რევაზ ჟვანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რევაზ ჟვანია (დ. 16 აგვისტო, 1941 — გ. უცნობია) — ქართველი ინჯინერი, მეცნიერი, პედაგოგი.

დაიბადა 1941 წლის 16 აგვისტოს. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1963 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის კვლევით ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, 1964 წლიდან მეტროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჯერ უფროს მეცნიერ თანამშრომლად, ხოლო შემდეგ სექტორის გამგედ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინფორმაციო-საზომი ტექნიკის კათედრის დოცენტი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]