რევოლუციური ტრიბუნალები
იერსახე
რევოლუციური ტრიბუნალები — რევოლუციის შემდეგ შექმნილი სასამართლო ორგანო.
რევოლუციური ტრიბუნალები შეიქმნა საფრანგეთში, საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს, კონტრრევოუციასთან საბრძოლველად. ტრიბუნალები ხასიათდება გამარტივებული სამართალწარმოებით, არ არსებობდა წინასწარი გამოძიება, დაცვისა და გასაჩივრების შესაძლებლობა. ტრიბუნალები იქცა ტერორის იარაღად. გაუქმდა 1795 წლის 31 მაისის დეკრეტით.
1917 წლის ნოემბერში რევოლუციური ტრიბუნალები შეიქმნა საბჭოთა რუსეთში, კონტრრევოლუციასთან ბრძოლის მიზნით და ეტაპობრივად შეიძნა ტერორის ფუნქციები. გაუქმდა 1922 წელს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 336.