რევაზ წულუკიძე
რევაზ წულუკიძე (დ. 24 თებერვალი, 1929, ქუთაისი) — ქართველი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, ბალეტის მოცეკვავე და ლიბრეტისტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1943–1948 წლებში სწავლობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სტუდიაში. 1947 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო სასწავლებელი, 1951 წელს მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი.
1951–1956 წლებში იყო მოსკოვის დიდი თეატრის საბალეტო დასის მოცეკვავე. 1956 წლიდან ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი. 1958 წელს მოსკოვის ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადის მონაწილე. დადგმები, ქართული მუსიკალური კომედიები: შოთა მილორავა „სიმღერა თბილისზე“ (1969, პრემიერა), „გაბზარული ფირფიტა“ (1970), სულხან ცინცაძე „სიმღერა ტყეში“ (1968, პრემიერა), ვაჟა აზარაშვილი „მეცხრე ტალღა“ (1969). ქართული ბალეტები: გრიგოლ კილაძე „სინათლე“, მებრძოლთა ცეკვა (დავით თორაძე „გორდა“, „მშვიდობისათვის“), სულხან ცინცაძე „ცისფერი მთის საუნჯე“ (1956), „პოემა“ (1972), ანდრია ბალანჩივაძე „მწირი“ („1964“, პრემიერა), როდრიგო (ა. მაჭავარიანი „ოტელო“). სხვა რეპერტუარი: ავრორას კავალერი, ჩარდაში (ჩაიკოვსკი „მძინარე მზეთუნახავი“, „გედების ტბა“), ყმაწვილი (ასაფიევი „ბახჩისარაის შადრევანი“), ესპანური ცეკვა (ჰერტელი „ამაო სიფრთხილე“), კრეინი „ლაურენსია“. მონაწილეობდა საოპერო სპექტაკლში, ზაქარია ფალიაშვილი „დაისი“. გასტროლები: ბერლინი, ჰელსინკი, კოპენჰაგენი, ინგლისი, ავსტრია, უნგრეთი, საფრანგეთი (თბილისის საბალეტო დასთან ერთად).
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1951 — საერთაშორისო ფესტივალი (ბერლინი) დიპლომი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015, გვ. 560