომლის დამსახურებითაც რეიჩელი რამდენიმე პატარა როლზე დაამტკიცეს. მისი სამსახიობო დებიუტი 1998 წელს შედგა სერიალში „ცნობილი ჯეტ ჯექსონი“, სადაც მხოლოდ ერთ სერიაში თამაშობდა მიკი ტუიტის როლს. ამას მოჰყვა იმავე წელს მეორე ეპიზოდური როლი სერიალში „პატარა კაცი“. 2002 წელს იგი პირველად გადაიღეს სრულმეტრაჟიან ფილმში, სადაც მან კეროლაინ ლოფტონის როლი შეასრულა ფილმში „ვირჯინიას გაქცევა“. იმავე წელს იგი თავის პირველ სერიოზულ როლზე დაამტკიცეს სერიალში „ჩიტების ლოცვა“[1], სადაც დინა ლანსს განასახიერებდა. ეს ამ სერიალის მთავარი მოქმედი პერსონაჟი იყო, რომლის გადაღებებიც 2003 წლამდე გაგრძელდა.

ამის შემდეგ იგი იძულებული იყო კვლავ პატარა და ეპიზოდური როლები ეთამაშა ისეთ ფილმებსა და სერიალებში, როგორებიცაა: „მსმენელი“, „იძებნება“, „დაკარგული გოგონა“, „ჩემს ოცნებებში“, „ორი ხელი პირისთვის“ და ა.შ. 2012 წელს ფილმში „ლამაზმანი და ურჩხული“ რეიჩელმა ბრუკის როლი მოირგო.

2015 წელს იგი ისტოიულ სერიალში „სამეფო“ დაამტკიცეს ინგლისის დედოფალ ელისაბედ I-ის როლზე, რომელიც უკვე სერიალის 3-4 სეზონებში ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად იქცა. მართალია სერიალი ისტორიულია, მაგრამ არის ბევრი უზუსტობა და რეჟისორების გამონაგონი ფაქტებიც, თუმცა, მიუხედავად ამისა, რეიჩელს ბევრისათვის საყვარელი დედოფლის როლის შესრულებამ დიდი პოპულარობა და აღიარება მოუტანა. ამ სერიალის გადაღებები 2017 წელს დასრულდა.

2015 წელს რეიჩელ სკარსტენი გადაიღეს ფილმში „გრეის ორმოცდაათი ელფერი[2], სადაც მან ანდრეას როლი შეასრულა. 2019 წლიდან თამაშობს სერიალში „ბეტვუმენი“, სადაც ერთდოულად ორ — ბეთ კეინისა და ალისას მთავარ როლებს ასრულებს[3][4].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Crime Fighting Never Looked So Good" "Warner Bros. დაარქივებული 2018-08-01 საიტზე Wayback Machine. ", Retrieved February 7, 2017.
  2. Skarsten, Rachel. "Lost Girl დაარქივებული 2016-03-25 საიტზე Wayback Machine. ". Retrieved 9 April 2003.
  3. Anderson, Jenna. "'Batwoman' Casts Rachel Skarsten as Red Alice". ComicBook.com.
  4. Littleton, Cynthia (16 May 2019). "CW 2019-2020 Primetime Schedule: 'Batwoman' Teams With 'Supergirl' on Sunday". Variety. Retrieved 18 May 2019.