რეზნიჩენკოს სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რეზნიჩენკოს სახლი
რუს. Дом Резниченко
Гостевой дом августейших особ.JPG
კოორდინატები 47°13′23″N 39°42′13″E / 47.223072° ჩ. გ. 39.703683° ა. გ. / 47.223072; 39.703683
მდებარეობა დონის როსტოვი
ტიპი ნეობაროკო
გახსნის თარიღი 1890-იანი წლები
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

რეზნიჩენკოს სახლი (რუს. Дом Резниченко) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს პუშკინის ქუჩაზე (სახლი № 47). აგებულია XIX საუკუნის 90-იან წლებში[1], სავარაუდოდ იგი იყო ავგუსტინელთა სასტუმრო სახლი. შენობას აქვს რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პუშკინის ქუჩისა და ოსტროვსკის შესახვევის გადაკვეთაზე მდებარე სახლი ააშენეს XIX საუკუნის 90-იან წლებში. თავდაპირველად იგი ეკუთვნოდა კ. ს. რეზნიჩენკოს. მოგვიანებით სახლმა ბევრი მფლობელი გამოიცვალა. ძირძველი მოსახლეობის თქმით სახლი აგებული იყო ავგუსტინელებისათვის, მაგრამ ისინი აქ არასოდეს არ ყოფილან. სამაგიეროდ იმყოფებოდნენ სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები[1].

1920-იან წლებში, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოახდინეს სახლის ნაციონალიზაცია და იგი გადაეცა ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქს. სახლში მდებარე ოთახები მფლობელობაში გადაეცათ წითელი არმიის უმაღლეს ოფიცრებს[1].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეზნიჩენკოს სახლი ორსართულიანი ნაგებობაა და აგებულია ნეობაროკოს სტილში. ნაგებობის მთავარი ფასადი გადის პუშკინის ქუჩის მხარეს. ნაგებობის ჰორიზონტალური დანაწილება მიიღწევა სართულთშორისი ზოლურებით და კარნიზებით. პირველი სართულის ფასადი რუსტირებულია. ფანჯრის ღიობები პირველ სართულზე სწორკუთხაა, მეორეზე კი ნახევარწრიული და გაფორმებულია დეკორატიული თამასებით. მეორე სათულის ფანჯრები სრულდება დეკორირებული სანდრიკებით. შენობის ფასადი სრულდება ატიკებით და ფრონტონებით. მეორე სართულზე მცირე აივანია. სახლს თითქმის არ შეუცვლია თავდაპირველი იერ-სახე და შემორჩენილია ძველი გაფორმებით[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Волошинова Л. Ф. Пушкинская улица. — Ростов-на-Дону: «Донской издательский дом», 2000. — С. 33—39. — (Серия "Судьбы улиц, площадей, зодчих"). — ISBN 5-87688-250-X.
  2. Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. წაკითხვის თარიღი: 2013-09-23.