რეიდერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

რეიდერი (ინგლ. raider < raid — თავდასხმა, თარეში) — სამხედრო ხომალდი ან შეიარაღებული სავაჭრო გემი, რომელიც ატარებს დამოუკიდებელ საბრძოლო მოქმედებებს საზღვაო და ოკეანურ კომუნიკაციებზე მოწინააღმდეგის საბრძოლო ტრანსპორტისა და სავაჭრო გემების გასანადგურებლად. პირველ მსოფლიო ომში (1914–1918) გერმანია რეიდერების სახით იყენებდა კრეისერებს, მათ შორის სავაჭრო გემად შენიღბულ დამხმარე ხომალდებს. მეორე მსოფლიო ომის (1939–1945) დასაწყისში ფაშისტური გერმანია რეიდერის რანგში იყენებდა სახაზო გემ „ბისმარკს“, სამ „ჯიბის“ სახაზო ლაინერს და კრეისერებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]