რეზიდენტობის ცნობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რეზიდენტობის ცნობა (ინგლ. Сertification of residency, რუს. Сертификат налогового резидентства) — საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ რეზიდენტობის ცნობის წარმომდგენი ფიზიკური ან იურიდიული პირი ნამდვილად არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად ცნობის გამცემ ქვეყანაში.

რეზიდენტობის ცნობა, თუ არსებობს ორ ქვეყანას შორის რიგი გადასახადებისაგან ორმაგი დაბეგვრისაგან გათავისუფლების ხელშეკრულება, გამოიყენება, როგორც მომსახურების გამწევ ქვეყანაში გადასახადისაგან გათავისუფლების საშუალება.

საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს რეზიდენტობის ცნობის მისაღებად საქართველოს რეზიდენტი ელექტრონული ფორმით მიმართავს საგადასახადო ორგანოს. მიმართვაში აუცილებლად მიეთითება რეზიდენტის სახელი, გვარი/სახელწოდება (ქართულად და ინგლისურად), სრული მისამართი (ქართულად და ინგლისურად), საქართველოს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი.

საგადასახადო ორგანო რეზიდენტობის ცნობის მოთხოვნის საფუძველზე ელექტრონულად გასცემს „რეზიდენტობის ცნობას“, დამტკიცებული ფორმის შესაბამისად. 3. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს რეზიდენტი საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მიზნით წარადგენს იმ სახელმწიფოში არსებულ რეზიდენტობის დამადასტურებელ ფორმას (ნოტარიულად დამოწმებულ თარგმანს ქართულ ენაზე), სადაც მან მიიღო შემოსავალი და ითხოვს რეზიდენტობის დადასტურებას, საგადასახადო ორგანო ვალდებულია წარმოდგენილ ფორმაში შესაბამისი ველის არსებობის შემთხვევაში, ხელმოწერით და ოფიციალური ბეჭდით დაადასტუროს მისი საქართველოს რეზიდენტობა.“[1].

საქართველოს რეზიდენტობის ცნობა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა ფიზიკურ პირს, ხოლო მეორე რჩება შემოსავლების სამსახურს[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]