რეინაუტ ვილემ ვან ბემელენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რეინაუტ ვილემ ვან ბემელენი
ნიდერლ. Rein van Bemmelen[1]
Van Bemmelen.jpg
დაბ. თარიღი 14 აპრილი 1904(1904-04-14)[2] [3] [1]
დაბ. ადგილი ჯაკარტა[2] ან Batavia[1]
გარდ. თარიღი 19 ნოემბერი 1983(1983-11-19)[2] [3] [1] (79 წლის)
გარდ. ადგილი ობერდრაუბურგი
მოქალაქეობა Flag of the Netherlands.svg ნიდერლანდების სამეფო[1]
სამეცნიერო სფერო გეოლოგია
მუშაობის ადგილი უტრეხტის უნივერსიტეტი[1]
ალმა-მატერი დელფტის ტექნიკური უნივერსიტეტი და ვენის ტექნიკური უნივერსიტეტი
ჯილდოები უოლასტონის მედალი და ვან ვატერსოტ ვან დერ გრახტის მედალი

რეინაუტ ვილემ ვან ბემელენი (ფრანგ. Reinout Willem van Bemmelen; დ. 14 აპრილი, 1904, ჯაკარტა — გ. 19 ნოემბერი, 1983, ობერდრაუბურგი, ავსტრია) — ნიდერლანდელი გეოლოგი და ვულკანოლოგი.

1927 წელს დაამთავრა დელფტის ტექნიკური უნივერსიტეტი. 1928-1943 წლებში იყო ყოფილი ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთის სახელმწიფო სამსახურის გეოლოგი. იყო გეოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი ქალაქ უტრეხტში. ვულკანოლოგიისა და ტექტონიკის დარგში წამოწია რიგი ორიგინალური იდეა. ამუშავებდა გეოტექტონიკურ ჰიპოთეზას, რომელსაც მან უნდაციური უწოდა. გეოსინკლინებში გაჩენილ აზევებებსა და დაძირვებს იგი გეოუნდაციებს უწოდებდა. უნდაციური ჰიპოთეზა ანუ ტალღური ჰიპოთეზა ბემელენმა 1933 წელს წამოაყენა.

თავდაპირველად ბემელენი გეოლოგიურ პროცესებს 50 კმ სიღრმემდე განიხილავდა, იყო ფიქსიზმის მომხრე. 1950-1960 წლებში შემოგვთავაზა ჯაჭვური რეაქციების თეორია, რომელიც მოიცავს პლანეტის ყველა ნივთიერებებს მის ბირთვამდე; ამრიგად კონტინენტების დრიფტის მომხრე გახდა. ცდილობდა ფიქსისტური და მობილისტური პოზიციების შეთავსებას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]