რეინერი (მთვარის კრატერი)
| მთვარის კრატერი | |
|---|---|
| რეინერი | |
| ლათ. Reiner | |
|
| |
| მონაცემები | |
| ზვინულის სიმაღლე | 0.91 კმ (2015)[1] |
| დიამეტრი | 29.85 კმ[2] |
| მოცულობა | 607.71 კმ³ (2015)[1] |
| უდიდესი სიღრმე | 2.01 კმ (2015)[1] |
| ტიპი | დარტყმითი კრატერი |
| სახელწოდება | |
| ეპონიმი | ვინჩენცო რენიერი |
| დამტკიცებულია | IAU (1935) |
| მდებარეობა | |
| 6.92° ჩ. გ. 54.98° დ. გ. / 6.92° ჩ. გ. 54.98° დ. გ. | |
| ციური სხეული | მთვარე |
| რეინერი | |
კრატერი რეინერი (ლათ. Reiner) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის ხილულ მხარეზე, ქარიშხლების ოკეანის ცენტრალურ ნაწილში. სახელი ეწოდა იტალიელი ასტრონომისა და მათემატიკოსის, ვინჩენცო რენიერის პატივსაცემად (დამტკიცებულ იქნა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ 1935 წელს).[2] კრატერის ფორმირება ერატოსთენული პერიოდით ივარაუდება.[1]
კრატერის აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრატერის უახლოესი მეზობლებია გალილეო დასავლეთით-ჩრდილო-დასავლეთით; მარიუსი ჩრდილო-აღმოსავლეთით; სუესი აღმოსავლეთით-სამხრეთ-აღმოსავლეთით და ჰერმანი სამხრეთ-სამხრეთ-დასავლეთით. კრატერის დასავლეთით მდებარეობს მაღალი ალბედოს მქონე — რეინერის გამა.[3] კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 6°55′N 54°59′W / 6.92° ჩ. გ. 54.98° დ. გ., დიამეტრი — 29.85 კმ,[2] სიღრმე — 2.01 კმ.[1]
რეინერის კრატერს თითქმის წრიული ფორმა აქვს და პრაქტიკულად ხელუხლებელია. რგოლს აქვს მკაფიოდ გამოხატული კიდე, გარშემორტყმული 15 კმ-მდე სიგანის მასიური გარე დახრილობით, გრძელი ქედით, რომელიც გარეთა დახრილობის სამხრეთ ნაწილიდან ვრცელდება. რგოლის სამხრეთ ბოლოში ჩაღრმავებაა. შიდა დახრილობა ვიწრო და გლუვია, მის ძირში ჩამონგრევის კვალია. მიმდებარე ტერიტორიის ზემოთ გალავნის სიმაღლე 900 მეტრს აღწევს, კრატერის მოცულობა დაახლოებით 570 კმ³-ია. თასის ფსკერი უხეშია, თასის სამხრეთ ნაწილში გალავნის მიმართ კონცენტრული ნაოჭებია. თასის ცენტრში მასიური ორმაგი ცენტრალური მწვერვალია სამხრეთის მიმართულებით გაშლილი ტოტებით.
მორფოლოგიური ნიშნების მიხედვით, კრატერი TRI ტიპს მიეკუთვნება (ამ კლასის ტიპიური წარმომადგენლის - ტრისნეკერის კრატერის სახელით).
სატელიტური კრატერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Andersson, L. E.; Whitaker, E. A. (1982) NASA Catalogue of Lunar Nomenclature. NASA RP-1097.
- Blue, Jennifer. (July 25, 2007) Gazetteer of Planetary Nomenclature. USGS. ციტირების თარიღი: 2007-08-05
- Bussey, B.; Spudis, P. (2004) The Clementine Atlas of the Moon. New York: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-81528-4.
- Cocks, Elijah E.; Cocks, Josiah C. (1995) Who's Who on the Moon: A Biographical Dictionary of Lunar Nomenclature. Tudor Publishers. ISBN 978-0-936389-27-1.
- McDowell, Jonathan. (July 15, 2007) Lunar Nomenclature. Jonathan's Space Report. ციტირების თარიღი: 2007-10-24
- Menzel, D. H.; Minnaert, M.; Levin, B.; Dollfus, A.; Bell, B. (1971). „Report on Lunar Nomenclature by the Working Group of Commission 17 of the IAU“. Space Science Reviews. 12 (2): 136–186. Bibcode:1971SSRv...12..136M. doi:10.1007/BF00171763. S2CID 122125855.
- Moore, Patrick (2001). On the Moon. Sterling Publishing Co. ISBN 978-0-304-35469-6.
- Price, Fred W. (1988). The Moon Observer's Handbook. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-33500-3.
- Rükl, Antonín (1990). Atlas of the Moon. Kalmbach Books. ISBN 978-0-913135-17-4.
- Webb, Rev. T. W. (1962). Celestial Objects for Common Telescopes, 6th revised, Dover. ISBN 978-0-486-20917-3.
- Whitaker, Ewen A. (1999). Mapping and Naming the Moon. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-62248-6.
- Wlasuk, Peter T. (2000). Observing the Moon. Springer. ISBN 978-1-85233-193-1.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Lunar Impact Crater Database (2015) Losiak et al., LPI Lunar Exploration Intern Program (2009). Revised by T. Öhman, LPI (2011) and (2015).
- ↑ 2.0 2.1 2.2 საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი — Reiner
- ↑ Кратер Рейнер на карте LAC-56. ციტირების თარიღი: 2019-12-02
