შინაარსზე გადასვლა

რეზი თვარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეზი თვარაძე
დაბადების თარიღი 15 აგვისტო, 1928(1928-08-15)[1]
დაბადების ადგილი უხუთი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 23 ივლისი, 2006(2006-07-23)[1] (77 წლის)
საქმიანობა მწერალი[1] , ფილოლოგი[1] და მთარგმნელი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

რევაზ „რეზი“ თვარაძე (დ. 15 აგვისტო, 1928 — გ. 2006) — ქართველი მწერალი, ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი.

დაიბადა 1928 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ უხუთში (ამჟამინდელი ვანის მუნიციპალიტეტი), 1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1966-67 წლებში მუშაობდა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების რედაქციის გამგედ, 1967-68 წლებში — გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქტორად, მარჯანიშვილის თეატრის დირექტორად (1973-75), ჟურნალ „ცისკრის“ პასუხისმგებელი მდივნად, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის განყოფილების გამგედ და სხვა. 1968 წლიდან საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია. 1988 წელს მუშაობდა ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე.

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1952 წლიდან. თარგმნილი აქვს მიხაილ ლერმონტოვის, ალეკსანდრ ბლოკის, ავეტიქ ისააკიანის თხზულებანი, უილიამ ფოლკნერის რომანები: „სოფელი“, „ქალაქი“ და სხვა.

ასევე მწერალი იყო რეზი თვარაძის ვაჟი ზაზა თვარაძე (1957-2007).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.