რევაზ ჩოლოყაშვილი (გ. 1648)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩოლოყაშვილი.

რევაზ ჩოლოყაშვილი (გ. 1648) — კახეთის სამეფოს სახლთუხუცესი XVII საუკუნის 40-იან წლებში. თეიმურაზ I-ის ერთგული თანამებრძოლი. მისი რჩევით თეიმურაზმა 1648 წელს თავისი ჯარის ნაწილი ბიძინა ჩოლოყაშვილის მეთაურობით ერწოს დასარბევად გაგზავნა. ამის შედეგად დასუსტებული თეიმურაზის ლაშქარი ქართლის მეფე როსტომმა უღლისთან ბრძოლაში დაამარცხა. რევაზ ჩოლოყაშვილი გმირულად დაიღუპა ამ ბრძოლაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]