რეზა აბასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რეზა აბასი
Mu'in. Portrait of Riza-i-Abbasi. 1673. Princeton University..jpg
დაიბადა: დაახ. 1575
გარდაიცვალა: 1635
ქაშანი, ირანი
ეროვნება: სპარსი
სფერო: ფერწერა
მიმდინარეობა: ისპაჰანის სამინიატურო სკოლა

რეზა აბასი (დაახ. 1575 — გ. 1635, ქაშანი) — ირანელი მინიატურების მხატვარი. ისპაჰანის სამინიატურო სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.

რეზა აბასი მოღვაწეობდა შაჰ-აბას I-ის დროს. ხატავდა ჟანრულ სცენებსა და პორტრეტებს (მათ შორის მწყემსებისა და გლეხებისასაც), იშვიათად ილუსტრაციებს. მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია პოეტურობა, რბილი და დახვეწილი ნახატი, ფიგურათა შინაგანი დაძაბულობა, ნაზი ტონალობა, შეკრული კომპოზიცია, ზოგჯერ მკვეთრი კონტური.

რეზა აბასის ნამუშევრები გაფანტულია მსოფლიოს მრავალ მუზეუმში, მათ შორის სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]